⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.07.2018)
გაუქმებულია:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2013
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,381 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2013 მიღება
12.07.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ სხულუხია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება   №8 2013 წლის 7 მარტი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის  დებულება, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 21 მარტის №6 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 4🔗 დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგრიგოლ სხულუხია დანართი N1 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  მოქმედი კანონმდებლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 4.  სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90. თავი II სამსახურის ფუნქციები მუხლი 2🔗 სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას; ზ)   წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; თ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ი) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; კ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; ლ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 3🔗 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსებისა და მოხელეებისაგანю სამსახურს ხელმძღვანელობს  სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 2. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) მიწისა და  ქონების  მართვის განყოფილება; ბ) ტრანსპორტის  რეგულირების  განყოფილება; გ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამირების, აღრიცხვისა და  ანგარიშების შედგების განყოფილება. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 4. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, „საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად, გამგებელი. 5. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით. 6. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. მუხლი 4🔗 მიწისა და  ქონების  მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; დ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; თ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗 ტრანსპორტის  რეგულირების  განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ზუდიდის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ტრანსპორტის სფეროში ადილობრივი სამგზავრო გადაყვანების რეგულირებას; ბ) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გადამზიდავების მიერ მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის შემუშავებას, მის დაცვაზე ზედამხედველობასა და კონსულტაციების გაწევას; გ) ავტოტრანსპორტის პარკირებისა და ტაქსების გაჩერების ადგილების განსაზღვრას;  ადგილობრივი სამგზავრო მარშრუტებზე დასაქმებულ მუნიციპალურ ავტობუსებსა და კერძო სექტორის მიკროავტობუსების მფლობელთა მიერ მოძრაობის განრიგის დაცვის მოთხოვნას; დ) სამგზავრო ტრასპორტის განვითარების პროგრამის შემუშავბაში მონაწილეობას; ე) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებასა და შესაბამისი საგზაო ნიშნებით და გზების ჰორიზონტალური მონიშვნებით უზრუნველყოფა; ვ) მოქალაქეებიდან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან შემოსული წერილებისა და კორესპონდენციების განხილვასა და გადაწყვეტას; ზ) გამგეობის მხრიდან საზოგადოებრივი დავალების შესრულებას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗 ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამირების, აღრიცხვისა და  ანგარიშების შედგების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტებისა და სტრატეგიების დადგენის მიზნით კვლევების ჩატარებისათვის  მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას; ბ) შესაბამის სამსახურებთან ერთად საპროექტო წინადადებების მომზადებას; გ) მუნიციპალიტეტში არსებული მონაცემთა ბაზის შექმნა და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას; დ) მუნიციპალიტეტის განვითარების პროექტების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღებასა და დასაბუთებული წინადადების მიღებას; ე) შესრულებულ პროექტებზე  დადგენილ ვადაში საინფორმაციო პაკეტის მომზადებასა და შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებში წარდგენას; ვ) გამგეობის თათბირებზე საკრებულოს სხდომებზე და კომისიებზე ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მიმდინარეობის პროცესის შესახებ ინფორმაციის წარდგენას; ზ) საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. თ) წლის შედეგების მიხედვით ინფრასტრუქტურის სფეროში განხორციელებული პროექტების ანალიტიკური ინფორმაციების შედგენასა და მომდევნო წლისათვის რეკომენდაციების შემუშავებას. ი) მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლს და გამგებლისათვის შესაბამისი   წინადადების წარდგენას გამოვლენილი პრობლემების გადაწყვეტად; კ) ინფრასტრუქტურის საკითხებზე შესაბამის სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. ლ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; მ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით, კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; ნ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; პ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. თავი IV სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი მუხლი 7🔗 1. სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს  სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; ე) წარუდგენს გამგებელს  სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; ზ) ესწრება  თათბირებს, ასევე, საკრებულოს სხდომებს; თ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ი) გამგებლის დავალებით უშუალოდ ახორციელებს  სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებას; კ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;  ლ) მონაწილეობს, მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, შექმნილ კომისიებში; მ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ნ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას; ო) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას. ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) მონაწილეობს, მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, შექმნილ კომისიებში; დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე; ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა  უფლება-მოვალეობებს. 3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია  გამგებლის შინაშე  4. განყოფილების უფროსი  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების წინაშე. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი. მუხლი 8🔗. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან; გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწეროს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე; თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. თავი V დასკვნითი დებულებანი მუხლი 9🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.