„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.029.016043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №49

2013 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის №45 ბრძანების (სსმ, 64, 07/06/2010) (სსმ III, 07.06.2010, №64, მუხ. 969) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

2. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;“

3. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 - მე-7 პუნქტები:

„4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროში შემოსულ ადმინისტრაციული საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას;

გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სამართალშემოქმედებით საქმიანობას;

დ) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების მიერ პერიოდული ანგარიშების მომზადებაში და ამზადებს საბოლოო ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეპარტამენტის უფროსისათვის წარსადგენად;

ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.

6. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“

4. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე დეპარტამენტის უფროსის წინაშე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;

ე) ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ზ) უწევს კოორდინაციას სამმართველოში სტაჟიორთა საქმიანობას და დადგენილი წესის შესაბამისად, ახდენს მათ შეფასებას;

თ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.“

5. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობის შესაბამისად. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე. იგი ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე