საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად,საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33-უ.ს.რ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

 

1. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ალექსანდრე ჩიტიშვილი.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                         ავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

2013 წლის 27 თებერვალი

№ 33-უ.ს.რ.ს.

 

 

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40 , 18.07.2005, მუხ. 264)მე-5მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება სალიცენზიო და  სანებართვო სფეროებში

1. ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები დგინდება კანონით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის პირვე ლი (მხოლოდ საშენი მასალებისა და მიწისქვეშა წყლების მოსაპოვებლად) და მე-4 პუნქტებით და 24-ე მუხლის მე-4, 24-ე და 50-ე პუნქტებით დადგენილ საქმიანობასა და ქმედებაზე ლიცენზიასა და ნებართვ ა ს გასცემენ ავტონომიური რესპუბლიკ ების შესაბამისი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე .

3.  გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიებისა და ნებართვებისა შესაძლებელია, ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი სამთავრობო დაწესებულების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქმიანობის ან ქმედების ცალკეულ სფეროებსა და სახეებში ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცეს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის დაწესებულებებს .”.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

ქუთაისი ,

2013 წლის

 

განმარტებითი ბარათი

 

საქართველოს კანონის პროექტზე - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე

 

    ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

 

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი თავის მხრივ შესაბამისი ნედლეულის, მასალების და მანქანა-დანადგარების გამოყენებასთანაა დაკავშირებული. აღნიშნული საქმიანობების მწარმოებელი კომპანიებისათვის ხელშეწყობის ერთ-ერთი მექანიზმია მათი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილი საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვების პროცედურების გამარტივება.

 

ა.ბ) კანონპროექტის მიზანი

კანონპროექტის მიღების მიზანია საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ლიცენზიის/ნებართვის მიღებით დაინტერესებული პირებისათვის ლიცენზიის/ნებართვის მიღების პროცედურების გამარტივება.

 

ა.გ)   კანონპროექტის ძირითადი არსი

კანონპროექტის მიხედვით ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის დაწესებულებებს მიენიჭებათ უფლებამოსილება გასცენ შემდეგი სახის ლიცენზიები და ნებართვები:

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზი ა (მხოლოდ საშენი მასალების და მიწისქვეშა წყლების მოსაპოვებლად);

        ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია;

        ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია;

        სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია;

        გარემოზე ზემოქმედების ნებართვა;

        განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის ნებართვა;

        კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა.

 

   ბ)   კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა)  კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების  დაფინანსების წყარო

  კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

ბ.ბ)  კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე

კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბ.გ) კანონპროექტის  გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე

კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენეს  ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ)  სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები

კანონპროექტის მიღება არ წარმოქმნის ახალი ფინანსურ ვალდებულებებს.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული პროექტის მოქმედება.

გ)  კანონპროექტის  მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა)  კანონპროექტის  მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან

კანონპროექტი   არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის  მიმართება  საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები

დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში  მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობოს შემთხვევაში

კანონპროექტის შემუშავებაში აღნიშნულ სუბიექტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში

კანონპროექტის შემუშავებაში აღნიშნულ სუბიექტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

დ.გ)  კანონპროექტის ავტორი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

დ.დ)  კანონპროექტის ინიციატორი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

 

 

მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც(რომლებშიც)  წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება

 

 

საქართველოს კანონი

 

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

 

 

მუხლი 5. ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკების უფლებამოსილება სალიცენზიო და  სანებართვო სფეროებში

1. ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები დგინდება კანონით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. ამ კანონით დადგენილ საქმიანობასა და ქმედებაზე ლიცენზიასა და ნებართვას, როგორც წესი, გასცემენ სახელმწიფოს ცენტრალური სამთავრობო დაწესებულებები.  ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი სამთავრობო დაწესებულების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საქმიანობის ან ქმედების სფეროებსა და სახეებში ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცეს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის დაწესებულებებს.