⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.07.2013)
გაუქმებულია:

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.06.2013
ძალის დაკარგვა 08.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №ინსპექტორ - კონტროლიორის მოვალეობა
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,526 სიტყვა · ~38 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.06.2013 მიღება
08.07.2013 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
საგუშაგო ტაბელი
წარმოადგენს დაწესებულებაში არსებულ საგუშაგოთა ჩამონათვალს, სადაც ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებულ ყველა დოკუმენტებისა და საგნების ჩამონათვალი და აღნიშნულია სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (6)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი
საგუშაგოების ნომერი და ყველა დოკუმენტისა და საგნების ჩამონათვალი, რაც გადაბარებას ექვემდებარება ინსპექტორ - კონტროლიორის მოვალეობა
N რიგზე რიგზე მსჯავრდე ბულის სახელი, გვარი, მამის სახელი
საგუშაგოზე მყოფი ინსპექტორ-კონტროლიორების გვარი, სახელი, მამის სახელი მორიგეობის დასაწყისი დრო
საკნები N ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა
მიღებული მოვიდა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება № 150 2013 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ    პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქცია თანდართული  სახით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრისოზარ სუბარი დანართი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში  სამართლებრივი რეჟიმის  განხორციელების ინსტრუქცია თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებში (შემდგომში – დაწესებულება) სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქცია (შემდგომში - ინსტრუქცია) აწესრიგებს   დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმისა და ზედამხედველობის განხორციელების  წესს. ამ ინსტრუქციის მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა დაწესებულების  სამართლებრივი რეჟიმის  განყოფილებისა და სამორიგეოს მოსამსახურეებისთვის. მუხლი 2🔗 ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საგუშაგო - დაწესებულების შენობის ან/და ტერიტორიის ნაწილი, საიდანაც ხორცილედება დასაცავი ობიექტის კონტროლი. ბ) დანაყოფი -  დაწესებულების  შენობის ერთი ან რამდენიმე ფლიგელი ან/და ერთი ან რამდენიმე სართული, სადაც განთავსებულია საკნები, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომები და საერთო საცხოვრებლები, ასევე ის ობიექტები, რომელთა დაცვაც დაევალება სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს.               გ) სამორიგეო ცვლა - უფროსი ინსპექტორის-ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებისა და სამორიგეოს მოსამსახურეთა შემადგენლობიდან ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელიც დაწესებულების დირექტორის  ბრძანების შესაბამისად დაწესებულებაში მორიგეობენ დადგენილი დროის განმავლობაში; დ) ტექნიკური დათვალიერება - საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის, საერთო საცხოვრებლისა და დაწესებულების ტერიტორიაზე სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების დათვალიერება მისი ტექნიკური გამართულობის თვალსაზრისით; ე) მაღალი რისკის მატარებელი ბრალდებული/მსჯავრდებული  - ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელიც აღრიცხვაზე იმყოფება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებაში, მიდრეკილება აქვს დაწესებულების დებულების სისტემატიური დარღვევისაკენ ან/და დანაშაულის ჩადენისკენ. ასევე განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას; ვ) საგუშაგო ტაბელი – წარმოადგენს დაწესებულებაში არსებულ საგუშაგოთა ჩამონათვალს, სადაც ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებულ ყველა დოკუმენტებისა და საგნების ჩამონათვალი და აღნიშნულია სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები. ზ) დაწესებულების ხელმძღვანელობა -  დაწესებულების დირექტორი, დაწესებულების დირექტორის მოადგილე. თავი II ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე კონტროლი და ზედამხედველობა მუხლი 3🔗 1. დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდბულთა დაცვა, ქცევაზე კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება  სამორიგეო ცვლის  მიერ, კერძოდ: ა) ორ ცვლად  - თითო ცვლა 12 საათი;  ბ) მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ერთ ცვლად - 24 საათი.  2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამომძიებელთან/პროკურორთან, ექიმთან, პაემანზე გაყვანა და სამართლებრივ რეჟიმთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება ხორციელდება სამორიგეო ცვლის მიერ. 3. სამორიგეო ცვლაში მოსამსახურეებისათვის დადგენილია  შემდეგი რაოდენობის სამუშაო და დასვენების დრო: ა) 12 სთ. სამუშაო დროის შემთხვევაში - 24 სთ. დასვენება; ბ) 24 სთ. სამუშაო დროის შემთხვევაში -  48 სთ. დასვენება. მუხლი 4🔗 1. დანაყოფების და საგუშაგოების  რაოდენობა და განლაგება მტკიცდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) თავმჯდომარესთან (შემდგომში - თავმჯდომარე) შეთანხმებით. 2. საგუშაგოს სახეებია: სადღეღამისო (24 საათიანი), ნახევრად სადღეღამისო (12 საათიანი), დღის/ღამის (8 საათიანი)  და დროებითი. 3. საგუშაგოებსა და დანაყოფებს ენიჭებათ პერსონალური ნომერი, რომელსაც ანიჭებს დაწესებულების დირექტორი. მუხლი 5🔗 1. საგუშაგო ტაბელში ნაჩვენები უნდა იყოს კონკრეტულად რა იმყოფება ამა თუ იმ საგუშაგოს დაცვის ქვეშ. 2. საგუშაგოს ტაბელი დგება სამ ეგზემპლარად (დანართი N1), რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება დეპარტმენტს, მეორე  ინახება დაწესებულების კანცელარიაში, ხოლო მესამე - დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებაში. მუხლი 6🔗 1. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები ნაწილდებიან დანაყოფების მიხედვით. მათი რაოდენობა განისაზღვრება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის მიხედვით   (თითოეულ დანაყოფში არაუმეტეს 150 ბრალდებული/მსჯავრდებული). 2. თითოეულ დანაყოფს დაწესებულების ტიპის მიხედვით ზედამხედველობს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში - სამორიგეო  ცვლაში არანაკლებ  2  და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, პატიმრობის და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში - სამორიგეო ცვლაში არანაკლებ 4 სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე.  მუხლი 7🔗 დაწესებულებაში უნდა შეიქმნას ყველა აუცილებელი პირობა, რათა აცილებული იქნეს დაწესებულების დებულების და დღის განრიგის დარღვევები, ამისათვის საჭიროა: ა) მტკიცე შინაგანი წესრიგი და დისციპლინის მაღალი დონე, როგორც დაწესებულების მოსამსახურეთა, ასევე დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  შორის; ბ) დაწესებულების ყველა განყოფილების ურთიერთქმედება და თავიანთი უფლებამოვალეობების განუხრელად შესრულება. მუხლი 8🔗 1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე ან/და ბრალდებული/მსჯავრდებული წარმოადგენს საფრთხეს გარშემომყოფთათვის, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია, კანონმდებლობის შესაბამისად, მოახდინოს მისი განცალკევებით მოთავსება არაუმეტეს 24 საათისა, დააწესოს მასზე მეთვალყურეობა და აღნიშნულის თაობაზე მოახსენოს დაწესებულების დირექტორს. 2. დაწესებულების დირექტორი, მოტივირებული პატაკის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული პირის იზოლაციის თაობაზე და აწესებს დროებით საგუშაგოს. 3. საგუშაგოზე მდგომი სამორიგეო ცვლის ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები  ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი არსებული ვითარების თაობაზე, აგრეთვე ყოველდღიურად ინფორმაცია  უნდა მიეწოდოს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს.   მუხლი 9🔗 ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად დადგენილია, რომ ბრალდებულები/მსჯავრდებულები ამზადებენ დანაშაულს, დაწესებულების დირექტორის, მისი მოადგილის ან სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის განკარგულებით დანაყოფებზე ან/და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნებთან, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებთან, საერთო საცხოვრებლებთან დაცვის და ზედამხედველობის გასაძლიერებლად შეიძლება შეიქმნას დამატებითი  საგუშაგოები. მუხლი 10🔗 სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები დაწესებულებაში განლაგდებიან საგუშაგოებზე. მუხლი 11🔗 საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ  ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. მუხლი 12🔗 დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით სამორიგეო ცვლის მიერ ღამის პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და წესების დაცვის შემოწმებას ახორციელებს დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირი.    მუხლი 13🔗 დაწესებულების დირექტორის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმების სისტემა ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ ყველა სამორიგეო ცვლა შემოწმებულ იქნეს არანაკლებ თვეში ოთხჯერ. მუხლი 14🔗 დაწესებულებაში შემუშავებული უნდა იქნეს შიდა დაცვის ოპერატიული გეგმა, რომელიც შეიცავს: ა) დაწესებულების ტერიტორიის გენერალურ გეგმას, სადაც აღინიშნება საგუშაგოების განლაგება, გამაფრთხილებელი სამეთვალყურეო ტექნიკის  სექტორები და საზღვრები. ბ)  დანაყოფების განლაგების გეგმა საგუშაგოების აღნიშვნით. გ) დაწესებულების მოსამსახურეთა სია, რომლებიც დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში ექვემდებარებიან სასწრაფოდ გამოცხადებას, მათ საკონტაქტო ინფორმაციას. დ) სამინისტროსა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა სია, რომლებიც დაწესებულებაში ვითარების გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა იქნენ ინფორმირებული.                              თავი III სამორიგეო ცვლის საორგანიზაციო წესები მუხლი 15🔗 1. დაწესებულების დირექტორის ბრძანებით სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს უფროსი ინსპექტორი - ოპერატიული მორიგე (შემდგომში სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი), რომელიც უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს და დაწესებულების დირექტორის მოადგილეებს. 2. სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ინსპექტორი - ოპერატიული მორიგის თანაშემწე (შემდგომში - სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის თანაშემწე). მუხლი 16🔗 1. ყველა სამორიგეო ცვლას დაწესებულების დირექტორის ბრძანებით ენიჭება მუდმივი ნომერი. 2. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილური უნდა იყოს. 3. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ამა თუ იმ სამორიგეო ცვლაში დანიშვნა ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მათი სახელებისა და გვარების მითითებით.  4. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. 5. სამორიგეო ცვლის მოსამსახურე ერთიდაიგივე საგუშაგოზე ინიშნება როტაციის პრინციპით, რის შემდგომ იგი იმავე სამორიგეო ცვლაში აუცილებლად გადაყვანილ უნდა იქნეს სხვა საგუშაგოზე. მუხლი 17🔗 1. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეების სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში  41 საათით და ერთი არანორმირებული სამუშაო დღით. 2. არანორმირებული სამუშაო დღის (24 საათი) გამოყენების შემთხვევაში მოსამსახურეს დამატებით ეძლევა დასვენება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. მუხლი 18🔗 სამორიგეო ცვლის დანიშვნა ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რომელიც   გაიცემა მორიგეობის წინა დღეს. მუხლი 19🔗 1. დაწესებულების დაცვის და ზედამხედველობის განხორციელების ბრძანებით სამორიგეო ცვლებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების მიზნით. 2. ამავე მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნულ ბრძანებაში აღინიშნება საკნები, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომები და საერთო საცხოვრებელი, სადაც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისთვის. მუხლი 20🔗 სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი: ა) პერსონალურად აგებს პასუხს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და სამსახურეობრივი დისციპლინის დაცვაზე; ბ) დაწესებულების დირექტორს მოახსენებს დისციპლინური დარღვევების შესახებ; გ) დაწესებულების დირექტორს მოახსენებს სამორიგეო ცვლის იმ მოსამსახურეთა შესახებ, რომლებიც სამსახურის პირნათლად შესრულების ან/და სიფხიზლისა და საზრიანობის გამოჩენისათვის იმსახურებენ წახალისებას; დ) ორგანიზებას უწევს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვას, მათ განცალკევებით მოთავსებას, დაწესებულების დებულების და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობას;  ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს, ინციდენტების პრევენციისათვის, წესრიგის აღდგენისა და უზრუნველყოფის მიზნით; ვ) დღის საათებში არანაკლებ ორჯერ და ღამის საათებში არანაკლებ სამჯერ ამოწმებს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას საგუშაგოებზე; ზ) უზრუნველყოფს ტექნიკური დაცვის მოწყობილობების და კავშირგაბმულობის მუშაობის, საკნების, საკნის ტიპის  საცხოვრებელ სადგომების და საერთო საცხოვრებლის კარების საკეტების, ცხაურების და სასაკნე მოწყობილობების შემოწმებას, იღებს ზომებს აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად; თ) აკონტროლებს დაწესებულების ტერიტორიაზე სამეურნეო ან სხვა საგნების შენახვას; ი) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებაში მიღებას და მათი  გაყვანისა და გადაყვანის შემთხვევაში ადგენს სათანადო აქტს და აბარებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო სამმართველოს წარმომადგენელს. ორგანიზებას უწევს მათი და მათი ნივთების სრულ შემოწმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; კ) ორგანიზებას უწევს სამედიცინო პერსონალის გამოძახებას ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან მათ გადაყვანას საექიმო-სამედიცინო  პუნქტში; ლ) „მოთხოვნის ბარათი გამოძახებზე“ საფუძველზე უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნებიდან, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებიდან და საერთო საცხოვრებლიდან გამოყვანას გამომძიებელთან, ადვოკატთან და ა.შ.; მ) სისტემატიურად ადევნებს თვალყურს  სამარტოო საკანში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში და ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის საკანში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 24 საათისა მოახსენებს დაწესებულების დირექტორს; ნ) ახორციელებს საკარანტინო საკნებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განაწილებას; ო) ღამის საათებში სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს ჩამოართმევს საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომების და საერთო საცხოვრებლის გასაღებს და ინახავს მათ რკინის სათანადოდ დალუქულ რკინის კარადაში. მუხლი 21🔗 სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი  ვალდებულია: ა) დანაშაულის მომზადების თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას, დაუყოვნებლივ  აცნობოს დაწესებულების დირექტორს, ხოლო თვითონ მიიღოს ზომები პრევენციის თაობაზე მისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) განახორციელოს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა მუშაობის სისტემატური კონტროლი; გ) მუდმივად იცოდეს დაწესებულებაში არსებული ოპერატიული ვითარება, სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს ინსტრუქტაჟის დროს მიაწოდოს შესაბამისი  ინფორმაცია და მისცეს დავალებები; დ) ზედამხედველობა გაუწიოს  დაწესებულების დღის განრიგის შესრულებას; ე) დაწესებულების ტერიტორიაზე ორგანიზება გაუწიოს დათვალირების, შემოწმების, პაემნების ჩატარებას. მუხლი 22🔗 სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს ეკრძალება: ა) სამორიგეო ცვლის მორიგეობიდან გაათავისუფლოს სამორიგეო ცვლის მოსამსახურე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა), თუ ადგილზე არ არის დაწესებულების ხელმძღვანელობა; ბ) ძილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს; გ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაწესებულების ტერიტორიის დატოვება; დ) დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული საგუშაგოების თვითნებურად შემცირება ან მათი განლაგების შეცვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამოწვეულია დაწესებულებაში ვითარების გართულებით (თავდასხმა, გაქცევა, სტიქიური უბედურება და სხვა). მუხლი 23🔗 თუ სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით არ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, იგი უფლებამოსილია დამატებით გამოიძახოს დაწესებულების მოსამსახურეები და  ამის თაობაზე მოახსენოს დაწესებულების დირექტორს. მუხლი 24🔗 დაწესებულების დირექტორის ან დაწესებულების დირექტორის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, კანონმდებლობით გათვალისწინებული უშიშროების ღონისძიების სახით  ბრალდებული/მსჯავრდებული მოათავსოს სამარტოო საკანში მათ მოსვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა, და აღნიშნული ზომების აღრიცხვა მოახდინოს ამისათვის განკუთვნილ სპეციალურ სამარტოო საკანში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვის ჟურნალში. მუხლი 25🔗  სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი აწარმოებს:     ა) დაწესებულებაში სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის მიერ მორიგეობის მიღებისა და ჩაბარების ჟურნალს (დანართი N4); ბ) სადღეღამისო ზედამხედველობის ჟურნალს; გ) გასული/შემოსული ტელეფონოგრამების ჟურნალს; დ) საგუშაგოს უწყისს. მუხლი 26🔗 სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელთან ინახება: ა) დაწესებულებიდან დროებით გასულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვის უწყისი; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სია, რომლებიც ექვემდებარებიან ერთმანეთისაგან იზოლირებას; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  მოძრაობის (შემოყვანა, გაყვანა, საკნის/საცხოვრებელი სადგომის შეცვლა) სადღეღამისო  ჟურნალი; დ) დაწესებულების დაცვის ოპერატიული გეგმა; ე) საკნებში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებელში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  განლაგების გეგმა; ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთი საკნიდან, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან და საერთო საცხოვრებლიდან მეორეში გადაადგილების სია; ზ) სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელ მსჯავრდებულთა სია; თ) ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის სარეგისტრაციო ჟურნალი (დანართი N2); ი) სამარტოო საკანში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვის ჟურნალი; კ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნის ბარათი. მუხლი 27🔗 სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს ჰყავს თანაშემწე, რომელიც უშუალოდ ემორჩილება სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს. ამ ინსტრუქციის 25-ე და 26-ე მუხლებში აღნიშნული დოკუმენტების წარმოება და მათი შენახვა სამორიგეო ცვლის ხელმძრვანელს  შეუძლია დაავალოს  მის თანაშემწეს და გააკონტროლოს იგი. მუხლი 28🔗 სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის თანაშემწე ვალდებულია: ა) შეამოწმოს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება საგუშაგოებზე და  შეტყობინების მიღებისას, აუცილებლობის შემთხვევაში  დაუყოვნებლივ გავიდეს იმ ადგილას, საიდანაც შემოვიდა   შეტყობინება; ბ) მიიღოს მის დაქვმდებარებაში მყოფ დანაყოფში განაწილებული ბრალებულები/მსჯავრდებულები და სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის მითითებით პირადი  მოხმარების საგნების მიწოდების შემდგომ, მოათავსოს ისინი საკნებში,საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებლებში; გ) გადაადგილების სიების თანახმად აწარმოოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთი საკნიდან, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან და საერთო საცხოვრებლიდან მეორეში გადაადგილება; დ) საკნის ბარათის მეშვეობით აწარმოოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვა და შემოწმება, (რომელშიც აღინიშნება ყველა ის ცვლილება, რაც ეხება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  ერთი საკნიდან, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან და საერთო საცხოვრებლიდან მეორეში გადაადგილებას, ჩამორთმეული ან გაცემული ნივთების საკითხებს); ე) გააკონტროლოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გასასეირნებლად და სანიტარულ-ჰიგიენურ დამუშავებაზე გაყვანა, დაწესებულების მოსამსახურეებთან ერთად ჩაატაროს საკნების,საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომების და საერთო საცხოვრებლების ტექნიკური დათვალიერება. მუხლი 29🔗 1. სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის თანაშემწეს ეკრძალება სამორიგეო ადგილის დატოვება სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის თანაშემწე აცნობებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს და მოქმედებს მისი მითითებით. მუხლი 30🔗 1. სამორიგეო ცვლაში დაწესებულების დირქტორის ბრძანებით ინიშნება სარეზერვო ჯგუფი და მისი უფროსი. 2. სარეზერვო ჯგუფის უფროსი ექვემდებარება  სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელსა და  სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის თანაშემწეს და  მოქმედებს მათი მითითებით. მუხლი 31🔗 სარეზერვო ჯგუფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს; ბ) იმყოფება დაწესებულების სამორიგეო ოთახში; გ) თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულების და დღის განრიგის შესრულებას; დ) მოახსენებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს და ინფორმაციას აწვდის  საექიმო-სამედიცინო პუნქტს იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ,  ვისაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება; ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გათავისუფლებისას ან სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას იბარებს მათზე რიცხულ ნივთებს და მოახსენებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს. მუხლი 32🔗 საგუშაგოზე მყოფი სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი უზრუნველყოფილი უნდა იყოს: ა) საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის და საერთო საცხოვრებელის გასაღებებით დღის საათებში; ბ) პირდაპირი კავშირით სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელთან; გ) ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით; დ) პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინვენტარით (სააფთიაქო ყუთი). მუხლი 33🔗 სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორების საგუშაგოებზე გადაყვანა, მათი შეცვლა და საგუშაგოებიდან მოხსნის უფლება აქვს მხოლოდ სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს ან სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის თანაშემწეს. მუხლი 34🔗 საგუშაგოზე მყოფმა სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორმა  უნდა შეამოწმოს საგუშაგოსა და დასაცავი ობიექტის  ინვენტარი (საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომისა და საერთო საცხოვრებლის  კარები, მათი საკეტები, განათება, სატელეფონო და სასიგნალიზაციო საშუალებები, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და სხვა.), და დარწმუნდნენ  მათ   გამართულობაში. შემოწმების შედეგების შესახებ უნდა შეადგინოს შესაბამისი ოქმი და წარუდგინოს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს ან მის თანაშემწეს. მუხლი 35🔗 საგუშაგოზე მყოფ სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორს   ეკრძალება: ა) საგუშაგოს დატოვება სამორიგეო ცვლის  ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე; ბ)  დაწესებულების სხვა მოსამსახურეების გარეშე საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის და საერთო საცხოვრებლის გაღება და მასში შესვლა; გ) ერთდროულად ორი ან მეტი საკნის გაღება დახურული ტიპის დაწესებულებაში; დ) საკვების გადასაცემი სარკმლის ღიად დატოვება; ე) საკნიდან/საკნის ტიპის საცხოვრებელი  სადგომიდან საკანში/ საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თვითნებურად გადაყვანა; ვ) საგუშაგოზე ძილი; ზ) პრესისა და ლიტერატურის კითხვა; თ) ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის  რაიმე ნივთის გამორთმევა ან/და შენახვა; ი) ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან არასამსახურებრივი  ურთიერთობების დამყარება; კ) საკნებში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებელში საკვების და წყლის დარიგება, გაზეთების, წიგნების და ჟურნალების გადაცემა და სხვა ქმედების განხორციელება  ხელმძღვანელობის მითითების გარეშე.  მუხლი 36🔗 საგუშაგოზე მყოფი სამორიგეო ცვლის ინსპექტორ -კონტროლიორი  ვალდებულია: ა) მიიღოს ზომები რათა თავიდან აიცილოს საკნებიდან, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან და საერთო საცხოვრებლიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაუგეგმავი გამოსვლა და აღკვეთოს მათი სხვა კანონსაწინააღმდეგო  ქმედებები; ბ) თვალყური ადევნოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების შესრულებას და მათი მოთხოვნების  დარღვევისას დაუყოვნებლივ აცნობოს დანაყოფის ინსპექტორს (ხელმძღვანელს); გ) საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარების გაღების წინ, სათვალთვალო ღიობის მეშვეობით დარწმუნდეს საკანში/ საკნის ტიპის საცხოვრებელის სადგომში შესვლის უსაფრთხოებაზე; დ) საკნიდან,საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან და საერთო საცხოვრებლიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოყვანისას (გასასეირნებლად, სააბაზანოში და ა.შ.) აწარმოოს  მათი აღრიცხვა; ე) არ დაუშვას სხვადასხვა საკნებში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებელში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთმანეთთან კონტაქტი პატიმრობის და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულებაში ღამის საათებში დღის განრიგით დადგენილი წესით; ვ) ბრალდებულის/მსაჯვრდებულის მიერ გამოძახების  შემთხვევაში დაუყოვნებლივ  მოახდინოს რეაგირება. ზ) დღის განრიგით დადგენილი ძილის საათების  მიხედვით უზრუნველყოს შუქების გამორთვა. თ) ფხიზლად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობანი. ი) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში გასცეს საგანგაშო სიგნალი და მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. კ) სხვა საგუშაგოზე თავდასხმის შემთხვევაში გასცეს საგანგაშო სიგნალი და საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს თავდასხმის მოგერიებაში. ლ) ხანძრის კერის აღმოჩენის შემთხვევაში გასცეს საგანგაშო სიგნალი, შეატყობინოს დაწესებულების ხელმძღვანელობას და მიიღოს ზომები მის ჩასაქრობად, იმ შემთხვევაში თუ ეს ქმედება მისი სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მუხლი 37🔗 1. საკნებში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობას სამორიგეო ცვლის ინსპექტორ - კონტროლიორი აწარმოებს  სათვალთვალო ღიობიდან. 2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ, დაწესებულების დებულებითა და დღის განრიგით დადგენილი წესების დარღვევისას სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარების სარკმელიდან აფრთხილებს მათ და მოითხოვს წესრიგის დაცვას, ხოლო მათი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ატყობინებს ხელმძღვანელს. მუხლი 38🔗 ბრალდებულების/მსჯავრდებულების საკნიდან, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან და საერთო საცხოვრებლიდან გაყვანისას (გასეირნება, პაემანი და ა.შ.) სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი  ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, გამცილებელს აბარებს რაოდენობითა და სახელობით და ასევე იღებს რაოდენობითა და სახელობით. მუხლი 39🔗 სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორს საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის და საერთო საცხოვრებლის  გასაღებები დღის განმავლობაში თან უნდა ჰქონდეს.  დაუშვებელია გასაღებების კარებში დატოვება. მუხლი 40🔗 იმ შემთხვევაში თუ  ბრალდებული/მსჯავრდებული მიმართავს სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორს ზეპირი მოთხოვით ან საჩივრით, სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი ამის თაობაზე აცნობებს  დაწესულების ხელმძღვანელობას. მუხლი 41🔗 საკნებთან, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომთან და საერთო  საცხოვრებელთან დაწესებულების ტერიტორიაზე ნაპოვნ ბარათებს, საგნებსა და წერილებს სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი დაუყოვნებლივ გადასცემს დანაყოფის ინსპექტორს. მუხლი 42🔗 საკანში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში, საერთო საცხოვრებელში ან დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენისას ან  მისი მცდელობისას, ასევე უწესრიგობის შემთხვევაში (ჩხუბი, დაუმორჩილებლობა ან სხვა საეჭვო მოქმედება) ინსპექტორ-კონტროლიორი, საგუშაგოს დატოვების გარეშე, ამის თაობაზე აცნობებს დანაყოფის ინსპექტორს და სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს და მოქმედებს მათი მითითების შესაბამისად. მუხლი 43🔗  ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში  სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი დამატებით ვალდებულია: ხელი შეუწყოს  დღის განრიგისა და სამკურნალო რეჟიმის განხორციელებას და ჰქონდეს ინფორმაცია  ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფიზიკური  შესაძლებლობების შესახებ. მუხლი  44🔗 1. თვითმკვლელობის/თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის/თვითდაზიანების მცდელობის შემთხვევაში სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი  დაუყოვნებლივ ატყობინებს დანაყოფის ინსპექტორსა და სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს.  2. ამავე მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული მდგომარეობისას საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში, სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორს  საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარების სარკმელიდან მოუწოდებს და აძლევს ინსტრუქციას საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ დაუშვან თვითმკვლელობა/თვითდაზიანება ან თვითმკვლელობის/თვითდაზიანების მცდელობა ან დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულს. სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი  დანაყოფში მყოფ დაწესებულების სხვა მოსამსახურეებთან ერთად იღებს ზომებს დაზარალებულის გადასარჩენად.  მუხლი 45🔗 საჭიროების  შემთხვევაში, სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორს საგუშაგოზე ცვლის სარეზერვო ჯგუფის ერთ-ერთი ინსპექტორ-კონტროლიორი. მუხლი 46🔗 1. სამედიცინო პერსონალის მიერ საკნების/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის შემოვლისას და შემოწმებისას, მათ თან უნდა ახლდეს სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი.   2. საგუშაგოზე მყოფ სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორს  სამედიცინო პერსონალთან ერთად საკანში/საცხოვრებელ სადგომში შესვლა ეკრძალება. მუხლი 47🔗 1. საკნის/ საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარების გაღებამდე სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი, საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის სარკმლიდან მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ჩამწკრივდნენ საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარებიდან არანაკლებ ორი მეტრის დაშორებით კარების მოპირდაპირე კედელთან.  2. კარების გაღების შემდეგ სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი  დგება შესასვლელში და თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევას და საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში გარედან კეტავს საკანში/ საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში შესასვლელ კარებს. 