ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.03.2013
ძალის დაკარგვა 09.09.2014
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016117
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2013 წლის 4 მარტი
დ. ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი მაჭავარიანი
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗
ზოგადი დებულება
1.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3.
სამსახურის დებულების პროექტს გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად“.
4.
სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი და ბეჭედი თავისი დასახელებით.
5.
სამსახურის ადგილსამყოფელია დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა №15.
მუხლი 2🔗
სამსახურის უფლება-მოვალეობები
1.
.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის ფუნქციაა:
ა)
თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის სოციალური დაცვის, პროგრამების შემუშავება და
მათი განხორციელების კოორდინაცია;
ბ)
სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
გ)
სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება;
დ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
ე)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა;
ვ)
სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება დამოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ზ)
მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;
თ)
ონისძიებათა დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ;
ი)
იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
კ)
შრომის ბაზრის ანალიზი და შესაბამის წინადადებათა მომზადება;
ლ)
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ვეტერანთა საქმეების კოორდინაცია და მონიტორინგი;
მ)
საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2.
სამსახურს უფლება აქვს:
ა)
მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და თვითმმართველი ერთეულისტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
ბ)
სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
გ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗
სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
4.
სამსახური აერთიანებს:
ა)
სამსახურის უფროსს;
ბ)
მთავარ სპეციალისტს;
გ)
წამყვან სპეციალისტს;
5.
სამსახურის უფროსი:
ა)
უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებულ ამოცანებსა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს.
6.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.