„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.037.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №1/ნ

2013 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ და ,,შ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 19.08.2009წ., №103, მუხ. 1151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დეპარტამენტი, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) საავტომობილო გზების ფუნქციონერების ორგანიზება, მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ) საავტომობილო გზების სფეროში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომლის მონაწილეც არის საქართველო;

გ) საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია;

დ) საავტომობილო გზების განვითარების გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაცია;

ე) საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტუქცია-მოდერნიზაციისა და მშენებლობისათვის შესაბამისი სახსრების, მათ შორის ინვესტიციების, მოზიდვა და მიზნობრივი ხარჯვის ორგანიზაცია, აგრეთვე ამ საკითხებთან მიმართებაში სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციის შესრულება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სატენდერო პირობების მომზადება და რეალიზაცია;

ვ) საქართველოს კონონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საავტომობილო გზების დარგში დასაქმებულ პირთა საქმიანობის მართლზომიერების უზრუნველყოფა;

ზ) საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტების, ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ინსტრუქციების, ზოგადი პრინციპებისა და სხვადასხვა მახასიათებლების დამუშავება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათი მიღება-რეალიზაციის ხელშეწყობა, აგრეთვე დარგში სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სისტემების ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, ეროვნული სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა; დეპარტამენტის ყოველწლიური ობიექტებისა და სამუშაოების გეგმების დამტკიცება; პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის კატეგორიის სამუშაოებზე საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცება; 

ი) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული და დაუყოვნებლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

კ) საავტომობილო გზების დარგის შემდგომი ეკონომიკური რეფორმის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება; მისი ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი კანონპროექტებისა და ნორმატიული აქტების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში დასკვნებისა და შენიშვნების მომზადება საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტებთან დაკავშირებით, აგრეთვე დარგში სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცია;

მ) გადაცემული სახელმწიფო ქონების ფლობა და სარგებლობა;

ნ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარე განსხვისების   ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირება და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობისა და განვითარების საქმიანობათა დადგენილი წესით შეთანხმება;

ო) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სფეროში საექსპერტიზო საქმიანობის (გარდა სახელმწიფო ექსპერტიზისა) ორგანიზაცია;

პ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, ”საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელება;

ჟ) საავტომობილო გზების დარგში სახელმწიფოს მიერ აღებული კრედიტების, გრანტების, პროგრამებისა და სხვა დაფინანსებით მიღებული სახსრების მართვა, მათი ხარჯვის და რეალიზაციის მონიტორინგი; საინვესტიციო პროექტებით დაფინანსებული საგზაო სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მათი რეალიზაციის მონიტორინგი;

რ) წევრობაზე დაფუძნებული საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გაერთიანება და მათ საქმიანობაში მონაწილეობა;

ს) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განხორციელებულ მიმდინარე შეკეთების სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის, მონიტორინგი და კონტროლი;

ტ) საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის შერჩევითი შემოწმება, სატენდერო-საპროექტო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწიენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

უ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე  მესამე პირების მიერ დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) ზღვის, მდინარეთა და წყალსატევების სანაპირო ზონებში მორფოდინამიკური პროცესების მონიტორინგი და ავარიული უბნების გამოვლენა;

ქ) სანაპირო ზონებში რისკ-ფაქტორიანი უბნების გამოვლენა, სანაპირო ზონის განვითარების პროგნოზირება და სათანადო საინჟინრო გადაწყვეტილებების შემუშავება;

ღ) ზღვის, მდინარეთა და წყალსატევების სანაპირო ზონებში შეზღუდული სარგებლობის ტერიტორიების განსაზღვრა, მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი ზედამხედვეობის ზოლების დადგენა;

 ყ) სანაპირო ზონებში ბუნებრივი კომპონენტებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა;

შ) სანაპირო ზონებში ჭარბი აკუმულაციისა და ეროზიული უბნების გამოვლენა და  საჭიროები შემთხვევაში ჭარბი ნატანის გამოყენებით პლაჟების სტაბილიზაციისა და რეანიმაციის სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება;

ჩ) საინჟინრო ღონისძიებების მეშვეობით ნაპირფორმირების პროცესების ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვა;

ც) საქართველოს ზღვისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის გენერალური სქემების შედგენა;

ძ) ზღვისა და მდინარეების ნაპირების ფორმირების პროცესების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის ნორმების, წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის პროექტების შემუშავება;

წ) სანაპირო ზონებში რისკ-ფაქტორიანი უბნების პროექტირების ორგანიზება, სამუშაოების მიმდინარეობის მენეჯმენტი;

ჭ) სანაპირო ზონის ფარგლებში ნაპირდამცავი და სხვა სამშენებლო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;

ხ) ნაპირების საინჟინრო დაცვა-აღდგენასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის  დამუშავების ორგანიზება;

ჯ) ზღვის, მდინარეთა და წყალსატევების სანაპირო ზონების საინჟინრო დაცვის სფეროში თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე;“;

2.  დებულების მე-4 მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე;“;

3.  დებულების მე-4 მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

 

4.   დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) აპარატი (სამმართველო);

ბ) ფინანსების მართვის სამმართველო;

გ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

დ) იურიდიული სამმართველო;

ე) საერთაშორისო პროექტების სამმართველო;

ვ) საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველო;

ზ)საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამმართველო;

 თ) საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ორგანიზაციისა  და   

   მონიტორინგის სამმართველო;

ი) საავტომობილო გზების განვითარებისა და რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციის სამმართველო;

კ) საავტომობილო გზების განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველო;

ლ) საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველო;

მ) ნაპირდაცვის სამმართველო;“;

5.  დებულების მე-6  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. აპარატი (სამმართველო)

აპარატის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;

ბ) დეპარტამენტის შინაგანაწესის შემუშავება და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მონაწილეობით მის განხორციელებაზე კონტროლის გაწევა;

გ) დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მოსამსახურეთა შრომის წიგნაკებში შესაბამისი ჩანაწერების შეტანა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

დ) მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობების შემცველ დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა) მომზადება და წარმოება;

ე) შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, მოსამსახურეთათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტების მომზადება;

ვ) თანამდებობის პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და გაკონტროლება;

ზ) დეპარტამენტის თითოეული თანამდებობისათვის პროფესიულ – საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) დეპარტამენტის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება;

ი) დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის თანამ-შრომელთათვის დადგენილი წესის შესაბამისად, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება, პრაქტიკისა და სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის თანამშრომელთა საკადრო დოკუმენტაციის მომზადება;

ლ) დეპარტამენტში საქმის წარმოების ორგანიზება და კონტროლი, შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლი, შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და ორგანიზება;

მ) დეპარტამენტის საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება;

ნ) სტრუქტურული ერთეულების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების (დოკუმენტაციის) სისტემატიზირება, გაფორმების სისწორეზე კონტროლის განხორციელება და დეპარტამენტის არქივის საქმიანობის წარმართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;

პ) დეპარტამენტის საქმისწარმოების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მომსახურება;

ჟ) დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის;

რ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დეპარტამენტის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირება დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

ს) საეთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაცია, სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებათა დაგეგმვა და მათი მომზადება;

ტ) დეპარტამენტის სატელეფონო კავშირგაბმულობის საშუალებების, რადიოკავშირების და რადიოსადგურების, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის ექსპლუატაცია,  მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ტექნიკური ნორმების დაცვით შეკეთება;

უ) დეპარტამენტის ელექტროკავშირგაბმულობის საშუალებების მუშაობის ანალიზი, კავშირგაბმულობის საშუალებათა კომპიუტერული სისტემის უსაფრთხო, უავარიო მუშაობისათვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელება;

ფ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება.

 

 

6. დებულების მე-7  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7. ფინანსების მართვის სამმართველო

ფინანსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

  ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მოთხოვნების საფუძველზე დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირება;

 ბ) დეპარტამენტის ფინანსური უზრუნველყოფა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად მატერიალური რესურსების აღრიცხვა;

 გ) დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად დეპარტამენტის ქონების განკარგვის ფინანსური ასპექტების შესწავლა და მისი ეფექტურად მართვის მიზნით სათანადო წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დეპარტამენტისათვის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების და განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვაზე კონტროლის და მონიტორინგის განხორციელება;

ე) დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა;

ვ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრების (კრედიტებისა და გრანტების) ხარჯზე განსახორციელებელი სამუშაოების წლიური საფინანსო გეგმების მომზადება;

ზ) დეპარტამენტის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება და ნაერთი ანგარიშების წარდგენა შესაბამის ორგანოებში;

თ) საკრედიტო ხელშეკრულებების წარმოდგენილი პროექტების, მასალების,  დოკუმენტაციის შესწავლა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება;

