⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.03.2014)
გაუქმებულია:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2013
ძალის დაკარგვა 04.03.2014
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 181 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2013 მიღება
04.03.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2013 წლის 11 მარტი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დადგინდეს მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ,  ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 0,50 (ორმოცდაათი თეთრი) ლარი ს ოდენობით, ხაზობრივი ნაგებობებისათვის თითოეულ გრძივ მეტრზე – 0.70 (სამოცდაათი თეთრი) ლარი ს ოდენობით (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი გზა, ელ. გადაცემის ხაზები, ელ.კავშირი, არხები და სხვა), სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 1 (ერთი) ლარი ს ოდენობით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №2 დადგენილება „ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“ . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი