⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.03.2015)
გაუქმებულია:

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2013
ძალის დაკარგვა 15.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2013
matsne.gov.ge 5,123 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2013 მიღება
15.03.2015 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (16)
შემსყიდველი ორგანიზაცია
სს „საქართველოს სახელმწიფო ელ­ექტროსისტემა“
მუხლი 3
შესყიდვის ობიექტი
შესასყიდი საქონელი ან მომსახურება
მუხლი 3
საქონელი
ამ წესის №1 დანართში მითითებული საქონლის სა­ხეები
მუხლი 3
მომსახურება
ამ წესის №2 დანართში მითითებული მომ­სა­ხურების სახეები
მუხლი 3
შესყიდვების გეგმა
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამ­ტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა
მუხლი 3
პრეტენდენტი
საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელმაც წარადგინა ოფერტი ფასთა გამოკითხვის პროცედურაში ან სატენდერო წინადადება ტენდერის პროცედურაში
მუხლი 3
მიმწოდებელი
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ
მუხლი 3
ფასთა გამოკითხვა
შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლის და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია წერილო­ბი­თი ან ელექტრონული ფორმით ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისა­ღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემ­სყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს
მუხლი 3
გამარტივებული შესყიდვა
შესყიდვის საშუალება, როდესაც და­საშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა
მუხლი 3
გადაუდებელი აუცილებლობა
ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას
მუხლი 3
საფასური
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ამ წესით გან­საზღვრული სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ანგა­რიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც რჩება შემსყიდ­ველი ორგანიზაციის განკარგულებაში
მუხლი 3
დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი
კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი
მუხლი 3
ალტერნატიული წინადადება
ტენდერში ან ფასთა გამოკით­ხვაში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განსხვავებული ტექნიკურ-ხარისხობრივი მახასიათებლების მქონე სატენდერო წინადადება ან/და შეთავაზებული განსხვავებული ტექნიკური ან ორგანიზაციული გადა­წყვეტილება
მუხლი 3
ლოტი
ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოყოფილი შესყიდვის ობიექტი
მუხლი 3
ტენდერი
შესყიდვის საშუალება, რომლის დროს მიმწოდებლის შერჩევას სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე ახდენს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია
მუხლი 3
ფასის კლების ბიჯი
ფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0,4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (12)
1 ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტი, დემონტაჟი, განახლება და მონტაჟი
3 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, ინსტალირება, ექსპლუატაციაში გაშვება
4 გადამცემი ხაზისა და მართვის სისტემის მოწყობილობების ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება
5 ქვესადგურების, გადამცემი ხაზისა და მართვის სისტემის მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მომსახურება
6 მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის (SCADA) პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურება
7 იურიდიული მომსახურება
8 იჯარა, ქირავნობა და ლიზინგი
10 საექსპერტო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება
13 აღრიცხვის მოწყობილობების და მზომი ხელსაწყოების დამოწმება-კალიბრირება
14 სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
მომსახურების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №53 2013 წლის 7 მარტი    ქ. თბილისი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამ­ტ­კიცდეს თანდართული „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსის­ტემის“  მიერ ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შეუფერ­ხებ­ლად განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძა­ლაშია 2 (ორი) წლის ვადით.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შეუფერხებლად განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. წესის მოქმედების სფერო 1. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექ­ტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის შეუფერხებლად განხორცი­ე­ლე­ბი­სათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპე­ციალური წესი (შემდგომში ‑ წესი) ვრცელდება სს „საქართველოს სახელ­მწიფო ელექტროსისტემის“ საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა (დანართი №1) და მომსახურების (დანართი №2) სახეებზე. 2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსა­ხორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამო­ცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 3. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რე­კონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინ­ვესტიციო ბანკის (EIB) ან სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს ორგანიზა­ციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სა­მართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავში­რებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები ან/და განსხვავებული შესყიდვის საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. მუხლი 2🔗. შესყიდვების ძირითადი პრინციპები სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ შესყიდვების განხორციელების ძირითადი პრინციპებია: ა) შესყიდვების განხორციელების აუცილებლობა; ბ) რაციონალური არჩევანი; გ) საჯაროობა და ტრანსფარენტულობა; დ) პოტენციურ მონაწილეთა მიმართ შესაძლებლობათა გამოხატვის თანასწორი გარემო პირობების ფორმირება და ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; ე) საზოგადოებრივი ნდობის გარემოს ფორმირება; ვ) ეკონომიკური ეფექტიანობა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი ორგანიზაცია – სს „საქართველოს სახელმწიფო ელ­ექტროსისტემა“; ბ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან მომსახურება; გ) საქონელი – ამ წესის №1 დანართში მითითებული საქონლის სა­ხეები; დ) მომსახურება – ამ წესის №2 დანართში მითითებული მომ­სა­ხურების სახეები; ე) შესყიდვების გეგმა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დამ­ტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმა; ვ) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელმაც წარადგინა ოფერტი ფასთა გამოკითხვის პროცედურაში ან სატენდერო წინადადება ტენდერის პროცედურაში; ზ) მიმწოდებელი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; თ) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლის და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია წერილო­ბი­თი ან ელექტრონული ფორმით ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისა­ღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემ­სყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტს; ი) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც და­საშვებია მიმწოდებლის პირდაპირი შერჩევა; კ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას; ლ) საფასური – ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ამ წესით გან­საზღვრული სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ანგა­რიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც რჩება შემსყიდ­ველი ორგანიზაციის განკარგულებაში; მ) დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი – კალენდარული დღე, კვირა, თვე, კვარტალი, წელი; ნ) ალტერნატიული წინადადება – ტენდერში ან ფასთა გამოკით­ხვაში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განსხვავებული ტექნიკურ-ხარისხობრივი მახასიათებლების მქონე სატენდერო წინადადება ან/და შეთავაზებული განსხვავებული ტექნიკური ან ორგანიზაციული გადა­წყვეტილება; ო) ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოყოფილი შესყიდვის ობიექტი; პ) ტენდერი – შესყიდვის საშუალება, რომლის დროს მიმწოდებლის შერჩევას სატენდერო წინადადებების შეფასების საფუძველზე ახდენს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია; ჟ) ფასის კლების ბიჯიფასის კლების ბიჯი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0,4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით. მუხლი  4🔗. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობანი 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვა­ლიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეს­ყიდვა. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) რაციონალურად და შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში; ბ) ხელშეკრულების დადებამდე დაიცვას პრეტენდენტთა მიერ მის­თვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა; გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირო­ბების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა. მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა 1. ამ წესით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის შესყიდვებს შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს შესყიდვების გეგმის/ბი­უ­ჯე­ტის შესაბამისად. 2. შესყიდვების გეგმის შემუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; ბ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა ან გასაწევი მომსახურების მოცულობა; გ) შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები და ადგილი; დ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება; ე) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება. 3. შესყიდვების გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველი ორ­განიზაციის ბიუჯეტის/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამის მაჩვენებლებს. 4. შესყიდვების გეგმაში ცვლილებების შემთხვევაში კორექ­ტირებული შესყიდვების გეგმა წარედგინება სსიპ ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (აიტვირთება ერთიან ელექტრო­ნულ სისტემაში) ცვლილებების განხორციელებიდან მომდევნო თვის არა უგვიანეს 10 რიცხვისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 10 რიცხვი წარ­მოადგენს არასამუშაო დღეს, მაშინ არაუგვიანეს დადგენილი ვადის ბო­ლო დღის შემდეგი სამუშაო დღისა. მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები 1. შესყიდვის ობიექტის შესყიდვის საშუალებებია: გამარტივებული შესყიდვა, ფასთა გამოკითხვა და ტენდერი. შესყიდვის საშუალება შეირ­ჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარდგენილი შესყიდვის განაცხა­დის საფუძველზე. 2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალების (მათ შორის, დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული სა­შუალებების გამოყენება (შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მო­საწვევი იგზავნება და პრეტენდენტის შეთავაზებები მიიღება ელექტრო­ნული ფოსტით)) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან სხვა უცხოურ ენებ­ზე, თუ: ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს; ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწ­ყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია; გ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერ­ნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად; დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარე­სების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწო­დების ღირებულებას; ე) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების საფუძველზე შეს­ყიდვა განკუთვნილია საქართველოს იმ ტერიტორიაზე განთავსე­ბული ენერგოობიექტებისათვის, სადაც დროებით არ ვრცელდება საქარ­თველოს იურისდიქცია. 3. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელ­შეკ­რულების გარეშე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუ: ა) ერთეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 5 000 ლარს; ბ) ხორციელდება ინტერნეტით გამოწერის გზით საქონლის ან მომსახურების შესყიდვა; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. 4. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფასთა გამოკითხვის საშუ­ალებით, თუ: ა) შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან შესასყიდი საქონლის მწარმოებელი კომპანიების ან/და მწარმო­ებელი კომპანიის ოფიციალური დილერები და შესყიდვა ხორციელდება მწარმოებელი კომპანიებისაგან ან/და მათი დილერებისაგან. მოსაწვევ პირებს განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია; ბ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს; გ) შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან შესასყიდი მომსახურების გაწევაში რეგიონალურ ან მსოფლიო მასშტაბით  აღიარებული  კომპანიები და შესყიდვა ხორციელდება უშუა­ლოდ ამ  კომპანიებისაგან. მოსაწვევ პირებს განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია. 5. ფასთა გამოკითხვის საშუალებით შესყიდვისას მოწვევა ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის წერილობით ეგზავნება არანაკლებ ორ სათანადო (წინასწარ შერჩეულ) პრეტენდენტს. მოწვევის გაგზავნა და ფასთა გამოკითხვაში მონაწილის შემოთავაზების (ოფერტის) მიღება ასევე დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან/და სხვა უცხოურ ენებზე. ფასთა გამოკითხვის მოსამზადებელი სა­მუშაოების დროს შესასყიდ ობიექტზე წარსადგენი ინფორმაცია, რომელ­შიც შესაძლებელია მოთხოვნილ იყოს ერთეულის და საერთო ფასების, მიწოდების ვადების, ადგილის, მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი ფირ­მის და სხვა სპეციფიკაციების მინიშნების აუცილებლობა, განისა­ზ­ღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 6. ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ტენდერს.   მუხლი 7🔗. სატენდერო კომისია 1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის შემ­სყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არანაკლებ 5 (ხუთი) წევრის შე­მადგენლობით. 2. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანი­ზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი. 3. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის პრეტენდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის ხელ­მძღვანელის ახლო ნათესავი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დიული პირის ფორმით არსებული პრეტენდენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან წევრი, ან/და წევრი, რომელსაც აქვს წილი პრეტენ­დენტი იურიდიული პირის კაპიტალში. აღნიშნულ შემთხვევაში სატენ­დერო კომისიის შესაბამის წევრს უფლება არა აქვს, მიიღოს მონაწილეობა პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შერჩევასა და შეფასებაში. 4. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძ­ლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 5. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზა­ციული უზრუნველყოფის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმ­ძღვა­ნელის მიერ ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენ­დერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომი­სიის თავმჯდომარე. 6. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობითი ფორმით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმ­ჯდო­მარის ხმა. 7. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. 8. შესყიდვის ობიექტის დაზუსტებული მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების მიღების შემდეგ სატენდერო კომისიის აპა­რატი შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტს და სატენდერო დოკუმენტაციას. 9. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუ­მენტაცია მტკიცდება სატენდერო კომისიის მიერ განცხადების გამოქ­ვეყნებამდე, რაც აისახება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში. 10. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ, საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარდ­გე­ნამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზა­ციაში. მუხლი 8🔗. განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ 1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპე­ციალიზებულ გამოცემებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება საქართვე­ლოს ან/და საერთაშორისო მასშტაბით ქართულ, ინგლისურ ან/და რუ­სულ ენებზე და შემსყიდველი ორგანიზაციის ვებგვერდზე. სატენდერო წინადადების წარდგენა, ასევე დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის) გამოყენებით ქართულ, ინგლისურ ან/და სხვა უცხოურ ენებზე სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის ელექტრონულ მისამართზე, რომელიც მითითებულია სატენდერო განცხადებაში. 2. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტები, მათ შორის, ვებ­გვერდი; ბ) შესასყიდი (მისაწოდებელი) საქონლის სახეობა, რაოდენობა და ხარისხი, მიწოდების ადგილი და ფორმა, ან გასაწევი მომსახურების სახეობა და გაწევის ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით; გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები; დ) სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ადგილი და ენა; ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენ­ტები, მათი და სატენდერო წინადადებების წარდგენის წესი, ვადა, ადგილი და ენა; ვ) მითითება იმის თაობაზე, რომ დასაშვებია პრეტენდენტის სატენდერო წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთ­ხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში დაზუსტდეს, შეივსოს ან წარდგე­ნილ იქნეს სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია ან სატენდერო წინადადება მისი არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში – მითითება იმის თაობაზე, რომ სატენ­დერო წინადადება შეფასებაზე არ დაიშვება; ზ) საფასურის განაკვეთი; თ) სატენდერო კომისიის აპარატის პასუხისმგებელი პირის ელექ­ტრონული მისამართი; ი) ზეპირი ვაჭრობის ჩატარების ადგილი; კ) ორეტაპიანი ტენდერის დროს მითითება იმის შესახებ, რომ საკ­ვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს პირვე­ლადი სატენდერო წინადადება ღირებულების გარეშე; ლ) ორეტაპიანი ტენდერის დროს ინსტრუქცია პირველადი სატენ­დერო წინადადებების შედგენის თაობაზე, მათი წარდგენის წესი (წარ­დგენის ვადის ჩათვლით) და შეფასებისას მხედველობაში მისაღები მოთხოვნები; მ) ზეპირ ვაჭრობაზე ფასის კლების ბიჯი; ნ) გამოიყენება თუ არა ხელშეკრულების შესრულების უზრუნ­ველყოფის მექანიზმი ან/და დასაშვებია თუ არა ალტერნატიული სატენ­დერო წინადადების წარდგენა; ო) შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნა სატენდერო წინა­დადებების უზრუნველყოფის (გარანტიის) გამოყენების შესახებ, გარან­ტიის ფორმის ჩათვლით; პ)  ინფორმაცია სატენდერო კომისიის აპარატის იმ მუშაკთა სამსა­ხუ­რებრივი კოორდინატების შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არი­ან, გასცენ დამატებითი ინფორმაცია. 3. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს სატენ­დე­რო კომისია. 4. სატენდერო კომისია ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენ­ტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების დასრულებამდე არა­ნაკლებ 10 (ათი) დღისა. 5. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ტენდერის ჩატა­რების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ. 6. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლი­ლებები უნდა გამოქვეყნდეს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადას­ტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვა­დის დასრულებამდე არანაკლებ 5 (ხუთი) დღისა. მუხლი 9🔗. საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი 1. საფასურის გადამხდელები არიან საქართველოს ან უცხო სა­ხელმწიფოთა ფიზიკური და იურიდიული პირები, განურჩევლად სა­კუთ­რებისა და სამართლებრივი ფორმისა, რომლებსაც გააჩნიათ სურ­ვილი, მიიღონ მონაწილეობა ტენდერში. 2. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა საფასური 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით უნდა გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციის მი­ღების ვადის გასვლამდე. 3. საფასურის გადახდა წარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ ანგარიშზე. 4. საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე; ბ) თუ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო საფასურის გადამხდელი პირისათვის სატენდერო დოკუმენტაციის დროულად გა­დაცემა. 5. ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში საფასურის დაბრუნების საფუძველი არის სატენდერო კომისიის ან სასამართლოს გადაწყვე­ტილება. 6. სატენდერო კომისიის მიერ საფასურის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში: ა) გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა სიითი შემად­გენლობის უმრავლესობით; ბ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება საფასურის დაბრუნების თაობაზე აისახება კომისიის სხდომის ოქმში და ოქმიდან ამონაწერის სახით გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში უშუალოდ, ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით გადაეცემა შესაბამის პრეტენდენტს; გ) სატენდერო კომისიის სხდომის გადაწყვეტილების (საფასურის დაბრუნების თაობაზე) საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თანხის დაბრუნება საფასურის გადამხდელი პირისათვის. 7. საფასურის გადამხდელს უფლება აქვს: ა) მის მიერ გადახდილი საფასურის ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ მოთხოვნისთანავე მიიღოს სატენდერო დოკუმენტაცია; ბ) სატენდერო დოკუმენტაციის მიღების შემთხვევაში დადგენილი წესით წარუდგინოს სატენდერო კომისიას თავისი სატენდერო წინა­დადება; გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ან ქმედება, დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაციის მიღებასთან ან საფასურის გადახდასა და დაბრუნებასთან. მუხლი 10🔗. სატენდერო დოკუმენტაცია 1. სატენდერო კომისია ქართულ ან/და უცხოურ ენებზე შედგენილ სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე. 2. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პრო­ცესისა და დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე და შედგენილი უნდა იქნეს ამ წესის მოთხოვნათა დაცვით დამტკი­ცებული ფორმის მიხედვით. 3. პრეტენდენტის მიერ საფასურის გადახდის შემდეგ სატენდერო კომისია პრეტენდენტს მოთხოვნისთანავე გადასცემს სატენდერო დოკუ­მენტაციას. 4. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუ­მენტებსა და ინფორმაციას: ა) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შედგენის, წარდგე­ნის და შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიო­რი­ტეტულობის კოეფიციენტებს; ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების მოცულობას, სავალ­დებულო ან სასურველ ვადებს ან/და გრაფიკსა და ადგილს; გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების აღწერილობასა და ტექნიკურ მოთხოვნებს; დ) სატენდერო წინადადების ფასის გაანგარიშების წესს; ე) მითითებას იმ კონვერტირებადი ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ფასი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებების ფასის გაანგარიშება დაშ­ვებულია სხვადასხვა ვალუტაში, მითითებას მათი ეროვნული ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის თაობაზე; ვ) მითითებას იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა ალტერნატიული წინადადებების წარდგენა; ზ) მითითებას პრეტენდენტების მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის შე­საძლებლობის შესახებ, შესაბამისი პროცედურების აღწერას, შემსყიდ­ველი ორგანიზაციის იმ თანამშრომელთა ვინაობასა და საკონტაქტო კოორდინატებს, რომელთაც უფლება აქვთ, იქონიონ კავშირი პრეტენ­დენტებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – ინფორმაციას იმის შესახებ, აპირებს თუ არა შემსყიდველი ორგა­ნი­ზაცია სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე პრეტენდენ­ტების საერთო კრების ჩატარებას ან/და შესყიდვის შესრულების ად­გილის დათვალიერებისათვის მათ მოწვევას, კრების ჩატარების (დათვა­ლიერების) ადგილისა და თარიღის მითითებით; თ) მოთხოვნას სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადის გან­საზღვრის თაობაზე. ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ტენდერის ხანგრძლივობა, ხელშეკრულების დადების სავარაუდო ვადა და ამ პროცესში შესაძლო დაბრკოლებები; ი) შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს სატენდერო წინა­დადებების უზრუნველყოფის (გარანტიის), ხელშეკრულების შესრულე­ბის გარანტირების, შესყიდვის ობიექტისა და ხელშეკრულების შესრუ­ლების ცალკეული ეტაპების დაზღვევის თაობაზე, წარსადგენი გარან­ტიების ღირებულების ოდენობისა და ფორმის, დაზღვევის პირობების ჩათვლით; კ) მითითებას პრეტენდენტების უფლებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია სატენდერო წინადადების გატანასთან, მასში ცვლი­ლებების შეტანასთან, წარდგენილი გარანტიებისა და გადახდილი საფა­სურის დაბრუნებასთან, წარმოქმნილი პრეტენზიების გასაჩივრებასთან; ლ) მითითებას შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებაზე, შეწყვი­ტოს ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე შესყიდვის განხორციელება, ან უარყოს ყველა სატენდერო წინადადება; მ) ნებისმიერ სხვა შესაბამის მოთხოვნას, რომელიც შეიძლება გააჩ­ნდეს შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო წინადადებების მიმართ. 5. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუსტებს სატენდერო დო­კუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს საკვა­ლი­ფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდე­რო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაცია გაიტანა ამ ვადის გასვლის შემდეგ, სატენდერო დოკუმენტაციის დამატება მას გადაეცემა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად; ამასთან, პრეტენდენტს აღარ აქვს უფლება, მიმართოს კომისიას სატენ­დერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებსა და ობიექტთან და­კავ­შირებული ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტების მოთხოვნით. 6. პრეტენდენტის მიერ საფასურის გადახდის შემდეგ სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მოთხოვნისთანავე გადასცეს სა­ტენდერო დოკუმენტაცია. მუხლი 11🔗. სატენდერო წინადადებების შერჩევა და ტექნიკური შესაბამისობის დადგენა 1. სატენდერო წინადადებების გახსნისა და ფასების გამოცხადების შემდეგ პირველ რიგში უნდა განხორციელდეს მათი შერჩევა. შერჩევის მიზანია, წარდგენილი სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დო­კუ­მენტების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. შერჩევის პროცესში სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წი­ნადადებების კლასიფიცირებას შემდეგ კატეგორიებად: ა) სატენდერო წინადადებები, რომლებიც შეიძლება მისაღებად ჩა­ითვალოს; ბ) სატენდერო წინადადებები, რომლებიც მნიშვნელოვანი შეცდო­მის ან სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის გამო ვერ ჩაით­ვლება მისაღებად. 3. სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და ტექ­ნიკური შესაბამისობის დადგენის მიზნით არ დაიშვება განხილვისათვის იმ შემთხვევებში, თუ: ა) სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვერ შეძლებს ან არ მოახდენს სატენდერო განცხადებით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო მონაცემების დაზუსტებას, შევსებას, წარდგენას ან და­დასტურებას; ბ) შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩ­ნდება. 4. წინადადებების შერჩევის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს მათ დეტალურ განხილვასა და შესწავლას ტექნიკური შესაბამისობის დადგენის მიზნით. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, სატენდერო წინადადებების განხილვისათვის მოიწვიოს ექსპერტები და კონსულ­ტანტები. სატენდერო წინადადებების ან/და ექსპერტების დასკვნების განხილვა ხდება სატენდერო კომისიის სხდომებზე. საჭიროების შემთ­ხვევაში სატენდერო კომისიას შეუძლია მოიწვიოს პრეტენდენტი ან მისი წარმომადგენელი მის წინადადებასთან დაკავშირებით საჭირო ახსნა-განმარტებების მიღების მიზნით. 5. შეფასებისათვის დაიშვება მხოლოდ იმ პრეტენდენტების სატენ­დერო წინადადებები, რომლებიც გაივლის შერჩევის პროცესს და ტექნი­კურად შეესაბამება ტენდერში მოთხოვნილ ტექნიკურ პირობებს. მუხლი 12🔗. ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები 1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო განცხადებაში მითითებულ ადგილზე, ხოლო ზეპირი ვაჭ­რობის დაწყების კონკრეტული დრო წერილობით უნდა ეცნობოს შეფა­სებაზე დაშვებულ პრეტენდენტებს შერჩევის პროცედურის დასრუ­ლებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა. იმ შემთხვევაში თუ შეფასებაზე დაშვებული იქნა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ზეპირი ვაჭრობის ჩატა­რება სავალდებულო არ არის. 2. სატენდერო კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენტები, რომლებიც შერჩევისა და ტექნიკური შესაბამისობის დადგენის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. 3. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს სატენდერო კომისია წა­რუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ სატენ­დერო წინადადებებით წარდგენილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს. ვაჭრობის მონაწილე თითოეულ პრეტენდენტს უფლება აქვს, სამჯერ მო­ახ­დინოს თავის მიერ დაფიქსირებული ფასის შემცირება არანაკლებ სა­ტენდერო წინადადების ფასის კლების ბიჯით განსაზღვრული ოდე­ნო­ბისა. 4. ზეპირ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. სატენდერო წინა­დადების ფასის ცვლას თითოეულ რაუნდზე იწყებს უმაღლესი სატენ­დერო წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი. 5. ზეპირ ვაჭრობაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადებების შემცირებული ფასები აისახება სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სატენდერო კომისიის დამსწრე კომისიის წევრები და მონაწილე პრეტენდენტები. პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა განიხილება, როგორც უარი ზეპირ ვაჭრობაზე მის მიერ დაფიქსირებულ შემცირებულ ფასზე და ძალაში დარჩება მისი სატენდერო წინადადების პირვანდელი ფასი. 6. პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ზეპირი ვაჭრობის ელ­ექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით (მათ შორის, ელექტ­რო­ნული ფოსტით) წარმართვა ზეპირი ვაჭრობისათვის გამოყოფილ ვა­დებში. 7. ზეპირი ვაჭრობის საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ სა­ტენ­დერო წინადადებების შეფასება მოხდება ამავე წესის შესაბამისად. 8. ფასთა გამოკითხვის საშუალებით შესყიდვის ობიექტის შეს­ყიდვის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ზეპირი ვაჭრობის წესი. მუხლი 13🔗. სატენდერო წინადადებების შეფასების წესი 1. ზეპირი ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადებების საბო­ლოო ფასების დადგენის შემდეგ სატენდერო კომისია ახდენს სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. 2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად დაშ­ვებულია სატენდერო წინადადებების ფასის დაფიქსირება სხვადასხვა კონვერტირებად ვალუტაში, სატენდერო წინადადებების განხილვის დროს უნდა მოხდეს მათი გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად. 3. შეფასებისათვის გამოყენებული კრიტერიუმები შეიძლება ეხებო­დეს როგორც უშუალოდ პრეტენდენტებს, ასევე მათ მიერ წარდგენილ წინადადებებს. 4. პრეტენდენტების შეფასების მიზანია მათი ფინანსური მდგომა­რეობის, ტექნიკური შესაძლებლობების, პერსონალის კვალიფიკაციის, რეპუტაციის, გამოცდილების და სხვა მონაცემებისა და მახასიათებლების შედარება. 5. სატენდერო წინადადებების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) სატენდერო წინადადების ღირებულება; ბ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები; გ) შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქცი­ონალური მახასიათებლები; დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები; ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ მის ექსპლუა­ტაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, რემონტთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა კრიტერიუმები, რომელთა გამოყენებასაც მიზანშე­წო­ნილად ჩათვლის სატენდერო კომისია. 6. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა გა­აჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრიორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფი­ციენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. 7. სატენდერო კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტერიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავ­ლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენ­დენტის სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომი­სიის წევრის მიერ ერთ-ერთი პრეტენდენტისათვის მინიჭებული ყველა­ზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაითვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცე­მულ ხმად. სატენდერო კომისიის წევრები თავიანთ შეფასებას ადასტუ­რებენ ხელმოწერით. 8. თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის სატენდერო წინადადება მი­იღებს ერთნაირ შეფასებას, სატენდერო კომისიის წევრი ადარებს ქულებს კრიტერიუმების მიხედვით და უპირატესობას ანიჭებს იმ პრეტენდენტს, რომელსაც მეტი ქულა აქვს მიღებული უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე კრიტერიუმის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასება აბსოლუ­ტურად იდენტურია, სატენდერო კომისიის წევრმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელს ანიჭებს უპირატესობას და წერილობით დაასაბუთოს თა­ვისი გადაწყვეტილება. 9. გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელსაც სა­ტენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა მიანი­ჭებს უპირატესობას. სატენდერო კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბ­რად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 10. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვე­ბული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა წერილობითი შეფასებები. ოქმში მითი­თებუ­ლი უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირებისა და ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე პრეტენდენტების მიერ წარდგენილი წინადადებების მოკლე აღწერა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 11. გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა სატენდერო კომისია აცნობებს შედეგებს ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს და იწვევს გამარჯვებულს ხელშეკრულების დასადებად. 12. შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდ­ველი ორგანიზაცია არ არის ვალდებული, შესყიდვის მონაწილე პირებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულებანი ან დეტალური ინფორმა­ცია, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარ­ჯები, გადახდილი მომსახურების საფასურის გარდა. 13. პრეტენდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს ტენ­დერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. მუხლი 14🔗. ორეტაპიანი ტენდერი 1. ორეტაპიანი ტენდერი შეიძლება ჩატარდეს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, როდესაც მას მიზანშეწონილად მიაჩნია, ტენდერის პირველ ეტაპზე შემოთავაზებული პრეტენდენტების ტექნიკური წინა­დადებების გათვალისწინებით, სრულყოს და შეადგინოს საბოლოო სა­ტენდერო დოკუმენტაცია. 2. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტები დახუ­რულ კონვერტში წარადგენენ ტექნიკურ სატენდერო წინადადებებს ან/და ალტერნატიულ ტექნიკურ წინადადებებს შესაბამისი აღნიშვნით, ღირე­ბულების მითითების გარეშე. 3. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს, გამართოს მოლაპარაკებები პრეტენდენტებთან პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტებისა და სა­ტენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების განსაზღვრის მიზ­ნით. 4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად სა­ტენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარი­ანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს საფასურის გადახდის შემდეგ, რო­მე­ლიც გადაიხდება სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული ტენ­დერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ სპეციალურ ანგა­რიშზე პირველადი სატენდერო დოკუმენტაციის მიღებამდე. 5. სატენდერო კომისია ვალდებულია საფასურის გადახდისთანავე გადასცეს პრეტენდენტს პირველადი სატენდერო დოკუმენტაცია. 6. წარდგენილი სატენდერო წინადადებების შერჩევას, განხილვასა და შეფასებას სატენდერო კომისია მოახდენს ამავე წესის მე-11, მე-12 და მე-13 მუხლების დაცვით. მუხლი 15🔗. შესყიდვის ობიექტის აღწერის წესები 1. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში, სატენდერო დოკუ­მენტაციასა და შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებში შესყიდვის ობიექტის აღწერა უნდა იყოს მკაფიო და გა­საგები. 2. შესყიდვის ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები, აღწერილობა და სხვა ობიექტურად უნდა ასახავდეს შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს ეროვ­ნულ და საერთაშორისო სტანდარტულ მაჩვენებლებს, მოთხოვნებს, ტერ­მინოლოგიასა და პირობით აღნიშვნებს (თუ ასეთები არსებობს). მუხლი 16🔗. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა 1. სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის მიზნით შემ­სყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს გარანტირების მექა­ნიზმი სატენდერო წინადადების ღირებულების 3 (სამი) პროცენტის ოდე­ნობით. ცალკეულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესაძ­ლებელია განსაზღვრული იყოს გარანტიის განსხვავებული ოდენობა. ამ შემთხვევაში ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები ვალდებულნი არიან წარუდგინონ შემსყიდველ ორგანიზაციას თავისი სატენდერო წინადა­დებების უზრუნველყოფის გარანტიები, საბანკო გარანტია, ბანკის მიერ დამოწმებული ჩეკი, აკრედიტივი და სხვა. 2. გარანტირების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში შემსყიდ­ველ­მა ორგანიზაციამ სატენდერო დოკუმენტაციაში ან ფასთა გამოკით­ხვაში მონაწილეობისათვის  შეტყობინებაში უნდა ასახოს კონკრეტული მოთხოვნები გარანტიის ღირებულებითი ოდენობის, მისი ფორმის, გა­რანტიის გამცემი ორგანიზაციების მიმართ. 3. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად უნდა ეხებოდეს შესყიდვის პრო­ცედურაში მონაწილე ყველა პრეტენდენტს. 4. გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო  წინადადების მოქმედების ვადას. 5. გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს სატენდერო  წინადადებასთან ერთად. 6. შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს შესყიდვის პროცედურაში მონაწილე პირთათვის გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტების დაბრუნება  ხელშეკრულების ამოქმედების დღიდან არა უგვიანეს 10 (ათი) დღისა. 7. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის თაობაზე, პრეტენდენტებს გარან­ტი­ების დამადასტურებელი დოკუმენტები უკან უბრუნდებათ მოთხოვ­ნისთანავე. 8. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა ამოიწურა წინადადებების შეფასების დასრულებამდე და პრეტენდენტმა უარი განაცხადა ამ ვადის გაგრძელებაზე, პრეტენდენტს გარანტიის დამა­დასტურებელი დოკუმენტები უკან უბრუნდება მოთხოვნისთანავე. 9. გარანტიის დაუბრუნებლობისა და გამოყენების შესახებ გადაწ­ყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაცია, თუ: ა) წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე (თავისი წინადადების მოქმე­დების ვადის დასრულებამდე); ბ) გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან  ხელშეკრულების დადებაზე; გ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედუ­რების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. მუხლი 17🔗. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი 1. ტენდერი ითვლება არშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან სატენდერო წინადადება. 2. ტენდერი ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, თუ არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს. 3. არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდე­რის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოიყე­ნოს ამ წესით განსაზღვრული შესყიდვის განხორციელების სხვა საშუ­ა­ლება. მუხლი 18🔗. ხელშეკრულების პირობები მიმწოდებლებთან დასადებ შესყიდვის ხელშეკრულებაში სასურ­ველია გათვალისწინებული  იქნეს შემდეგი  საკითხები და პირო­ბე­ბი: ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვი­ზი­ტები; ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარა­მეტ­რები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაო­დენობა, ერთეულის ან/და მთლიანი ღირებულება; გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადა­სახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ფაქტორების გათვა­ლისწინებით); დ) შესყიდვის ობიექტის ხარისხი. საჭიროების შემთხვევაში, არსე­ბულ სტანდარტებთან შესაბამისობა; ე) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები და ადგილი; ვ) შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი; ზ) ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები); თ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამო­ყენების შემთხვევაში); ი) მხარეთა უფლება-მოვალეობანი; კ) მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარ­ღ­ვევისათვის; ლ) ფორს-მაჟორული სიტუაციები; მ) ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასების გადასინჯვის შესაძლებლობა; ნ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ო) დავების გადაწყვეტის წესი; პ) ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები. მუხლი 19🔗. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი 1. ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია გამოყოფს შესაბამის პირს ან პირთა ჯგუფს. 2. ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციე­ლებე­ლი პირის (პირთა ჯგუფის) ფუნქციებია: ა) მიმწოდებელთან მოლაპარაკების საფუძველზე ხელშეკრულების შესრულების კონტროლის გეგმა-გრაფიკის შედგენა საჭიროების შემთ­ხვევაში; ბ) მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დად­გენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის გან­ხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების ორგანიზება; გ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგა­რიშსწორების პროცესის რეგულირება; დ) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ამსახველი პერი­ოდული დოკუმენტაციის წარმოება. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის მიღება ხდება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის) გაფორმების საფუძველზე (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია აწარმოოს შეს­ყიდვის ობიექტის ხარისხის ინსპექტირება ხელშეკრულების შესრულე­ბის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, ნედლეულისა და მაკომპლექტებელი ნაწილების ხარისხისა და ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების (მომსახურების) ინსპექტირება. 5. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნ­ველყოს შემსყიდველი ორგანიზაცია ინსპექტირების ჩატარებისათვის აუ­ცი­ლებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებითა და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ინსპექ­ტირების ჩატარების მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსო­ნალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი ორგანიზაცია. 6. ყველა გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასა და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. შესყიდვის ობიექტის მიღების დამადასტურებელი დოკუ­მენტების გაფორმებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს მიწოდე­ბული საქონლის ან მომსახურების საბოლოო შემოწმებას (თუ ხელშეკ­რულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), რომლის მიზანია მათი შესაბამისობის დადგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვ­ნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, მოწონებულ ნიმუშებთან, არსე­ბულ სტანდარტებთან. საბოლოო შემოწმების ადგილი განისაზღვრება ხელშეკრულების პირობებით. საბოლოო შემოწმების პროცესში ხელშეკ­რულების მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები. შემოწმების შედეგად გამოვ­ლენილი ნებისმიერი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარ­ჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი (დაწუნებული საქონლის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით). 8. საბოლოო შემოწმების შედეგები უნდა ეცნობოს მიმწოდებელს წე­რილობითი სახით, დაწუნებული შესყიდვის ობიექტისა და წუნდების მი­ზეზების მითითებით. 9. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და შემსყიდველი ორგანი­ზაციის მიერ გამოყოფილ პირს (ან პირთა ჯგუფს) შორის წარმოიშობა უთანხმოება, იგი უნდა გადაწყდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმ­ძღვანელობასა და მიმწოდებელს შორის უთანხმოების განხილვის მეშვე­ობით, ხოლო ამ გზით საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში – სასა­მართლო წესით. 10. ტრანსპორტირების პროცესში საქონლის დაზიანებით გამოწ­ვეული ზარალის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონ­მდებლობითა და ხელშეკრულების პირობებით. 11. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი). 12. ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის უნდა განხორციელდეს  ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 13. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს წინასწარ ანგარიშ­სწორებას. წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იქნეს წინასწარ გადა­სახდელი თანხის პროცენტული ოდენობა შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებასთან მიმართებაში. 14. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში (გარდა აკრედიტივის ფორმით ანგარიშსწორებისა) მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია იმ ფორმითა და მოქმედების ვადით, რომლებიც ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული. შემსყიდველი ორგანი­ზაცია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი ანგარიშს­წო­რებისას გარანტირების მექანიზმის გამოუყენებლობის თაობაზე პოტენციური მიმწოდებლის  საქმიანი რეპუტაციისა ან/და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით. 15. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწ­ყვიტოს  ხელშეკრულების მოქმედება, თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამა­დასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება, თუ მიმწო­დებელი არ ასრულებს ან არღვევს ხელშეკრულების პირობებს და საქარ­თველოს კანონმდებლობით (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დად­გენილი) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 20🔗. შესყიდვების შესახებ ანგარიში 1. განხორციელებული შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკ­რულებების თაობაზე ანგარიში ყოველკვარტალურად წარედგინება სსიპ ‑ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 (ოცდაათი) რიცხვისა. 2. ანგარიშში მითითებული უნდა იქნეს შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ნომერი და თარიღი, მიმწოდებელი, შესყიდვის ობი­ექტის დასახელება, სავარაუდო ღირებულება (ბიუჯეტი), ხელშეკრუ­ლების ღირებულება, ბიუჯეტში დარჩენილი რეზერვი, პირობითი და­ნაზოგი. მუხლი 21🔗. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა 1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შემ­სყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში გამოიყენება ხელ­შეკრულების უზრუნველყოფის (შესრულების) გარანტირების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა. გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 (ათი) პროცენტს და არ უნდა იყოს 2 (ორი) პროცენტზე ნაკლები. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს გადაწ­ყვეტილება ხელშეკრულების უზრუნველყოფის (შესრულების) გარანტი­რების მექანიზმის ან დაზღვევის მექანიზმის გამოუყენებლობის თაობაზე პოტენციური მიმწოდებლის  საქმიანი რეპუტაციისა ან/და მის მიერ წარ­მოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნო­ბადობის გათვალისწინებით. 3. ხელშეკრულების შესრულების გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ დადგენილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტიის, ბანკის მიერ დამოწმებული ჩეკის ან აკრე­დიტივის, ან გარანტიის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარ­დგენა. 4. გარანტიის მოქმედების ვადა და მისი დაბრუნების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკ­რულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მი­ზე­ზებით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს გა­რანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება. 5. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, უარი განაცხადოს ისეთ დაზღვევაზე, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესებს არ შეესაბამება. მუხლი 22🔗. დავების გადაწყვეტა 1. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ და პრე­ტენდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით მიღე­ბუ­ლი გადაწყვეტილებები სასამართლო წესით. 2. სასამართლოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავები განი­ხილება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. თუ მიმწოდებელი არ არის საქართველოს რეზიდენტი, ხელ­შეკრულების განხორციელების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვა შესაძლებელია განხორციელდეს საარ­ბიტრაჟო გარჩევის გზით. დანართი  №1 შემსყიდველი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ჩამონათვალი № საქონლის დასახელება 1 ქვესადგურებში არსებული პირველადი და მეორადი (სარელეო) ელექტრომოწყობილობები (მათ შორის, ძალოვანი, დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორები, ამომრთველები, გამთიშველები და სხვ.) და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე მათი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები 2 ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობილობები და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე მათი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები 3 ქვესადგურებში სარელეო დაცვის, უჯრედის მართვისა და სასისტემო ავტომატიკის მოწყობილობები და მათი სათადარიგო ნაწილები, ასევე მათი დემონტაჟი-მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები 4 ელექტრომრიცხველები და მისი დამონტაჟებისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები 5 რკინისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები 6 იზოლირებული და არაიზოლირებული კაბელი, სადენი, გვარლი 7 მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის (SCADA) მასალა-მოწყობილობები 8 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და მისი სამონტაჟო მასალა-მოწყობილობები 9 მზომი ხელსაწყოები, მათი ნაწილები და სამონტაჟო მასალა-მოწყობილობები 10 სამშენებლო მასალები ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე რკინისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების გასამყარებლად, მათ შორის (მაგრამ არაშემოფარგლული შემდეგით): ა) ხრეში; ბ) ქვიშა; გ) ღორღი; დ) ბალასტი; ე) ცემენტი; ვ) ბეტონი; ზ) არმატურა. 11 ქვესადგურის მართვის სისტემა, მისი პროგრამული და არაპროგრამული მოწყობილობები, მისი მონტაჟისათვის საჭირო მასალა-მოწყობილობები (მათ შორის, სადენები და კაბელები) 12 ქვესადგურებისა და ელ. გადამცემი ხაზების მომსახურე სპეც. ავტოტექნიკა (ამწე, ამწე კალათა, ამწე კოშკურა, ამწე მანიპულატორი, ბრიგადის მანქანა, თვითმცლელი, ავტომანქანა ტექნიკური პერსონალის გადასაყვანად, უნაგირა საწევარი, ტრაქტორი, საწვავმზიდი, სავახტო ავტობუსი, სატვირთო მანქანა, მოძრავი ელ. ლაბორატორია, ავტოდამტვირთველი) და მისი ნაწილები 13 სპეცტანსაცმელი, სპეცინვენტარი და დამცავი საშუალებები 14 ენერგოობიექტების პროექტირებისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლიცენზიები დანართი  №2 შემსყიდველი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული მომსახურების ჩამონათვალი № მომსახურების დასახელება 1 ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტი, დემონტაჟი, განახლება და მონტაჟი 2 ქვესადგურების ან ხაზის მშენებლობის ტერიტორიაზე გადამცემი და გამანაწილებელი მოწყობილობის, აგრეთვე კონსტრუქციების რემონტის, დემონტაჟის, განახლებისა და მონტაჟის მიზნით დეფექტური აქტებისა და პროექტების (ან მისი ნაწილის) მომზადება 3 ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა, ინსტალირება, ექსპლუატაციაში გაშვება 4 გადამცემი ხაზისა და მართვის სისტემის მოწყობილობების ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება 5 ქვესადგურების, გადამცემი ხაზისა და მართვის სისტემის მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მომსახურება 6 მონაცემთა მიღებისა და მართვის სისტემის (SCADA) პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურება 7 იურიდიული მომსახურება 8 იჯარა, ქირავნობა და ლიზინგი 9 ტვირთების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული სატერმინალო (სატრანსპორტო საშუალების ან/და ტვირთის დგომა, დაცლა-დატვირთვა, საწყობში საქონლის დროებითი შენახვა) და საბროკერო (მიწოდებულ ან მისაწოდებელ საქონელზე სასაქონლო დეკლარაციების მომზადება) მომსახურება 10 საექსპერტო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურება 11 ქვესადგურებისა და ელ. გადამცემი ხაზების მომსახურე სპეც. ავტოტექნიკის (ამწე, ამწე კალათა, ამწე კოშკურა, ამწე მანიპულატორი, ბრიგადის მანქანა, თვითმცლელი, ავტომანქანა ტექნიკური პერსონალის გადასაყვანად, უნაგირა საწევარი, ტრაქტორი, საწვავმზიდი, სავახტო ავტობუსი, სატვირთო მანქანა, მოძრავი ელ. ლაბორატორია და ავტოდამტვირთველი) ტექ. მომსახურება 12 ქვესადგურებში არსებული პირველადი და მეორადი (სარელეო) ელექტრომოწყობილობების, ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობილობის, რკინისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებისა და მათი სათადარიგო ნაწილების, ასევე ქვესადგურებისა და ელ. გადამცემი ხაზების მომსახურე სპეც. ავტოტექნიკის და მათი ნაწილების გადაზიდვის მომსახურება 13 აღრიცხვის მოწყობილობების და მზომი ხელსაწყოების დამოწმება-კალიბრირება 14 სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები