ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესისა და ფორმის განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 07.03.2013
ძალის დაკარგვა 02.10.2018
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 1. შედგენის თარიღი -- ----------------------------
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| 1. შედგენის თარიღი -- ---------------------------- | 2. შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი |
| 3. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება | 4. დაფინანსების წყარო |
| N | დანაყოფის კოდი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.09.2018
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესისა და ფორმის განსაზღვრის შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2013 წლის 7 მარტი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესისა და ფორმის განსაზღვრის შესახებ
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანების მე-4 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიგინეიშვილი
დანართი №1
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანების საფუძველზე.
2.
წესის მიზანია მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების გეგმის დამტკიცების უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში.
მუხლი 3🔗.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა
1.
მომდევნო წლის გეგმას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ამტკიცებს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც მას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი მუნიციპალური შესყიდვების განხორციელება. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით მუნიციპალური შესყიდვების გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გეგმის რეგისტრაციის მომენტისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს.
2.
თუ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად აუცილებელი გახდება მასთან ამ მუხლის საფუძველზე დამტკიცებული გეგმის შესაბამისობაში მოყვანა, კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვების განხორციელებისას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს შესაბამისი ცვლილებების შეტანა დამტკიცებულ გეგმაში და შეცვლილი გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა.
3.
იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვა ხორციელდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით განსაზღვრულ პარამეტრებს. ბიუჯეტის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე გვიან დამტკიცების შემთხვევაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს უფლება აქვს ამ პუნქტში აღნიშნული სახსრებით მუნიციპალური შესყიდვები განახორციელოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.
4.
ყოველი შესყიდვის განხორციელების პროცედურების დაწყებამდე (გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვებისა) წლიური გეგმის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. განსახორციელებელი შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, შესყიდვის განხორციელების საშუალების და დაფინანსების მოცულობის დაზუსტების, შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით.
5.
შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა)
შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა;
ბ)
შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება;
გ)
მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება;
დ)
შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები როგორიცაა: ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ.), ასევე მიწოდების ვადები და ადგილი;
ე)
პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები;
ვ)
შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზედაც თანახმაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი;
ზ)
შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები;
თ)
მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით;
ი)
შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება;
კ)
შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ლ)
გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის;
მ)
დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები;
ნ)
შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.
6.
შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დაზუსტებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, ხელშეკრულების მოქმედების სავარაუდო ვადა (მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შესაძლებლობა), ფასების არსებული დონე, მსგავსი შესყიდვების განხორციელების გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარს, ფასების არსებული დონის გათვალისწინება ხდება შიდა ბაზრის შესწავლის საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არის 500 000 ლარი ან მეტი ან/და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 1 000 000 ლარი ან მეტი – ფასების არსებული დონის გათვალისწინება შესაძლებელია მოხდეს საერთაშორისო ბაზრის შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 4🔗.
დასკვნითი დებულებანი
შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა შესაბამისი პროცედურის დასრულებიდან 6 წლის განმავლობაში, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.
დანართი №2
მუნიციპალური შესყიდვების წლიური გეგმა
1. შედგენის თარიღი -- ----------------------------
2. შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი
3. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება
4. დაფინანსების წყარო
5. მუნიციპალური შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული ჯამური თანხა დაფინანსების წყაროს შესაბამისად (ლარი)
N
დანაყოფის
კოდი
დანაყოფის დასახელება
სავარაუდო
ღირებულება
შესყიდვის
საშუალება
შესყიდვის
დაწყების სავარაუდო ვადები
შენიშვნა
შემსყიდველი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი
სამსახურის უფროსი: