საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №50
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 404 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2013 მიღება
01.03.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ავსტრალია
2 ავსტრიის რესპუბლიკა
3 ახალი ზელანდია
4 ამერიკის შეერთებული შტატები
5 ბელგიის სამეფო
6 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
7 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
8 დანიის სამეფო
9 ესპანეთის სამეფო
10 ესტონეთის რესპუბლიკა
11 ისლანდიის რესპუბლიკა
12 ირლანდია
13 იტალიის რესპუბლიკა
14 იაპონია
15 კვიპროსის რესპუბლიკა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №50 2013 წლის 7 მარტი    ქ. თბილისი საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექ­სის 103-ე მუხლის მე-4, მე-18, მე-20 და 23-ე ნაწილების შესა­ბა­მი­სად: მუხლი 1🔗 საქართველოში სამოქმედოდ იქნეს დაშვებული დად­გე­­ნი­ლე­ბის დანართით განსაზღვრულ ევროკავშირის და ეკონომიკური თანამ­შრომ­­ლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ  ქვეყნებში მოქმე­დი  ტექნიკური რეგლამენტები.  მუხლი 2🔗 საქართველოში აღიარებულ იქნეს ამ დადგენილების დანარ­­თით განსაზღვრულ ქვეყნებში უფლებამო­სი­ლი/აკრედიტებული შესაბა­­მისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გა­ცე­მული  შესაბა­მი­სო­ბის დამადასტურებელი დოკუმენტები. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული ქვეყნებიდან იმპორტი­რებული და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცე­ვის კოდექსის შესაბამისად რეგულირებულ სფეროს მიკუთვნე­ბული ის პროდუქტი, რომელსაც გააჩნია ამავე ქვეყნების კანონ­მდებ­ლობით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების დამადას­ტურებელი  დოკუმენტები და ნიშანდება,  შესა­ბა­მისი უფლებამოსილი ორგანოსთვის აღნიშნული დოკუმენტაციის წარმო­დგე­ნის შემთხვევაში, საქართველოს ბაზარზე განთავსდეს შეზღუდვებისა და დამატებითი (განმეორებითი) შესაბამისობის შეფასების პროცედურების  გარეშე. მუხლი 4🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქარ­თვე­­ლოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის №45 დადგენილება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარ­ტი­დან.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი დანართი ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი  ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული ქვეყანა კოდი 1 ავსტრალია 036 2 ავსტრიის რესპუბლიკა 040 3 ახალი ზელანდია 554 4 ამერიკის შეერთებული შტატები 840 5 ბელგიის სამეფო 056 6 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო 826 7 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 276 8 დანიის სამეფო 208 9 ესპანეთის სამეფო 724 10 ესტონეთის რესპუბლიკა 233 11 ისლანდიის რესპუბლიკა 352 12 ირლანდია 372 13 იტალიის რესპუბლიკა 380 14 იაპონია 392 15 კვიპროსის რესპუბლიკა 196 16 კანადა 124 17 კორეის რესპუბლიკა 410 18 ლატვიის რესპუბლიკა 428 19 ლიტვის რესპუბლიკა 440 20 ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო 442 21 მალტის რესპუბლიკა 470 22 მექსიკის შეერთებული შტატები 484 23 ნიდერლანდის სამეფო 528 24 ნორვეგიის სამეფო 578 25 პოლონეთის რესპუბლიკა 616 26 პორტუგალიის რესპუბლიკა 620 27 საბერძნეთის რესპუბლიკა 300 28 საფრანგეთის რესპუბლიკა 250 29 სლოვაკეთის რესპუბლიკა 703 30 სლოვენიის რესპუბლიკა 705 31 უნგრეთის რესპუბლიკა 348 32 ჩეხეთის რესპუბლიკა 203 33 ფინეთის რესპუბლიკა 246 34 შვედეთის სამეფო 752 35 შვეიცარიის კონფედერაცია 756 36 ისრაელის სახელმწიფო 376 37 ჩილე 152