ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 07.03.2013
ძალის დაკარგვა 05.08.2014
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.07.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 04.10.2010
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2013 წლის 7 მარტი
დ. ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა
და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამსახურის თანდართული დებულება.
2.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №25 დადგენილება (სსმ ვებ-გვერდი 21.10.10 წელი, 010.260.020.35.107.016.013).
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა
დანართი №1
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №18 დადგენილების შესაბამისად.
2.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამსახური (შემდეგში – სამსახური) არის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკითხების სფეროში შექმნილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.
3.
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4.
სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით.
5.
სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
6.
სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
7.
სამსახურის იურიდიული მისამართია: დ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის უფლებამოსილება
სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
1.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშვება და მათი განხორციელების კოორდინაცია.
2.
სოციალურ დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშვება და მათი განხორციელების კოორდინაცია.
3.
ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფა.
4.
მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალურ, გავლენის პირობების შესწავლა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა.
5.
სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალურ დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება.
6.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აღრიცხვა, ამ პირთა პრობლემების შესწავლა, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია.
7.
დევნილთა სოციალურ და საყოფაცხოვრებო საკითხებზე წინადადებების მომზადება.
8.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უმუშევართა აღრიცხვა, მათი საბინაო, საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა; დასაქმების მუნიციპალური პროგრამის შემუშავება.
9.
შრომის ბაზრის ანალიზი და შესაბამის წინადადებათა მომზადება.
10.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვა, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია.
11.
სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
12.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის კოორდინაცია.
13.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1.
სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით.
2.
სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3.
სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4.
სამსახურის უფროსი:
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე)
გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5.
სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6.
სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
7.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განყოფილება.
8.
იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა აღრიცხვის ხელშეწყობას;
ბ)
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა პრობლემების შესწავლასა და შესაბამის ღონისძიებათა გატარების თაობაზე წინადადებების მომზადებას;
გ)
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური უფლებების დაცვის ხელშეწყობას;
დ)
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოცილური და საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში დახმარების გაწევას;
ე)
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დროებითი საცხოვრებლითა და სურსათით უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
ვ)
მოქმედი კანონმდებლობით საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
დასკვნითი დებულებები
1.
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დადგენილებით.
2.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.