ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 07.03.2013
ძალის დაკარგვა 09.12.2014
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №08
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016089
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ჯაფარიძე | ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №08
2013 წლის 7 მარტი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისთვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 ივლისის №21 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ჯაფარიძე