3. საკნის/ საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარების გაღებას უნდა ესწრებოდეს დაწესებულების არანაკლებ სამი მოსამსახურე, ხოლო ღამის საათებში ოთხი მოსამსახურე. მუხლი 48🔗 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვა საკანში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში ან საერთო საცხოვრებელში გადაყვანის შემთხვევაში, გადაადგილების ხასიათიდან გამომდინარე, ბრალდებულები/მსჯავრდებულები საკნიდან, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან და საერთო საცხოვრებლიდან გამოჰყავთ თითო-თითო, ჯგუფურად დაყოფილი ან მთლიანი შემადგენლობით, გადაადგილების სიის საფუძველზე, შესაბამისი დანაყოფის ინსპექტორის თანდასწრებით. მუხლი 49🔗 დანაყოფში მდებარე დაწესებულების  საექიმო-სამედიცინო პუნქტში დაწესებულების ექიმთან მიღებაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოყვანა ხორციელდება სარეზერვო ჯგუფის ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ. მუხლი 50🔗 დაწესებულების ექიმთან ამბულატორიულ მიღებაზე, სანიტარიულ-ჰიგიენურ დამუშავებაზე და გასასეირნებლად გამოყვანისას, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ატყობინებენ გამოყვანის მიზეზს. მუხლი 51🔗 საგუშაგოზე უცხო პირების გამოჩენისას, რომლებიც არ არიან უფლებამოსილნი იმყოფებოდნენ საგუშაგოზე, სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორს შეაჩერებს მათ და ატყობინებს თავის უშუალო ხელმძღვანელს. მუხლი 52🔗 საექიმო-სამედიცინო პუნქტში სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი, დაწესებულების დირექტორის, მისი მოადგილის, სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის და სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის თანაშემწის ბრძანების გარდა, ვალდებულია შეასრულოს სამედიცინო პერსონალის მითითებები, რომლებიც ეხება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაადგილებას სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით. თავი IV სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა და სარეზერვო ჯგუფის მუშაობის ორგანიზების წესები მუხლი 53🔗  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა რიცხობრივი შემადგენლობა ყველა სამორიგეო ცვლაში განისაზღვრება დღე-ღამის განმავლობაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის გათვალისწინებით. მუხლი 54🔗 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა  ჯგუფს ხელმძღვანელობს  ჯგუფის უფროსი, რომელსაც ნიშნავს დაწესებულების დირექტორი. მუხლი 55🔗 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა  ჯგუფი ახორციელებს იგივე უფლება-მოვალეობებს, რასაც სამორიგეო ცვლის  მოსამსახურეები. მუხლი 56🔗 საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ინსპექტორ-კონტროლიოები შეიძლება გამოყენებულნი იქნენ სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში. მუხლი 57🔗 სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა)  შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ  სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს; ბ) სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის ან მისი თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომების და საერთო საცხოვრებლების დათვალიერებაში. გ) განახორციელონ ხელმძღვანელობის სხვა მითითებები. მუხლი 58🔗 განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში (საგანგებო მდგომარეობა, დაუმორჩილებლობა, სტიქიური უბედურება და ა.შ.) დაცვის გაძლიერების მიზნით, დაწესებულების მოსამსახურეთა შემადგენლობიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი. ამ ჯგუფის შემადგენლობა,  მოქმედების ვადა, შეცვლის წესები და სხვა მითითებები აღინიშნება დაწესებულების დირექტორის შესაბამის ბრძანებაში. თავი V სამორიგეო ცვლის მიღება-ჩაბარების წესი მუხლი 59🔗 სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი და მისი თანაშემწე სამორიგეო ცვლაში გასვლამდე 30 წუთით ადრე გადიან სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად და ეცნობიან წინა მორიგეობის დროს არსებულ ოპერატიულ ვითარებას. ამის შემდეგ სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელთან ერთად სარეზერვო ჯგუფის უფროსი შეუდგება სამორიგეო ცვლის მომზადებას განაწილებისთვის. მუხლი 60🔗 სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა შემადგენლობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად სამსახურში ცხადდება დროულად, ფორმაში ჩაცმული და მოწესრიგებული. მუხლი 61🔗  სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა შემადგენლობის მომზადება ხორციელდება შემდეგი წესებით: ა) სამორიგეო ცვლის შემადგენლობა მოეწყობა, მიეცემა ინსტრუქტაჟი, ინსტრუქტაჟის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წინა მორიგეობის დროს არსებულ ოპერატიულ და საერთო ვითარებას და მოხდება ვიზუალური დათვალიერება, რომელსაც ახორციელებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი დანაყოფის ინსპექტორთან  ერთად. ბ) შემოწმდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა რაოდენობა, გაირკვევა ვინ რა მიზეზის გამო არ გამოცხადდა  სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. მუხლი 62🔗 სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი პატაკის სახით მოახსენებს დაწესებულების დირექტორს სამორიგეო ცვლის მზადყოფნაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, ასევე იმ პიროვნებებზე, რომლებიც დაუდგენელი მიზეზების გამო არ გამოცხადდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.     მუხლი 63🔗 1. სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი, იღებს ზომებს იმ  მოსამსახურეთა შესაცვლელად რომლებიც არ  გამოცხადდნენ სამსასურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად, ამოწმებს სამორიგეო ცვლის  შემადგენლობის მიერ თავიანთი მოვალეობის ცოდნას, საჭიროების შემთხვევაში განუმარტავს მათ ამის შესახებ. 2. ჩატარებული ინსტრუქტაჟი უნდა იყოს კონკრეტული და მიზანმიმართული იმ პრობლემების გათვალისწინებით რასაც ადგილი ჰქონდა წინა მორიგეობის დროს. მუხლი 64🔗 ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ დახურული ტიპის დაწესებულებაში სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი მითითებას აძლევს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს, დამოუკიდებლად გავიდნენ მითითებულ საგუშაგოებზე, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები საგუშაგოებზე უნდა განაწილდნენ დანაყოფის ინსპექტორის მითითებით. მუხლი 65🔗 საგუშაგოების  მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე  30 წუთით ადრე, უნდა შეწყდეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა. თავი VI საგუშაგოების მიღება-ჩაბარების წესი მუხლი 66🔗 ახალი სამორიგეო ცვლის დანაყოფის ინსპექტორი მის დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა განწესთან ერთად სამსახურის ადგილზე გამოცხადებისას ატყობინებს წინა სამორიგეო ცვლის  დანაყოფის ინსპექტორს  საგუშაგოების მიღების მზადყოფნაზე.          მუხლი 67🔗 1. დანაყოფის ინსპექტორს წინა და ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები გაჰყავს საგუშაგოებზე და უბრძანებს მათ საგუშაგოს მიღება-ჩაბარებას. 2. საგუშაგოს მიღების შემდეგ ახალი სამორიგეო ცვლის დანაყოფის ინსპექტორი აძლევს თავისი ცვლის ზედამხედველს საგუშაგო უწყისს (დანართი N3). მუხლი 68🔗 საგუშაგოს მიღება-ჩაბარება სამორიგეო ცვლის ინსპექტორებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ იწყება საკნებში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებლებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რიცხობრივი, ვიზუალური გადათვლით და საგუშაგო უწყისში ამ შედეგების აღრიცხვით. მუხლი 69🔗 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღება-ჩაბარების შემდეგ, ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი ხელს აწერს წინა სამორიგეო ცვლის საგუშაგოს უწყისს, მისგან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღების თაობაზე. 2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღების შემდეგ ტარდება, სიგნალიზაციის, კავშირგაბმულობის, საკეტების, ინვენტარის,  სათვალთვალო ღიობის და ხანძარსაწინაარმდეგო საშუალებების შემოწმება და მიღება. მუხლი 70🔗 1.  აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს საგუშაგო უწყისში და ამის თაობაზე ახსენებს მის უშუალო უფროსს. 2. წინა სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი აბარებს ახალი სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს  საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის და საერთო საცხოვრებლის  გასაღებებს, რის შემდეგაც ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ, საგუშაგო მიღებულად ითვლება. მუხლი 71🔗 ახალი და წინა სამორიგეო ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ საგუშაგოს მიღება-ჩაბარების შემდეგ ისინი მოახსენებენ დანაყოფის ინსპექტორს, რის შემდეგაც დანაყოფის წინა და ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორები ხელს აწერენ სამორიგეო ცვლის მიღება-ჩაბარებაზე დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. ამ მომენტიდან ახალი ცვლის მიერ მორიგეობა მიღებულად ითვლება. მუხლი 72🔗 საგუშაგოს ჩაბარების შემდეგ წინა სამორიგეო ცვლის  მოსამსახურეები აბარებენ თავიანთ ხელმძღვანელებს საგუშაგო უწყისებს და სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის თანაშემწის ნებართვის შემდეგ თავისუფლდებიან სამორიგეო ცვლის შემადგენლობიდან. მუხლი 73🔗  ინსპექტორ-კონტროლიორთა მიერ საგუშაგოების მიღება-ჩაბარების და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემოწმების შემდეგ, მორიგეობის მიღება-ჩაბარებას ახორციელებენ დანაყოფის ინსპექტორები შემდეგი წესებით: ა) დანაყოფის ახალი და წინა სამორიგეო ცვლის ინსპექტორები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რიცხობრივი  და ვიზუალური შემოწმების შედეგებს ადარებენ საკნებში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებელში განლაგებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რიცხობრივ და ვიზუალურ მონაცემებს და შედეგებს ასახავენ  დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში; ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო (გამომძიებელთან გამოძახება, ადვოკატთან, პაემნის, სასამართლოზე პროცესზე გადაყვანა და ა.შ.) ბრალდებულები/მსჯავრდებულები არ ესწრებიან შემოწმებას, მათ არყოფნის მიზეზებს ასახავენ დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში; გ) დანაყოფის წინა ცვლის ინსპექტორი გადასცემს ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორს, გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე გამოძახებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოთხოვნის ბარათი გამოძახებაზე;  დ) მორიგეობის მიღება-ჩაბარების დროს საგუშაგოზე და მთლიანად დანაყოფში აღმოჩენილი ყველა ხარვეზი აისახება  დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში; ე) დანაყოფის ახალი სამორიგეო ცვლის ინსპექტორს  გადაეცემა დოკუმენტაცია, საკნებში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებელში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კარტოთეკა და დანაყოფში შესასვლელი კარების გასაღებები. მუხლი 74🔗  თუ მორიგეობის მიღება-ჩაბარების მომენტში რომელიმე ბრალდებული/მსჯავრდებული არ იმყოფება კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებების გამო ადგილზე, ამის შესახებ ხსენდება სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელს და აღინიშნება დანაყოფის მიღება-ჩაბარების ჟურნალში. მუხლი 75🔗 1. ახალი სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი, მოსამსახურეთა  სამორიგეო ცვლაში  განაწილების შემდეგ ბრუნდება სამორიგეო ოთახში და შეუდგება მორიგეობის მიღებას. 