ი) შესაბამისი მასალების მომზადება კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობისა და მათი ათვისების შესახებ სტატისტიკური, ფინანსური და სხვა საჭირო ანალიზებისა და ანგარიშების შედგენის უზრუნველსაყოფად;

კ) საერთაშორისო პროექტების განმახორციელებელ ერთეულებთან  მჭიდრო ურთიერთობების დამყარება,  შესაბამისი მასალებისა და წინადადებების მომზადება;

ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების უზრუნველყოფა კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე;

მ) დეპარტამენტის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ნ) დეპარტამენტის ბალანსზე არსებული მატერიალური და არამატერიალური აქტივების დადგენილი წესით აღრიცხვის წარმოება  და ჩამოსაწერი ქონების ხელმძღვანელობის წინაშე წარდგენა შესაბამისი წესით მათ ჩამოწერაზე;

ო)  დეპარტამენტის მოხელეთათვის შრომის ნორმალური პირობების შექმნა, გამოყოფილი სამეურნეო სახსრების  მიზნობრივი ხარჯვა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით; 

პ) ფასეულობების აღრიცხვა და დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ სამეურნეო ინვენტარზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და დეპარტამენტის საქმიანობისათვის განკუთვნილ ფასეულობებზე მატერიალური პასუხისმგებლობა;

ჟ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება;“;

 

7.   დებულების მე-11  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 ,,მუხლი 11. საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველო

საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სრულყოფა, მათი საექსპლუატაციო მაჩვენებლების სისტემატური ამაღლების ძირითადი მიმართულებების, მიმდინარე შეკეთების, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის და მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ყოველწლიური და პერსპექტიული გეგმების შემუშავება, დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმება და დასამტკიცებლად წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე;

ბ) ყოველი თვის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციების და ტექნიკური ზედამხედველის მიერ წარმოდგენილი მიმდინარე შეკეთების სამუშაოების გეგმების ფინანსური ანალიზის მომზადება და მისი შესათანხმებლად წარდგენა ხელმძღვანელობის წინაშე;

გ) ყოველი თვის ბოლოს, მიმდინარე შეკეთების შესრულებული სამუშაოების მიღებაზე სამუშაოების გეგმებთან და ხელშეკრულებებთან  შესაბამისობის დადასტურება და შემდგომ მათი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან წინადადებებით წარდგენა შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მიღებული ინფორმაციის გამოყენება პერსპექტიული გეგმებისა და გზების განვითარების საკითხების დამუშავებისას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების და სტიქიური მოვლენების პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაცია;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ექსტრემალურ პირობებში საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება, განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების განსაზღვრა;

თ) თანამშრომლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად;

ი) მიმდინარე შეკეთების და სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების  კონტრაქტების მონიტორინგი (აუცილებლობის შემთხვევაში საგარანტიო პერიოდის ჩათვლით);

კ) გზებისა და მათი კუთვნილებების სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი;

ლ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის სტატისტიკური მონაცემების მიღება, გადამუშავება და მათი სრულყოფა;

მ) ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა, რეგიონებში საავტომობილო გზების მდგომარეობისა და მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელ სამუშაოთა შესახებ წინადადებების წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე;

ნ) საავტომობილო გზების გასწვრივ მომსახურების ობიექტების, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაზე ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება;

ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის დისლოკაციის პროექტების შეთანხმების პროცედურათა განხორციელების მონიტორინგი;

პ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღრიცხული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების საავტომობილო გზების მიხედვით კლასიფიკაცია. ავარიების წარმოშობის მიზეზებისა და პირობების ანალიზი, ე.წ. შავი წერტილების გამოვლენა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილების და შავი წერტილების გაჯანსაღებისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად წინადადებების მომზადება;

ჟ) საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის  საკითხებზე შემოსული ინფორმაციების  განხილვა და მათი შეფასება; 

რ) სამეცნიერო, საპროექტო და სხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის  განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ს) საგზაო ნიშნების საავტომობილო გზების მიხედვით აღრიცხვის ორგანიზება და მათი არსებული დისლოკაციის პროექტებთან შედარება. წინადადებების მომზადება არსებული დისლოკაციის პროექტების განახლებისა და საჭიროების შემთხვევაში, ახალი დისლოკაციის პროექტების შემუშავების თაობაზე;

ტ) საინფორმაციო ჯგუფის მეშვეობით კონტრაქტორი ორგანიზაციებიდან ინფორმაციის შეგროვება გზებზე არსებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმების შესახებ, მიღებული ინფორმაციის დეტალური დამუშავებისა და ამ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და სხვა დაინტერესებული უწყებებისათვის;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოების წარმოების უზრუნველსაყოფად, კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი  მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის სქემების დამტკიცების, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმების, კონტრაქტორ ორგანიზაციებზე სქემების გადაცემის პროცედურათა და მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების განთავსებაზე მონიტორინგის განხორციელება, არსებული პროცედურების მიხედვით;

ფ) მოძრაობის ორგანიზაციის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებისა და სატრანსპორტო ნაკადის გადართვის ორგანიზებაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებთან ერთად მონაწილეობის მიღება;

ქ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება;“;

 

8. დებულების მე-13  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 13.    საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ორგანიზაციისა და მონიტორინგის სამმართველო

საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ორგანიზაციისა და მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების მიმდინარეობის მენეჯმენტი;

ბ) რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების კონტრაქტების მონიტორინგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან ობიექტის საგარანტიო პერიოდის ჩათვლით;

გ) ყოველი წლის დასაწყისში დეპარტამენტის კონტრაქტორი საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ გარდამავალ ობიექტებზე საინვენტარიზაციო უწყისების და ხაზოვანი გრაფიკების წარმოდგენის უზრუნველყოფა,  მათი ხელშეკრულებებთან და შესრულებულ სამუშაოებთან შესაბამისობის მონიტორინგი; 

დ) შესრულებული სამუშაოების მიღებაზე კონტრაქტით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის  ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურებთან წარდგენა;

ე) ყოველი თვის ბოლოს შემოსულ შესრულებებზე დაყრდნობით ცალკეულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის წარმოდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან;

ვ) სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, ობიექტებზე წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა, შესაბამის სამმართველოებთან  განხილვა და ხელმძღვანელობის წინაშე მათი განხორციელების შესახებ დასაბუთებული ინფორმაციის წარდგენა;

ზ) კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;  

თ) დარგის ნორმატიული ბაზის ტექნიკური-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივების, სტანდარტების, ინსტრუქციებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ი) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე გზების რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ყოველწლიური სატიტულო სიებისა  და პერსპექტიული პროგრამების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

კ) დასრულებული სამუშაოების მიღების კომისიებში მონაწილეობა;

ლ) წლის ბოლოს გარდამავალ ობიექტებზე დარჩენილი სამუშაოების დადგენა მომავალი წლის გეგმის განსაზღვრის მიზნით;

მ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება;“;

9. დებულების მე-14  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 14. საავტომობილო გზების განვითარების და რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციის სამმართველო

საავტომობილო გზების განვითარებისა და რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციის სამმართველო ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

 ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე საავტომობილო გზების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პერსპექტიული და ყოველწლიური პროგრამების მომზადება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება და დამტკიცების შემდგომ მათ შესრულებაზე მონიტორინგი;

 ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე გზების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების ყოველწლიური და პერსპექტიული პროგრამების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

 გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებისა და რეკონსტუქცია–მოდერნიზაციის სამუშაოების ყოველწლიური და პერსპექტიული გეგმების  შესრულებაზე მონიტორინგი;

დ) კონტრაქტორი ორგანიზაციებისათვის სამშენებლო ობიექტზე შესვლის, განკარგვის და სამუშაოების დასაწყებად სათანადო პირობების შექმნა;

 ე) სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკების მშენებლობის მიმდინარეობასთან შესაბამისობის კონტროლი. აუცილებლობის შემთხვევაში საკონტრაქტო ვადების კორექტირებისათვის სათანადო დოკუმენტაციის შედგენაში  სამმართველოს სპეციალისტების მონაწილეობა;

 ვ) შესრულებული სამუშაოების მიღებაზე (შუალედური და საბოლოო) კონტრაქტით განსაზღვრული შესაბამისი საზედამხედველო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების ხელმძღვანელობასთან წარდგენა;

 ზ) მიმდინარე სამუშაოებზე ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების  მუდმივი მონიტორინგი და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა თითოეულ ობიექტზე არსებული ვითარების შესახებ;

 თ) მშენებლობისა და რეკონტრუქცია-მოდერნიზაციის პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი მოგვარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;

 ი) სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით პროექტში აუცილებელი  ცვლილებების განხორციელების და  შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების  განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მომზადებული და შემუშავებული რეკომენდაციების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

 კ) კონტრაქტორი ორგანიზაციების მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ლ) საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ მშენებლობის მიმდინარეობაზე  წარმოდგენილი შუალედური ანგარიშების განხილვა და შედეგებზე რეაგირებისათვის ხელმძღვანელობასთან წარსადგენი   წინადადებების მომზადება;

მ) დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში  მონაწილეობა;

ნ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება;“;

 

10. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:

 

,,მუხლი 141. საავტომობილო გზების განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველო

საავტომობილო გზების განსახლებისა და გარემოს დაცვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარების სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე, ყოველწლიური და პერსპექტიული გეგმების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების პროექტირებაზე გასაცემი ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება განსახლებისა და გარემოსდაცვითი ჩარჩო დოკუმენტების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების გეგმების დამუშავების კუთხით;

გ) მომზადებული ჩარჩო დოკუმენტების, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების გეგმების წინასწარი ვარიანტების განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათი საბოლოო ვარიანტებისთვის შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება, როგორც საერთაშორისო (დამფინანსებელი) ორგანიზაციების მიერ დადგენილი ნორმების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით;

დ) მომზადებული საბოლოო ვარიანტების შესაბამის საერთაშორისო (საფინანსო) ორგანიზაციებისა და უწყებებისთვის, დადგენილი წესის მიხედვით, შესათანხმებლად წარდგენა და სათანადო ნებართვების მიღება;

ე) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების არანებაყოფლობითი განსახლებისა და გარემოსდაცვითი შეფასების უსაფრთხოების პოლიტიკის, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩარჩო დოკუმენტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით მომზადებული და შეთანხმებული  გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა;

ვ) განსახლების განხორციელების პროცესში, განსახლების გეგმებით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით პროექტის ზემოქმედებაში მოქცეული ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება, შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება, მათი მომზადება, გაფორმება და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ზ) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ბიუჯეტით დაფინანსებული სხვა პროექტებისთვის, რომელთა ფარგლებშიც არ არის გათვალისწინებული განსახლების გეგმების მომზადება, მაგრამ პროექტის ზემოქმედების შემთხვევებს ექნება ადგილი, ზემოქმედების მასშტაბებისა და ღირებულებების განსაზღვრისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;

თ) სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, შეთანხმებული გარემოს დაცვის მენეჯმენტის გეგმების შესრულების მონიტორინგის განხორციელება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის წარდგენა;

ი) სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას გამოვლენილი, როგორც პროექტით გაუთვალისწინებელი, ასევე სამუშაოების წარმოების პროცესში განსახლებისა და გარემოს დაცვის კუთხით წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა, მათი მოგვარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;     

კ) სამმართველოს ინსტიტუციონალური გაძლიერებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის განსახლებისა და გარემოს დაცვის კუთხით ჩატარებულ ტრეინინგებში, კონფერენციებში, სემინარებსა და სხვა შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;

ლ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება;“;

11. დებულების მე-15  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 15. საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველო

საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციისა და მშენებლობის ობიექტების პროექტირების ყოველწლიური სატიტულო სიების მომზადებაში მონაწილეობა, მათი სწორი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, ტექნიკური მახასიათებლების, ტერმინებისა და სხვათა მართლზომიერების გათვალისწინებით;

ბ) საპროექტო-საკვლევაძიებო სამუშაოების ყოველწლიური გეგმების დამუშავებისა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;

გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ხელოვნურ ნაგებობათა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობების საინჟინრო პროექტის დამუშავებაზე შესაბამისი დავალებების მომზადება;

დ) საინჟინრო პროექტების დამუშავებაზე დამკვეთის ფუნქციების განხორციელებას და მათი შესრულების კონტროლი;

ე) წარმოდგენილი პროექტების განხილვა, ტექნიკური მონიტორინგისა და შესაბამისი ანალიზის ჩატარების უზრუნველყოფა;

ვ) მიღებული საინჟინრო პროექტების (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია) შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმების განხორციელება და ექსპერტიზის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

ზ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან და მოვლა-შენახვის კონტრაქტორი ორგანიზაციებიდან მოწოდებული ინფორმაციის  საფუძველზე სახიდე გადასასვლელებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციისა და გამოკვლევა-გამოცდის ყოველწლიური გეგმების მომზადება, მათი შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი წინადადების წარდგენა ხელმძღვანელობისადმი;

 თ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ, სახიდე გადასასვლელებზე და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო ნაგებობებზე საჰაერო და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გატარებაზე და გზების საინჟინრო კომუნიკაციებით გადაკვეთებზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით შესაბამისი ტექნიკური პირობების მომზადება;

ი) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს დებულების შესაბამისად, ტექნიკური საბჭოს მოწვევის ორგანიზაციულ საკითხების წარმართვა და ტექნიკური საბჭოს სხდომის ოქმების გაფორმება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში სავტომობილო გზებისა და მასზე არსებული ხელოვნურ ნაგებობათა მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთების, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მშენებლობის მიმდინარეობისას ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა;

ლ) დარგის ნორმატიული ბაზის პროექტების, ტექნიკურ-ეკონომიკური ნორმების, ნორმატივების, სტანდარტების, ინსტრუქციების, წესების შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) საინჟინრო პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების განხორციელების კონტროლი;

ნ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება;“;

 

12. დებულების 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 151. ნაპირდაცვის სამმართველო

ნაპირდაცვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ზღვის, მდინარეთა და წყალსატევების სანაპირო ზონებში მორფოდინამიკური პროცესების მონიტორინგი და ავარიული უბნების გამოვლენა.

ბ) სანაპირო ზონებში რისკ-ფაქტორიანი უბნების გამოვლენა, სანაპირო ზონის განვითარების პროგნოზირება და სათანადო საინჟინრო გადაწყვეტილებების შემუშავება;

გ) ზღვის, მდინარეთა და წყალსატევების სანაპირო ზონებში შეზღუდული სარგებლობის ტერიტორიების განსაზღვრა, მკაცრი ზედამხედველობისა და მუდმივი ზედამხედველობის ზოლების დადგენა;

დ) სანაპირო ზონებში ბუნებრივი კომპონენტებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა;

ე) სანაპირო ზონებში ჭარბი აკუმულაციისა და ეროზიული უბნების გამოვლენა და  საჭიროები შემთხვევაში ჭარბი ნატანის გამოყენებით პლაჟების სტაბილიზაციისა და რეანიმაციის სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება;

ვ) საინჟინრო ღონისძიებების მეშვეობით ნაპირფორმირების პროცესების ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვა;

ზ) საქართველოს ზღვისა და მდინარეების ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის გენერალური სქემების შედგენა;

თ) ზღვისა და მდინარეების ნაპირების ფორმირების პროცესების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის ნორმების, წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის პროექტების შემუშავება;

ი) ნაპირების საინჟინრო დაცვა-აღდგენასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის  დამუშავების ორგანიზება;

კ) ნაპირდაცვით სამუშაოებზე გაფორმებული კონტრაქტების მონიტორინგი ხელშეკრულების გაფორმებიდან ობიექტის საგარანტიო პერიოდის ჩათვლით;

ლ) ყოველი თვის ბოლოს შესრულებული სამუშაოების მიღებაზე კონრტრაქტით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანიზაციიდან წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების მიღების აქტის გეგმებთან და ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შედარება, დადასტურება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურებთან წარდგენა;

მ) ყოველი თვის ბოლოს, შემოსულ ნაპირდაცვითი სამუშაოების შესრულებებზე დაყრდნობით, ცალკეულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ანალიზური ინფორმაციის წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან;

ნ) ნაპირდაცვითი სამუშაოების პროცესში წამოჭრილი საკითხების შესწავლა შესაბამის სამმართველოებთან კოორდინაციით და ხელმძღვანელობის წინაშე მათი მოგვარების თაობაზე დასაბუთებული ინფორმაციის წარდგენა;

ო) კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა მათ მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების თაობაზე;

პ) ნაპირსამაგრი სამუშაოების ყოველწლიური სატიტულო სიებისა და პერსპექტიული პროგრამების მომზადება;

ჟ) სხვადასხვა კომისიაში მონაწილეობის მიღება;

რ) სანაპირო ზონის ფარგლებში ნაპირდამცავი და სხვა სამშენებლო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;

ს) ზღვის, მდინარეთა და წყალსატევების სანაპირო ზონების საინჟინრო დაცვის სფეროში თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე;

ტ) დეპარტამენტის თავმჯდომარის სხვა დავალებათა შესრულება;“. 

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 აპრილიდან.

 


მინისტრიდავით ნარმანია