საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.017215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2013
matsne.gov.ge 235 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2013 მიღება
01.03.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №51 2013 წლის 7 მარტი    ქ. თბილისი საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდე­ქსის 103-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოში იმპორტი­რე­­ბუ­­ლი, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2013 წლის  პირველი მარტი­დან.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი                                                                                                                                                                       დანართი საქართველოში იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი  მუხლი 1🔗. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმო­ქცევის კოდექსის შესაბამისად შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვე­მ­დე­ბარებული ობიექტების (რეგულირებული სფერო) საქართველოში იმპო­რ­ტისას  იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არის განსაზღვრული „საქარ­თველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმე­დოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და  ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვ­ნე­ბუ­ლი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთა­ვსების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შესაბამი­სო­ბის შეფასება  ხორციელდება საქართველოში მიღებული შესაბამისი  ტექ­ნი­კური რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცე­დუ­რების  თანახმად. მუხლი 2🔗.   ამ დანართის პირველი  მუხლით განსაზღვრული  შე­სა­ბა­მისობის შეფასების პროცედურებისგან განსხვავებული შესაბა­მი­სობის შე­ფასების პროცედურები შეიძლება გამოიყენებოდეს იმ ობიექტის ბაზა­რ­ზე განთავსებისას, რომელიც იმპორტირებულია ქვეყნიდან, რომელ­თანაც საქართველოს გაფორმებული აქვს ორმხრივი და/ან მრავალმხრივი შეთანხმება და რომელიც ითვალისწინებს შესაბამისობის შეფასების შე­დე­გების აღიარების მექანიზმებს. მუხლი 3🔗.  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,  რეგუ­ლი­რე­­­ბულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას დაქვემდებარებული ობიე­ქ­ტის ბაზარზე განმათავსებელი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საქა­რ­თველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს წა­რუ­დ­გინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვ­ნე­ბ­თან ამ ობიექტის შესაბამისობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმე­ნ­ტი.