2. შემოწმების ცნობის საფუძველზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რიცხობრივ მონაცემებს აღრიცხავს და აჯამებს მათ საერთო რაოდენობას. მუხლი 76🔗 თუ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა ემთხვევა დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობას, ახალი და წინა სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში მიღება-ჩაბარებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დათვლილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა არ ემთხვევა მონაცემებს, ახალი და წინა სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ამის შესახებ დაუყოვნებლივ მოახსენონ დაწესებულების დირექტორს და შეუდგნენ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განმეორებით გადათვლას. მუხლი 77🔗 სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი იბარებს : ა) კავშირგაბმულობის საშუალებებს; ბ) გასაღებებს; გ) ამავე ინსტრუქციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს; დ) ხელბორკილებს, დამამშვიდებელ პერანგებს და სხვა სპეციალურ საშუალებებს; მუხლი 78🔗 სამორიგეო ცვლის ჟურნალში აუცილებელი ჩანაწერების შემდეგ ახალი და წინა სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელები მოახსენებენ დაწესებულების დირექტორს ან მის მოადგილეს ყველა იმ ხარვეზების შესახებ, რომლებიც აღმოჩენილ იქნა სამორიგეო ცვლის მიღება-ჩაბარების დროს. მუხლი 79🔗 სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი დაწესებულებაში  სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის მიერ მორიგეობის მიღებისა და ჩაბარების ჟურნალში (დანართი N5) აკეთებს  შემდეგ ჩანაწერებს: ა) სამორიგეო ცვლის მიღება-ჩაბარების შესახებ; ბ) სამორიგეო ცვლის მიღება-ჩაბარების დროს აღმოჩენილი ხარვეზების და მათი აღმოფხვრისთვის მიღებული ზომების შესახებ; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღება-ჩაბარების  შესახებ; დ) სპეციალური საშუალებების, ხელბორკილების, დამამშვიდებელი პერანგების და გასაღებების მიღება-ჩაბარების შესახებ; ე) სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელისა და მისი თანაშემწის მიერ დანაყოფების  შემოწმების შესახებ; ვ) სამორიგეო ცვლაში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად არგამოცხადებულ მოსამსახურეთა აღრიცხვის შესახებ; ზ) დამატებითი საგუშაგოების გამოყოფის შესახებ; თ) დაწესებულებაში ახლად მიღებულ და გასულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის აღრიცხვის შესახებ. მუხლი 80🔗 დანაყოფის ინსპექტორის მიერ მორიგეობის მიღებისა და ჩაბარების ჟურნალში კეთდება შემდეგი ჩანაწერები: ა) დანაყოფის მორიგეობის მიღება-ჩაბარების შესახებ; ბ) მორიგეობის მიღება-ჩაბარების დროს  აღმოჩენილი ხარვეზების და  მათ აღმოსაფხვრელად მიღებული ზომების შესახებ; გ) დანაყოფში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რიცხობრივი და ვიზუალური შემოწმების შესახებ; დ) დანაყოფში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თვითმკვლელობის/თვითდაზიანების მცდელობის შესახებ;   ე)  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოყვანის გრაფიკის შესრულების შესახებ; ვ) საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომების და საერთო საცხოვრებლის ტექნიკური დათვალიერების ჩატარების და მათი შედეგების შესახებ; მუხლი 81🔗 სამორიგეო ცვლის და  დანაყოფის მიღება-ჩაბარების ჟურნალები იკინძება, ილუქება და ინახება. ყოველ ჟურნალს ეძლევა თავისი რიგითი ნომერი და მთლიანად შევსების შემდეგ ინახება დაწესებულების არქივში.  თავი VII დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების წესები მუხლი 82🔗 1. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ნაწილდებიან  ხელმძღვანელობის მითითების შესაბამისად.  2. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის  შესრულება დასაწყისი და დასასრული, შესვენების დრო და მისი ხანგრძლივობა, თითოეული მოსამსახურის ან ჯგუფის ურთიერთშეცვლა განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ. 3. თუ რაიმე სამუშაოს შესრულებისათვის გამოყოფილია ორი ან ორზე მეტი დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე, მათი შემადგენლობიდან ინიშნება ჯგუფის უფროსი. მუხლი 83🔗 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეები: ა) ამოწმებენ დაწესებულებაში შემოსულ ამანათებს და გადასცემენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს. აგრეთვე ამოწმებენ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ გასაგზავნ ამანათებს. ბ) ახორციელებენ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ხანმოკლე, ხანგრძლივ, საოჯახო და ვიდეო პაემანზე/შეხვედრაზე გაყვანას და მის ზედამხედველობას. მუხლი 84🔗 პაემნის/შეხვედრის ჩატარებაზე პასუხისმგებელი დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე  ვალდებულია: ა) შეამოწმოს პაემანზე/შეხვედრაზე მოსულ პირთა საშვი, უზრუნველყოს პაემნის ჩატარების წესის დაცვა; ბ) განუმარტოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს და პაემანზე/შეხვედრაზე მოსულ პირებს პაემნის ჩატარების წესი; გ) პაემანზე/შეხვედრაზე დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში შეწყვიტოს პაემანი/შეხვედრა და აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს. მუხლი 85🔗 ბრალდებულის/მსჯავრდებულის პაემანზე/შეხვედრაზე გაყვანაზე პასუხისმგებელი დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია განახორციელოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა პაემნის/შეხვედრის ოთახში და დაიცვას უსაფრთხოების წესები. მუხლი 86🔗 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გასეირნებაზე პასუხისმგებელი დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გასეირნება ჩაატარონ  დაწესებულების დირექტორის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად; ბ) გასასეირნებლად გამოყვანის წინ, გასასეირნებელ ადგილზე შეამოწმონ  გამყოფი ზღუდის მთლიანობა, აკრძალული ნივთების არსებობა სხვადასხვა მიმანიშნებელი წარწერები და ა.შ; გ) გასეირნების დროს თვალყური ადევნონ, რომ  ბრალდებულები/მსჯავრდებულები ჩაცმული  იყვნენ სეზონის  შესაბამისად  და  მათ შესაძლებელია,  თან იქონიონ სიგარეტი და ასანთი; დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გასასეირნებელ ეზოში გაყვანა და უკან დაბრუნება განახორციელონ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, რა დროსაც დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეთა ერთი ნაწილი ან ერთ-ერთი მოსამსახურე სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან აწარმოებს გასასეირნებელ ეზოში მყოფ ბრალდებულეთა/მსჯავრდებულთა განუწყვეტელ მეთვალყურეობას, ხოლო მოსამსახურეთა მეორე ნაწილი ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნიდან,საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომიდან ან საერთო საცხოვრებლიდან გასასეირნებელ ეზოში გამოყვანას და გასეირნების დამთავრების შემდეგ საკნებში,საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში და საერთო საცხოვრებელში დაბრუნებას. ე) უზრუნველყონ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ გადაადგილების წესების დაცვა დაწესებულების ტერიტორიაზე არ დატოვონ ისინი ზედამხედველის გარეშე, როგორც გასასეირნებლად გამოყვანისას , ასევე უკან დაბრუნებისას. ვ) სეირნობის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება არ მისცენ  იხმაუროს და გააკეთონ წარწერები სასეირნო ტერიტორიის  კედლებზე; ზ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს გასასეირნებლად გაყვანის/დაბრუნების დროს არ მისცენ სხვა პირებთან ურთიერთობის ან მათთვის რაიმე ნივთის გადაცემის/მიღების საშუალება. თ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების გასეირნების დასრულების შემდეგ ჩაატარონ გასასეირნებელი ეზოების შემოწმება, დათვალიერება და აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ უშუალო ხელმძღვანელს. მუხლი 87🔗 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სანიტარიულ-ჰიგიენურ დამუშავებაზე გამოყვანისთვის გამოიყოფა მოსამსახურეთა მუდმივი ან დროებითი ჯგუფი. 2. ჯგუფის დანიშვნა ხორციელდება მხოლოდ სანიტარიული დამუშავების დღეებში, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას სანიტარიულ-ჰიგიენური დამუშავების ადგილზე, უკან დაბრუნებას და მასზე ზედამხედველობას. 3. სანიტარული დამუშავების ჩატარების დროს, ბრალდებულ/მსჯავრდებულთა სანიტარიულ-ჰიგიენურ დამუშავებაზე გამოყვანა ან მათზე ზედამხედველობა ეკისრებათ იმავე სქესის მოსამსახურეებს. მუხლი 88🔗 მოსამსახურეები რომლებიც ახორციელებენ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  სანიტარიულ-ჰიგიენურ დამუშავებაზე გამოყვანას, ასრულებენ საექიმო-სამედიცინო პუნქტის პერსონალის მითითებებს. თავი VIII საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებისა და საერთო საცხოვრებლის  დათვალიერება მუხლი 89🔗 საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებისა და საერთო საცხოვრებლის ტექნიკური დათვალიერება ხორციელდება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების  მოსამსახურეებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი. ცალკეულ შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებისა და საერთო საცხოვრებლის   რიგგარეშე დათვალიერება დაავალოს როგორც დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების, ასევე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებს. მუხლი 90🔗 საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებისა და საერთო საცხოვრებლის ტექნიკური დათვალიერება ხორციელდება დღეში არანაკლებ ერთხელ, როდესაც იქ ბრალდებულები/მსჯავრდებულები  არ იმყოფებიან. მუხლი 91🔗 საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებისა და საერთო საცხოვრებლის  ტექნიკური დათვალიერებისას უნდა შემოწმდეს ფანჯრები, ჭერი, იატაკი, კედლები, საწოლი ადგილები, მაგიდები, სკამები, პირსაბანები, აგრეთვე სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობები და წყალსადენი მილები. მუხლი 92🔗 სამორიგეო ცვლის მოსამსახურეების მიერ, არანაკლებ კვირაში ერთხელ დადგენილი გრაფიკის მიხედვით ტარდება საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებისა და საერთო საცხოვრებლის  საკონტროლო-ტექნიკური შემოწმება-დათვალიერება, ამ ღონისძიების ჩატარებისთვის სამორიგეო ცვლის შემადგენლობისთვის დახმარების მიზნით გამოიყოფა სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეთა შემადგენლობა. მუხლი 93🔗  აკრძალული ნივთების და საგნების აღმოჩენის მიზნით, არანაკლებ თვეში ორჯერ დაწესებულების დირექტორის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით ტარდება საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებისა და საერთო საცხოვრებლის   დათვალიერება. მუხლი 94🔗  საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომების და საერთო საცხოვრებლის  დათვალიერება უნდა მოხდეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების მკაცრი დაცვით, რაც უნდა უზრუნველყოს დათვალიერების ჯგუფის უფროსმა. მუხლი 95🔗 საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომისა და საერთო საცხოვრებლის  დათვალიერების დროს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები  უნდა განაწილდნენ თითოეულ ობიექტზე და მათი მუშაობა უნდა კონტროლდებოდეს დათვალიერების ჯგუფის უფროსის მიერ. მუხლი 96🔗 საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომისა და საერთო საცხოვრებლის  დათვალიერების დროს შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარკე, ხის ჩაქუჩი და სხვა ტექნიკური საშუალებები. მუხლი 97🔗 საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომების და საერთო საცხოვრებლის დათვალიერების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: დათვალიერების ჯგუფის უფროსი განუმარტავს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეს მისვლის მიზანს, სამორიგეო ცვლის მოსამსახურე  ვალდებულია მოახსენოს მას არსებული ვითარება, არის თუ არა უსაფრთხო საკნის/საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის გაღება. დადებით შემთხვევაში სამორიგეო ცვლის მოსამსახურე  სარკმლიდან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს აძლევს მითითებას დაიხიონ ორი მეტრით უკან, რისი შესრულების შემდეგ აღებს საკნის/ საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომის კარებს. ამის შემდეგ დათვალიერების ჯგუფის უფროსი აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოყვანას და მათ დათვალიერებას სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, რის შემდეგ მათ ტოვებს ზედამხედველობის ქვეშ და იწყებს საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომისა და საერთო საცხოვრებლის  დათვალიერებას. მუხლი 98🔗 საკნის, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომისა და საერთო საცხოვრებლის დათვალიერების დროს უნდა დაესწროს ერთი ბრალდებული/მსჯავრდებული. მუხლი 99🔗 1. დათვალიერების განმახორციელებელი ჯგუფის წევრები პატივისცემით და სიფრთხილით უნდა მოექცნენ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების ადგილებში არსებულ ნივთებს, განსაკუთრებთ რელიგიურ ნივთებს. 2. ჩატარებულ დათვალიერებაზე უნდა შედგეს ოქმი. მუხლი 100🔗 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებისა და საერთო საცხოვრებლის არაგეგმიური და გეგმიური დათვალიერება ტარდება დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით. 2. დათვალიერების შედეგები აისახება ოქმში  და მოხსენდება დაწესებულების  სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს, რომელიც თავის მხრივ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებს აცნობებს დაწესებულების ხელმძღვანელობას. მუხლი 101🔗 საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომებში საერთო საცხოვრებელში და  რაიმე ხარვეზის ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი ერთად იღებენ ზომებს  მათ აღმოსაფხვრელად. თავი IX მსჯავრდებულთა სამეურნეო სამუშაოზე გაყვანის წესი მუხლი 102🔗 სამეურნეო სამუშაოებზე გაყვანილი მსჯავრდებულები, დაწესებულების  ტერიტორიაზე იმყოფებიან ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც ხორციელდება შემდეგი წესების მიხედვით: ა) ერთ ადგილზე კომპაქტურად მომუშავე მსჯავრდებულთა არსებობისას, კონტროლი ხორციელდება სამუშაო ობიექტებთან ახლოს არსებულ საგუშაგოზე მყოფი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეების მიერ; ბ) დაწესებულების ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილებზე მომუშავე მსჯავრდებულთა არსებობისას კი, სამორიგეო ცვლის მოსამსახურეების პატრულირების გზით. მუხლი 103🔗 მსჯავრდებულთა მიერ სამუშაოს შესრულების დროს სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები  ვალდებულები არიან: ა) უზრუნველყონ მსჯავრდებულთა ნორმალური მუშაობა და არ დაუშვან მათი თვითნებური ქმედებები; ბ) არ დაუშვან  მსჯავრდებულთა და სხვა პირთა კავშირების დამყარების მცდელობები; გ) მოახსენონ უშუალო უფროსს მსჯავრდებულთა მიერ დაშვებული საეჭვო მოქმედებებისა და დაწესებულების დებულების ან დღის განრიგის  დარღვევების შესახებ; დ) სამუშაოს დასრულების შემდეგ ჩაატარონ  მსჯავრდებულთა შესაბამისი შემოწმება. მუხლი 104🔗 სამუშაოების შესრულებისთვის მსჯავრდებულებზე დროებით სარგებლობაში გადასაცემი ხელსაწყოები იმყოფება სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ და ინახება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსოებში. მუხლი 105🔗 საკვები ბლოკის ხელსაწყოებს (დანა, ნაჯახი, საფხეკი და ა.შ.) უკეთდება მარკირება და აღირიცხება ნუსხით, რომლის ერთი ეგზემპლიარი ინახება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის  განყოფილებაში, ხოლო მეორე ეგზემპლიარი დაწესებულების სამორიგეოში. მუხლი 106🔗 სამუშაოების დამთავრების შემდეგ ხელსაწყოები ნუსხასთან შედარების შემდეგ ჩაიკეტება სპეციალურ კარადაში. მუხლი 107🔗 ასეთივე წესებით ხორციელდება საწარმოო  ხელსაწყოების მიღება-ჩაბარება, აღრიცხვა და შენახვა. მუხლი 108🔗 სამუშაოზე გადმოყვანისას მსჯავრდებულებს, სამუშაოს მწარმოებლის თანდასწრებით გადაეცემათ ხელსაწყოები, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ბარდება სამუშაოთა მწარმოებელს, სპეციალურად გამოყოფილ და გასაღებით ჩაკეტილ ოთახში. მუხლი 109🔗 1. აკრძალულია დაწესებულების ტერიტორიაზე კიბეების, ნაჯახის, თოკების, ფიცრების ყუთების, ასევე სხვა ხელსაწყოების და სამშენებლო მასალების დატოვება. 2. აღნიშნული საგნები სამუშაოთა დამთავრების შემდეგ უნდა ინახებოდეს გასაღებით ჩაკეტილ სადგომებში ან საწყობებში. თავი X ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემოწმების ჩატარების წესები მუხლი 110🔗 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული. მუხლი 111🔗 1. არასრული შემოწმება ტარდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტოგრაფირებისთვის, დაქტილოსკოპირებისთვის, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენის შემდეგ, ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრამდე, სხვა საკანში/საცხოვრებელ სადგომში გადაყვანისას და სხვა შემთხვევებში. 2. არასრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება და დათვალიერება, მისი გახდის გარეშე. მუხლი 112🔗 არასრული შემოწმებისას აკრძალული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების ამოღების თაობაზე დგება აქტი. მუხლი 113🔗  სრულ შემოწმებას ბრალდებული/მსჯავრდებული ექვემდებარება: ა) დაწესებულებაში მიღებისას; ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას; გ) სამარტოო საკანში მოთავსებისას; დ) საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში მოთავსებისას; ე) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას; ვ) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის/დაბრუნებისას; ზ) სხვა შემთხვევებში, დირექტორისა და მის მიერ უფლებამოსილი  მოსამსახურეების მითითებით. მუხლი 114🔗  სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა ქონისა და შენახვის უფლებაც დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში მათ გააჩნიათ. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნის/ბარათში. დანარჩენი ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები შეინახება ან ნადგურდება დაწესებულების დირექტორის მოტივირებული ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი. მუხლი 115🔗 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების იმავე სქესის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ. 2. სრული შემოწმება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის მოსამსახურემ. მუხლი 116🔗 1. ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით მისი დაწესებულებაში მიღებისას ან დაწესებულებიდან გაგზავნისას, სხვა საკანში/საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში, საექიმო-სამედიცინო პუნქტში ან სამარტოო საკანში გადაყვანისას.  2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის მოტივირებული ბრძანებით, ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასწრების გარეშე, ამ შემთხვევაში ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი. ოქმის გაცნობაზე ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული. მუხლი 117🔗 1. სრული პირადი შემოწმების ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც თან ერთვის აქტი ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების ამოღების თაობაზე. 2. სრული შემოწმებისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ერთი ოქმი. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული და დაწესებულების მოსამსახურე, რომელიც აწარმოებდა შემოწმებას; 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უარი და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი და აქტი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს; 4. სრული პირადი შემოწმების ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის/საცხოვრებელი სადგომის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი მოსამსახურის ვინაობისა და თანამდებობის მითითებით. მუხლი 118🔗 შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადსხვა სახის ტექნიკური საშუალებები. თავი XI დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება მუხლი 119🔗 დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება  ხორციელდება თვეში არანაკლებ ორჯერ, ხოლო  ცალკეულ შემთხვევებში დირექტორის განკარგულებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე; მუხლი 120🔗 ცალკეული სათავსოებისა და ტერიტორიების დათვალიერება უნდა მოხდეს სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებათა ერთობლივად შემუშავებული გეგმის მიხედვით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) დათვალიერების მიზანი; ბ) მისი ჩატარების დღე და საათები; გ) ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების დაყოფა სექტორების მიხედვით; დ) მოსამსახურეთა  რაოდენობა, მათი დაყოფა ჯგუფების მიხედვით; ე) ტექნიკური საშუალებების სახეობა და რაოდენობა; ვ) დათვალიერების ჯგუფების მიერ დათვალიერების ჩატარების წესი და მისი ჩატარების ადგილი.  მუხლი 121🔗 დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად. მუხლი 122🔗 დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში ჩართული უნდა იქნეს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა. მუხლი 123🔗 დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების არაგეგმიური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე. მუხლი 124🔗 ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებულები შეგროვდებიან ამისათვის წინასწარ გათვალისწინებულ ადგილას, რომელიც წინასწარ მოწმდება და უტარდებთ არასრული  შემოწმება. ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს მათი ტერიტორიაზე გადაადგილება  დაუშვებელია. მუხლი 125🔗 დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები. თავი XII საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებისა და კავშირგაბმულობის გამოყენების წესები მუხლი 126🔗 საკნებში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომებში, საერთო საცხოვრებელში, დანაყოფებში და საწარმოებში მყოფი ბრალდებულების/მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე ზედამხედველობისთვის,  შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებები. მუხლი 127🔗 ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა ხორციელდება მართვის პულტის მეშვეობით, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახში. მუხლი 128🔗 მართვის პულტის  მართვას ახორციელებენ დაწესებულების მოსამსახურეები დაწესებეულების დირექტორის გადაწყვეტილებით. ისინი ვალდებულნი არიან: ა) განახორციელონ კონტროლი დაწესებულების მოსამსახურეთა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულებით და დღის განრიგის  შესრულებაზე; ბ) განახორციელონ კონტროლი დაწესებულების შესაბამის დანაყოფებზე, დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; გ) საექსპლუატაციო წესების შესაბამისად, გამართულ მდგომარეობაში იქონიონ ტექნიკური საშუალებები; დ) მუდმივად იმყოფებოდნენ მართვის პულტთან, აკვირდებოდნენ ტექნიკური საშუალებების ჩვენებებს და აპარატურის დაზიანების ან ხარვეზების შემთხვევებში  აცნობონ უშუალო ხელმძღვანელს. მუხლი 129🔗 მართვის პულტზე მყოფი მოსამსახურე შესაბამისი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობებს ამის შესახებ სამორიგეო ცვლის  ხელმძღვანელს. მუხლი 130🔗 დანაყოფების, საკნების, საკნის ტიპის საცხოვრებელი სადგომების, საერთო საცხოვრებლის,  პალატების და დაწესებულების ტერიტორიაზე განლაგებული სხვადასხვა შენობა-ნაგებობების  შესასვლელი კარები უნდა მოეწყოს სპეციალური ტიპის საკეტებით. მუხლი 131🔗 სხვა გასაღებები, რომლებიც გამოიყენება დაწესებულების დანაყოფში  აღირიცხება და ინახება   დანაყოფის სამორიგეო ოთახში. მუხლი 132🔗 სამორიგეო ცვლაზე გაცემული გასაღებები აღირიცხება აღრიცხვის წიგნში,  რომელშიც უნდა აღინიშნოს რამდენი გასაღებია აღრიცხული, ვისზეა პერსონალურად გაცემული და რამდენი გასაღებია გაცემული. თავი XII უსაფრთხოების ღონისძიებების  გამოყენების წესი მუხლი 133🔗 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დასაშვებია ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება, სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულისაგან მისი განცალკევება, დროებით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, სამარტოო საკანში მოთავსება არა უმეტეს 24 საათისა. 2. აღნიშნული ღონისძიებები გამოიყენება აგრეთვე თუ ბრალდებული/მსჯავრდებული აზიანებს ქონებას, წინააღმდეგობას უწევს დაწესებულების მოსამსახურეებს (შმაგობს) ან/და საკუთარ თავს და გარეშემომყოფთ აყენებს ზიანს. მუხლი 134🔗 უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე წერილობით მიმართავს დაწესებულების დირექტორს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ უსაფრთხოების  ღონისძიების გამოყენების თაობაზე.  მუხლი 135🔗 1. ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება დასაშვებია არაუმეტეს 2 საათისა მხოლოდ დაწესებულების დირექტორის ნებართვით, როდესაც კონტროლის სხვა საშუალებები არაეფექტურია;  2. დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება უნდა მოხდეს სამედიცინო მუშაკის თანდასწრებით; 3. სამედიცინო მუშაკის მითითება დამაწყნარებელი პერანგის გამოყენების შესაძლებლობაზე უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ. მუხლი 136🔗 ქალთა და არასრულწლოვანთა მიმართ დამაწყნარებელი პერანგი არ გამოიყენება. მუხლი 137🔗 ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ხელბორკილის გამოყენება დასაშვებია გადაყვანის დროს მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით. მუხლი 138🔗 ხელბორკილების დადებისას  ბრალდებულს/მსჯავრდებულს  ხელები უნდა ჰქონდეს უკან. ხელბორკილები მოიხსნება მხოლოდ იმ მოსამსახურის განკარგულებით, ვინც გასცა ბრძანება ხელბორკილების დადების თაობაზე, ასევე ბუნებრივი საჭიროებისას, კვების დროს და მათი სიცოცხლისთვის საშიში პირობების წარმოქმნისას (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.). მუხლი 139🔗 1. დამაწყნარებელი პერანგის გამოყენებას უნდა ესწრებოდეს ერთდროულად არანაკლებ ოთხი  მოსამსახურე, რომელთაგან სამი აკავებს  ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო მეოთხე აცმევს პერანგს. პერანგის ჩაცმის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელები გადაიწევა უკან ზურგის მხარეს. ბრალდებული/მსჯავრდებულის დაწოლა ლეიბზე უნდა მოხდეს სახით ზემოთ. 2. ბრალდებული/მჯავრდებული დამაწყნარებელი პერანგის გამოყენების ყველა ფაქტის შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა იყოს ნაჩვენები ბრალდებულის/მსჯავრდებულის გვარი, სახელი, მამის სახელი, ვისი განკარგულებით იყო გამოყენებული დამაწყნარებელი პერანგი, აღნიშნული ღონისძიების დროს იყო თუ არა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის მიყენებული რაიმე დაზიანება, პერანგის ჩაცმისას ან პერანგში ყოფნის დროს მიღებული დაზიანების ხასიათი. ასევე აქტში აღნიშნული უნდა იქნეს, თუ რა სახის დაზიანება მიაყენა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა თანამშრომელს პერანგის ჩაცმისას. აქტს ხელს აწერს  ყველა ის პირი რომელიც იღებდა მონაწილეობას, მათ შორის სამედიცინო მუშაკი. აქტი ჩაიდება  ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში. მუხლი 140🔗 უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების შემდეგ დაწესებულების ხელმძღვანელობამ ამავე დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად უნდა ჩაატაროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება, რომლის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი. თავი XIII დაწესებულებაში რთული სიტუაციების მართვა მუხლი 141🔗 დაწესებულებაში რთული სიტუაციების მართვის მიზნით, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებასთან კოორდინირებულად ვალდებულია სისტემატიურად შეისწავლოს ბრალდებულები/მსჯავრდებულები, იცოდეს მათი მიდრეკილებები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს  მაღალი რისკის მქონე ბრალდებულებზე/მსჯავრებულებზე და დააწესოს მათ მიმართ სისტემატიური ზედამხედველობა. მუხლი 142🔗 თუ არის საფუძვლიანი ეჭვი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების მზადების თაობაზე, მოსამსახურე ვალდებულია ამის თაობაზე მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღოს სათანადო ზომები. მუხლი 143🔗 დაწესებულებაში აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების შეღწევის კონტროლის და ამოღების მიზნით დაწესებულების სამართლებირივი რეჟიმის განყოფილებამ კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს დეპარტამენტის  გარე დაცვის და უსაფრთხოების სამსახურებთან. მუხლი 144🔗 იმისათვის რომ, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის მიერ თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან მოსალოდნელი აგრესია, ასევე აცილებული იქნეს თავიდან დაწესებულების დებულების და დღის განრიგის დარღვევის ფაქტები, დაწესებულების მოსამსახურეები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ მაღალი რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ. მუხლი 145🔗 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეთა ურთიერთობა მაღალი რისკის მქონე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან უნდა განხორციელდეს დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებასთან შეთანხმებით. მუხლი 146🔗 დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევის შემთხვევაში, სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი, აღნიშნულის შესახებ სასწრაფოდ აცნობებს დაწესებულების დირექტორს და მოქმედებს მისი მითითებით.       მუხლი 147🔗 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან ჯგუფური დაუმორჩილებლობის შემთხევაში, სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს დაწესებულების დირექტორს და მოქმედებს მისი მითითების შესაბამისად. მუხლი 148🔗 1. საგუშაგოზე ვითარების უკიდურესად გართულების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოცხადდეს განგაში. 2. საგუშაგოზე განგაშს აცხადებს სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი დანაყოფის ინსპექტორის პატაკის საფუძველზე. 3.  განგაშის შეწყვეტის განკარგულებას საგუშაგოზე იძლევა სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი ან მისი თანაშემწე.  4.  განგაშის გამოცხადების და შეწყვეტის თაობაზე სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელი აცნობებს დაწესებულების დირექტორს. მუხლი 149🔗 საგუშაგოზე განგაშის გამოცხადების დროს ხდება საგუშაგოზე არსებული და სარეზერვო ჯგუფის მობილიზაცია და მათი განგაშის ადგილას გამოცხადება. ადგილზე გამოცხადების შემდეგ, სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოქმედებენ სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის და დანაყოფის ინსპექტორის მითითების შესაბამისად. მუხლი 150🔗 საგუშაგოებზე განგაში ცხადდება შემდეგ შემთხვევებში: ა) საგუშაგოზე მდგომ მოსამსახურეზე ან სხვა პირებზე თავდასხმისას; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინდივიდუალური ან  ჯგუფური დაუმორჩილებლობისას; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას; დ) დაწესებულებაში ხანძრის გაჩენისას; ე) საკანში, საკნის ტიპის საცხოვრებელ სადგომში და საერთო საცხოვრებელში  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხეულის დაზიანებისას; ვ) სტიქიური უბედურების დროს; ზ)ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში; თ) სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში. მუხლი 151🔗 თუ განგაშის შედეგად მიღებული ზომებით ვერ მოხდა მდგომარეობის დარეგულირება, დაწესებულების დირექტორი იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. მუხლი 152🔗 განგაშის გამოცხადებისას დანაყოფში და დაწესებულების ტერიტორიაზე უნდა შეწყდეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოძრაობა, ისინი რჩებიან იმ ადგილებში სადაც მათ მოუსწრო განგაშის სიგნალმა. მათი გადაადგილება განახლდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაწესებულების დირექტორი გასცემს შესაბამის ბრძანებას. მუხლი 153🔗 განგაშის გამოცხადებისას დანაყოფზე მიმაგრებული სამორიგეო ცვლის ინსპექტორები  აძლიერებენ მეთვალყურეობას და მოქმედებენ სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის და  დაწესებულების დირექტორის მითითების შესაბამისად. მუხლი 154🔗 მდგომარეობის გართულებისას, ბრალდებულების/მსჯავრდებულების ევაკუაცია ხორციელდება დაწესებულების პირადი შემადგენლობის მიერ.   მუხლი 155🔗 დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხო ევაკუაციის შეუძლებლობის შემთხვევაში მათი გადაყვანა ხორცილედება სხვა ადგილას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მუხლი 156🔗 ყველა დაწესებულებაში შემუშავებულ უნდა იქნეს რთულ სიტუაციებში მოქმედების ინსტრუქცია,  დაწესებულების თავისებურების და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. მუხლი 157🔗 დაწესებულებაში თანამშრომელთა განსაკუთრებულ სამუშაო პირობებზე გადაყვანა ხორციელდება დაწესებულებაში ან სისტემაში ვითარების გართულების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მასიური უწესრიგობის, მოსამსახურეებზე თავდასხმის მზადების ან სხვა განსაკუთრებულის საფრთხეების შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. მუხლი 158🔗 განსაკუთრებულ სამუშაო პირობებზე გადაყვანა ფორმდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით 10 დღე-ღამის ვადით და ამის თაობაზე ეცნობება დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომელიც უფლებამოსილია გააუქმოს ეს გადაწყვეტილება ან გააგრძელოს ვადა ვითარების ნორმალიაზაციამდე. მუხლი 159🔗 განსაკუთრებულ სამუშაო პირობებზე გადაყვანის გეგმით განისაზღვრება: ა) დამატებითი საგუშაგოების გამოყოფა; ბ) სამორიგეო ცვლის რიცხობრივი გაზრდა; გ) პირადი შემადგენლობის ან მისი ნაწილის საგანგებო მდგომარეობაში გადაყვანა; დ) კავშირგაბმულობის, ავტოსატრანსპორტო და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა; ე) დანაყოფებზე,  საგუშაგოებზე შემოწმების ჯერადობა; ვ) გაქცევების და სხვა დანაშაულის თავიდან აცილების ოპერატიულ-პროფილაქტიკური მუშაობის გააქტიურება; ზ) საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რეჟიმის გაძლიერებას, გახშირებული გრაფიკით დათვალიერების ჩატარებას, მჭრელ ხელსაწყოებზე გაძლიერებული კონტროლის და სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემცირება ან შეწყვეტა; თ) საკვებ ბლოკებში, საქვაბეებში, წყალმომარაგებათა წყაროებში სანიტარიულ მდგომარეობაზე კონტროლის გაძლიერება; ი) დაწესებულების ინსპექტორთა შემადგენლობის ოპერატიული მორიგეობის ორგანიზება; კ) საჭიროების შემთხვევაში, პაემნების ჩატარების, ამანათების მიღების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანისა და დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და გზავნილების მიღების  დროებით შეწყვეტა. დანართი N1 ,, ვამტკიცებ“ დაწესებულების დირექტორი ----------------------------------- (ხელმოწერა) / ------- / ------------------------- წ. საგუშაგოს ტაბელი საგუშაგოების ნომერი და ყველა დოკუმენტისა და საგნების ჩამონათვალი, რაც გადაბარებას ექვემდებარება ინსპექტორ - კონტროლიორის მოვალეობა N ___  დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ---------------------------- (ხელმოწერა)                                                                                  / --- / ---------------------- წ. * შენიშვნა: საგუშაგოების ტაბელს უნდა დაერთოს დაწესებულების ტერიტორიისა და ობიექტების სქემა, ინსპექტორ-კონტროლიორთა საგუშაგო ადგილებისა და მარშრუტების ჩვენებით.სქემა მტკიცდება დაწესებულების დირექტორის მიერ. დანართი N2     ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის სარეგისტრაციო ჟ  უ  რ  ნ  ა  ლ  ი  დაიწყო: დამთავრდა: N რიგზე რიგზე მსჯავრდე ბულის სახელი, გვარი, მამის სახელი ვინ შეადგინა დისციპ. დარღვევი ოქმი რა დარღვევაზე შედგა ოქმი (როდის შედგა) ბრალდე ბული- მსჯავრ დებული გაეცნო თავის უფლებებს (ხელი მოაწერა, არ მოაწერა) მისცა ახსნა- განმარტება, არ მისცა ახსნა-განმარტება დირექ ტორის განკარ გულება ადმ.პატიმ რობის შეფარ დების შესახებ.  (თარიღი) N მსჯ.- ბრალდე ბული გაეცნო განკარგუ ლებას (არ გაეცნო) უარი განაცხადა მიღებული იქნა სასამარ თლოს გადაწყვე ტილება N რიცხცი- ბრძანება ბრალდე ბულის-მსჯავრდე ბულის სპეციალურ საკანში მოთავსების შესახებ (ბრძანების N და რიცხვი) გაუვიდა ადმინისტ რაციული პატიმ რობის ვადა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 დანართი N3 საგუშაგო უწყისი შიდა საგუშაგო N -------------------------------------------------- საკნების N --------------------------- ინსპექტორ-კონტროლიორი საგუშაგოზე ---------------------------------------------------------                                                                          (წოდება, გვარი, სახელი, მამის სახელი) მორიგეობის დაწყების თარიღი და დრო ----------------------  ------------ წ. ------------------------ სთ. მორიგეობის დამთავრების თარიღი და დრო   ------------------  ---------- წ. ------------------------ სთ. საგუშაგოზე მყოფი ინსპექტორ-კონტროლიორების გვარი, სახელი, მამის სახელი მორიგეობის დასაწყისი დრო საგუშაგო მიიღო ხელმოწერა მორიგეობის დამთავრების დრო საგუშაგო ჩაიბარა შემოწმების თანამდებობა, შემოწმების შედეგი და დრო (სთ, წთ) ხელის მოწერა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა საკნები N ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა საკნები N ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  რაოდენობა მიღებული მოვიდა წავიდა ჩაბარებული მიღებული ჩაბარებული წავიდა ჩაბარებული დანართი N4 დაწესებულებაში სამორიგეო ცვლის ხელმძღვანელის მიერ მორიგეობის მიღებისა და ჩაბარების ჟ უ რ ნ ა ლ ი დაიწყო: დამთავრდა:                                                                                                                N    დაწესებულების  დირექტორს                                                                                                            ბატონ   ---------------------------------                                                                                                            ამავე  დაწესებულების  ოპერატიული                                                                                                            მორიგის  -------------------------------- პ     ა     ტ     ა     კ     ი მოგახსენებთ ,რომ  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს  20    წლის ------ --   ----- საათიდან                                                                                                                               (თვე, რიცხ.) 20    წლის -------  ------ საათამდე,    მორიგე   განწესი   შედგებოდა: ოპერატიული მორიგე   ---------------------------------------------------                                           (წოდება, სხელი, გვარი) ოპერატიული  მორიგის  თანაშემწე   ------------------------------------                                                            (წოდება, სახელი, გვარი)                                                    სადღეღამისო    განწესი    შედგებოდა:    ინსპექტორთა  შემადგენლობა                      ინსპექტორთა  (კონტროლიორთა)  შემადგენლობა: --------------------------      --------------------------                ------------------------- --       -------------------- --------------------------      --------------------------                ----------------------------       ------------------- --------------------------       --------------------------               ----------------------------       ------------------- --------------------------      --------------------------                ------------------------- --       -------------------- --------------------------      --------------------------                ----------------------------       ------------------- --------------------------       --------------------------               ----------------------------       ------------------- --------------------------      --------------------------                ------------------------- --       -------------------- --------------------------      --------------------------                ----------------------------       ------------------- --------------------------       --------------------------               ----------------------------       ------------------- --------------------------      --------------------------                ------------------------- --       -------------------- --------------------------      --------------------------                ------------------------- --       -------------------- --------------------------      --------------------------                ----------------------------       ------------------- --------------------------       --------------------------               ----------------------------       ------------------- --------------------------      --------------------------                ------------------------- --       -------------------- --------------------------      --------------------------                ----------------------------       ------------------- --------------------------       --------------------------               ----------------------------       ------------------- --------------------------      --------------------------                ------------------------- --       -------------------- --------------------------      --------------------------                ----------------------------       ------------------- --------------------------       --------------------------               ----------------------------       ------------------- --------------------------      --------------------------                ------------------------- --       -------------------- --------------------------      --------------------------                ------------------------- --       -------------------- --------------------------      --------------------------                ----------------------------       ------------------- --------------------------       --------------------------               ----------------------------       ------------------- მორიგე     განწეს    ინსტრუქტაჟი    ჩაუტარა             ---------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                  (თანამდებობა,  წოდება , სახელი,  გვარი)                                                                       დასახული    ამოცანები: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------  მორიგეობის  მიღების  მომენტში,  დაწესებულებაში  ირიცხებოდა  ------------  (მსჯავ. ბრალდ.) საკნის  ტიპის საცხოვრებელ სადგომში                ------------------------------- --      (მსჯავ. ბრალდ.) სამარტოო    საკანში                          ----------------------------------    (მსჯავ. ბრალდ.) ადმინისტრაციული პატ. საკანში  ---------------------------- -----      (მსჯავრდებული) სამედიცინო    ნაწილში                   ----------------------------------      (მსჯავ. ბრალდ.) ჩემი მორიგეობის  დროს  განხორციელდა,  მსჯავრდებულთა  რაოდენობრივი  შემოწმება     ------------------------      საათიდან          ----------------------       საათამდე     ------------------------      საათიდან          ----------------------       საათამდე  საბარათო     შემოწმება    -------------------------      საათიდან           ----------------------       საათამდე    -------------------------      საათიდან           ----------------------       საათამდე მორიგეობის პერიოდში გამოვლინდა    --------    რეჟიმის დარღვევი  (მსჯავ. ბრალდ.) დისწიპლინალური  წესით  დაისაჯა      --------    (მსჯავ. ბრალდ.) კერძოდ მოთავსებული იქნა:  სამარტოო   საკანში     --------  (მსჯავ. ბრალდ.)  საკნის  ტიპის  საცხოვრებელ სადგომში  ------  (მსჯავ. ბრალდ.)  გამოეცხადა  საყვედური  ------  (მსჯავ. ბრალდ.)  სხვა  დასჯა  -----      (მსჯავ. ბრალდ.) მორიგეობის   დროს   დაწესებულებაში შემოვიდა  ------------------     (მსჯავ. ბრალდ.) განთავისუფლდა ------------  (მსჯავ. ბრალდ.) გადაყვანილი  იქნა  სხვა  დაწესებულებებში  -----------  (მსჯავ. ბრალდ.) სადღეღამისო  განწესით  სამსხურის  შემოწმების  შედეგები -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სადღეღამისო  განწესის  სამსახურის  შესრულების  შედეგები  შეაჯამა -----------------------------------------------------------------------------------                                                       (თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი) მორიგეობა,  ქონება  და დოკუმენტაცია  აღწერის  საფუძველზე  ჩავაბარე ოპერატიული მორიგე    ------------------------------------                                                                 (წოდება, სახელი, გვარი, ხელმოწერა) მორიგეობა,  ქონება  და  დოკუმენტაცია  აღწერის  საფუძველზე  ჩავიბარე ოპერატიული  მორიგე   --------------------------------------                                                                (წოდება, სახელი, გვარი, ხელმოწერა) დანართი N5 დანაყოფის ინსპექტორის მიერ მორიგეობის მიღებისა და ჩაბარების ჟ უ რ ნ ა ლ ი დაიწყო:__________________ დამთავრდა:__________________ N დანაყოფზე მიმაგრებული ინსპექტორის სახელი, გვარი, მამის სახელი, წოდება დანაყოფის მორიგე ინსპექტორ-კონტროლიორთა სია მორიგეობის დროს ირიცხებოდა ბრალდებული - მსჯავრდებული   (რაოდენობა) აღრიცხვის (დათვლის) შემდეგ ადგილზე იმყოფებოდა ბრალდებული/მსჯავრდებული (მიუთითეთ რაოდენობა) თუ ვინმე არ იმყოფებოდა მიუთითეთ მიზეზი