„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 6 აგვისტოს №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №48 |
|
2013 წლის 12 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 6 აგვისტოს №89 ბრძანების (სსმ ვებგვერდი, 10.08.2012, 010170000.22.029.016024) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში სტაჟირების გავლის წესში (შემდგომში - წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სტაჟიორის შესარჩევ კრიტერიუმებს შეიმუშავებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად.“ 2. წესის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტაჟირების ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოსთან შეთანხმებით სტაჟიორს განუსაზღვრავს სამუშაოს აღწერილობას.“ 3. წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების დაწყებიდან სამ თვეში ერთხელ ან/და სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ მიაწოდოს სტაჟიორის შეფასება ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს (დანართი №2).“ 4. წესის მე-12 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 სტაჟირებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო.“ 5. წესის მე-16 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16 სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო, სტაჟიორის ხელმძღვანელის შეფასების (დანართი №2) საფუძველზე, გასცემს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ ცნობას.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|