გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.03.2013
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.148.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2013
matsne.gov.ge 1,469 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2013 წლის 11 მარტი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ        ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი №1 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის სტატუსი 1. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და არის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს გორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და გორის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 2🔗. სამსახურის მუშაობის საერთო წესი და საქმისწარმოება 1. სამსახურისა და სამსახურის მოხელეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გორის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით. 2. სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. სამსახურში საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. თავი II სამსახურის საქმიანობის მიზანი, ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და სტრუქტურა მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის მიზანი სამსახურის საქმიანობის მიზანია: ა) გორის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ხარჯვისათვის შესყიდვების განხორციელების, შესყიდვის პროცედურების კანონიერების დაცვის, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის, შესყიდვების პროცესში კონკურენტული გარემოს შექმნის და შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ბ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გორის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები სამსახური: ა) უზრუნველყოფს შესყიდვების გეგმის შემუშავებას; ბ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას; გ) უზრუნველყოფს კანონით განსაზღვრული   შესყიდვების ორგანიზებასა და შესყიდვების პროცედურების განხორციელებას, შესყიდვის პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას; დ) უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების არქივისათვის გადასაცემად მომზადებას.   ე) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსისაგან; ბ) სამსახურის მოხელეებისაგან. მუხლი 6🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) მონაწილეობა მიიღოს სამსახურის დებულებით განსაზღვრული საკითხების განხილვაში; გ) განიხილოს ფიზიკური ან იურიდიული პირების განცხადებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. სამსახური ვალდებულია: ა) დადგენილი წესის მიხედვით ითანამშრომლოს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოებთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და წარდგენა; ბ) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში; გ) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე; დ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები და პასუხი აგოს მათი არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შესრულებისთვის. მუხლი 7🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური უზრუნველყოფს: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას; დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადებასა და განხორციელებას; ბ) შესყიდვების დამტკიცებული გეგმით განსაზღვრული შესყიდვების განხორციელებას, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად; გ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის და გამარტივებული შესყიდვის ორგანიზებას, ტენდერების შესახებ დოკუმენტაციის  მომზადებას, გამოქვეყნებას და მათ განხორციელებას; დ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული ანგარიშების შედგენას; ე) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული შესყიდვების განხორციელებას, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად; ვ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებას; ზ) შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს. თ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. თავი III სამსახურის მართვა, პერსონალი და მათი უფლება-მოვალეობები მუხლი 8🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 3. სამსახურის უფროსი: ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; დ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს სამსახურის სამუშაო გეგმას; ე) საჭირო გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების მიღების მიზნით, დადგენილი წესით, შეიმუშავებს და წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის დოკუმენტებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ვ) ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დადგენილი წესით წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ატარებს თათბირებს და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს. საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტების და დამუშავების მიზნით იწვევს გამგეობის სტრუქტურული და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს; თ) სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვისათვის განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ფუნქციებს და პასუხისმგებლობას; ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; კ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მომსახურეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ზრუნავს და უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას; ლ) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საქმიანობის ზედამხედველობას. ამ დებულების შესაბამისად აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; მ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ნ) გორის თვითმმართველი ერთეულის გამგებლის წინაშე შუადგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, შეაქვს წინადადება სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში  დამატებითი ხარჯების გამოყოფის შესახებ; ო) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი წინადადებების მომზადება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირებისა და სოციალური დაცვის შესახებ; პ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; ჟ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. სამსახურის უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 9🔗. სამსახურის პერსონალი 1. სამსახურის მოხელეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები. 2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამსახურის მოსამსახურეების შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობანი და თანამდებობრივი ინსტრუქციები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სამსახურის თანამდებობათა ნუსხას, შესაბამის სამუშაოთა აღწერილობასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 6. სამსახურის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 10🔗. სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის წესი 1. სამსახურის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. შესაძლებელია სამსახურის უფროსის წარდგინებით, ცალკეული საკითხების მოსამზადებლად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად, დადგენილი წესით, გამგებლის მიერ მიღებულ იქნენ შტატგარეშე მოსამსახურეები. მუხლი 11🔗. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო ნუსხის დამტკიცების წესი 1. სამსახურის მოსამსახურეების, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში, განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. საშტატო ნუსხას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე. მუხლი 12🔗. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სამსახურის საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი სამსახურებრივი მოვალეობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა შესაბამისი მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით, ისარგებლოს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) სამსახურის უფროსს დადგენილი წესით პერიოდულად წარუდგინონ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში; დ) სამსახურებრივი მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელს წარმოუდგინონ წინადადებები, მოამზადონ დასკვნები, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები; ე) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ვ) განუხრელად შეასრულონ შრომის შინაგანაწესის დადგენილი მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას; თ) შეასრულონ ამ დებულებით, შინაგანაწესით, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებული მოვალეობები და ცალკეული დავალებები. თავი IV სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი მუხლი 13🔗. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმიანობის კონტროლი 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. სამსახურის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს გორის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი; 4. სამსახურის სახსრები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს გორის თვითმმართველობის საკრებულო და გამგებელი, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის და ეფექტიანობის ზედამხედველობას. 6. სამსახურის საქმიანობის კონტროლის განსახორციელებლად გამგებელს უფლება აქვს მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაცია.