სს „თელასის“ აქციონერთ რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება „თელასის“აქციონერთ რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
სააქციო საზოგადოება „თელასი“ (აქ და შემდგომ - სს „თელასი“, „საზოგადოება“) გაცნობებთ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ 2013 წლის 28 მარტს, კრების სახით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად) შემდეგი დღის წესრიგით:
1.სს „თელასის“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ.
2. სს „თელასის“ აქციონერთა საერთო კრების მომზადებისა და ჩატარების წესის შესახებ დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების თაობაზე.
3 . სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევისა და ჩატარების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.
4 . საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებათა ვადამდელი შეწყვეტის შესახებ.
5 . საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის შესახებ.
იმ პირთა სიის შედგენის თარიღი (სააღრიცხვო დღე), რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში - 06 მარტი 2013 წელი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილია – საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დროა - 11 საათი 30 წუთი ადგილობრივი დროით.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო - 11 საათი ადგილობრივი დროით.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილე პირთა რეგისტრაცია განხორციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების მისამართზე.
მეწარმეთა შესახებ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე შეტყობინების დანართში А წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის.
სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2013 წლის 07 მარტიდან 2013 წლის 28 მარტამდე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე:საქართველო, ქ.თბილისი, ვანის ქ. № 3.
სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომერის მოადგილე თ. ჭინჭარაული
დანართი A
სააქციო საზოგადოება „თელასის“
აქციონერთ რიგგარეშე საერთო კრება
2013 წლის 28 მარტი
დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის
სს „თელასის“ წესდების მე-10 მუხლის მე-10.14 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებას სს „თელასის“ (შემდგომ - საზოგადოება) აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ საზოგადოება აქვეყნებს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე ათავსებს ინტერნეტის ქსელში საზოგადოების ვებ-გვერდზე არა უგვიანეს 20 დღით ადრე აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღამდე.
კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი, დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას თან უნდა დაერთოს პროცედურის აღწერილობა, რომლის თანახმადაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის თავისი უფლება.
სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები
06 მარტი 2013 წელი
საზოგადოების სარევიზიო კომისიის გაუქმებასთან და აღნიშნულთან დაკავშირებით სს „თელასის“ წესდებაში, აგრეთვე სს „თელასის“ აქციონერთა საერთო კრების მომზადებისა და ჩატარების წესის შესახებ დებულებაში და სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევისა და ჩატარების წესის შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის გამო, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭომ სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას შესთავაზა:
1. სს „თელასის“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
2. სს „თელასის“ აქციონერთა საერთო კრების მომზადებისა და ჩატარების წესის შესახებ დებულების ახალი რედაქციის დამტკიცება.
3. სს „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევისა და ჩატარების წესის შესახებ დებულების ახალი რედაქციის დამტკიცება.
გადაწყვეტილება სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებისათვის წარსადგენი წინადადებების შესახებ სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო 2013 წლის 06 მარტს (სს-ის ოქმი №92, 06.03.2013 წელი).
2013 წლის 28 მარტს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობაზე სს „თელასის“ აქციონერთა უფლების შემოწმების პროცედურის აღწერილობა
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე, აქციონერს შეუძლია შეამოწმოს თავისი უფლება კრებაში მონაწილეობაზე სს „თელასის“ რეგისტრატორთან - სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“ (ხელშეკრულება №სრ -24 8, 2012 წლის 1 აგვისტო), შემდეგ მისამართზე:საქართველო, 0162, ქ . თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა . (მოსაშვილის ქ. №11) ტელ .: (99532) 22-53-51, 25-15-60.ფაქსი : (8832) 25-15-60.