განჩინება შპს ”ჯორჯიან მეტექსის” საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13143-12
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
2013 წლი ს 22 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი ხათუნა ჯამასპიშვილი
განმცხადებელი (კრედიტორი) - სს ”ბანკი ქართუ”
წარმომადგენლები - დავით მათიკაშვილი, ნათია ჩაჩანიძე
კრედიტორები - შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნინო მუმლაძე - ბარავკოვი
მოვალე - შპს ”ჯორჯიან მეტექსი”
დირექტორი - ემზარ მუშიაშვილი
მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი ნათია სახოკია
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 29 აგვისტოს განცხადებით მომართა შპს ”ჯორჯიან მეტექსის” დირექტორმა ემზარ მუშიაშვილმა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. 2012 წლის 10 სექტემბერს განჩინებით შპს ”ჯორჯიან მეტექსის” დირექტორს ემზარ მუშიაშვილს უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. 2012 წლის 11 ოქტომბერს განმცხადებელმა სს ”ბანკი ქართუმ” მომართა მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ. კრედიტორთა კრებაზე არჩეული იქნა მომრიგებელთა საბჭო სამი წევრის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი აირჩია მოვალემ, მეორე-კრედიტორებმა, ხოლო მესამე წევრი – საბჭოს წევრთა შეუთანხმელობის გამო დანიშნა სასამართლომ.
2013 წლის 28 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ”ჯორჯიან მეტექსის” მომრიგებელი საბჭოს წევრმა ნანა ამისულაშვილმა, სადაც აღნიშნავს, რომ საბჭოს მიერ 2013 წლის 23 იანვარს მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში‘‘ ითხოვს სასამართლომ მიიღოს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2013 წლის 22 თებერვალს კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრმა ნანა გუგუნაშვილმა წარმოადგინა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება და ითხოვა მისი დამტკიცება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მიხედვით მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ, ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცებისთანავე მომრიგებელთა საბჭო უფლებამოსილებას უწყვეტს მეურვეს, რომელიც გასამრჯელოს იღებს ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტანი პირი სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანს 5 000 ლარს, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ამ თანხიდან ანაზღაურდება საპროცესო ხარჯები და მეურვის გასამრჯელო. ყველა დანარჩენ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაუბრუნდება განმცხადებელს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 26-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით
დაადგინა :
1. დამტკიცდეს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შპს ”ჯორჯიან მეტექსის” მიმართ;
2. აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხოს სს ,,ბანკი ქართუს’’ მიერ 2012 წლის 09 ოქტომბერს გადახდილი 5 000 ლარი, რომელიც განთავსებულ იქნა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე სს. ბანკი ,,რესპუბლიკა’’ ბანკის BIC კოდი REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის #GE74 BR00 0001 0517 4634 83 ;
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან ან გადაცემიდან5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი