აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.03.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 190040030.32.061.016037
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2013
matsne.gov.ge 877 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  დადგენილება №5  2013  წლის  13 მარტი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 92-ე მუხლის და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის „ი” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი” (დანართი №1).  2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“   აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 მარტის  №11 (აფხაზეთის საკანონმ. მაცნე №5, მუხლი 13🔗, 25.03.2010წ.) დადგენილება. მუხლი 2🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი             თამაზ კვარაცხელია დანართი №1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი  ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი მუხლი 1🔗 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე.  2. ეს წესი განსაზღვრავს მხარჯავი დაწესებულებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან სამართლებრივი აქტის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებისთვის ან/და საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების პროგრამული კოდისთვის გამოყოფილი სახსრების, აგრეთვე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმს. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის განსაზღვრული პროგრამების ასიგნებებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში. 4. მხარჯავი დაწესებულებების ერთი პროგრამის ფარგლებში არსებული ქვეპროგრამების და საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ასიგნებების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილება (შემდგომში - გადანაწილება) შეიძლება განხორციელდეს ამ დადგენილებით დადგენილი წესით, შეუზღუდავად. 5. მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი წინადადებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან თანხები შეიძლება გადანაწილდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის დამტკიცებული ასიგნებების საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში. 6. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად სამართლებრივი აქტის საფუძველზე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი სახსრების გადანაწილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს შეუზღუდავად. 7. წლიური საბიუჯეტო კანონის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად. 8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად. მუხლი 2🔗 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური  ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება გადანაწილების შესახებ მოთხოვნას (შემდგომში – მოთხოვნა) წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს, ხოლო საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილებაზე, კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილ მოთხოვნაში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ გადანაწილებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მოთხოვნის შინაარსსა და გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნაში ცალკე გამიჯნოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან სამართლებრივი აქტით ამავე მხარჯავი დაწესებულებისთვის გამოყოფილი სახსრების გადანაწილებაზე ინფორმაცია თითოეული სამართლებრივი აქტის და ამ აქტის საფუძველზე გამოყოფილი სახსრების წყაროს მიხედვით. 4. წარდგენილ მოთხოვნაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ხაზინაში არ უნდა წარადგინოს „ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომლებზედაც არსებობს გადანაწილების მოთხოვნა. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე მხარჯავი დაწესებულების მოთხოვნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 15 სამუშაო დღის ვადაში. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური  ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურის ფინანსთა მინისტრი იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადანაწილება ხორციელდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის იმ დეტალიზაციის დონეზე, რომელიც მხარჯავი დაწესებულებისთვის დამტკიცებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური  ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა (ხორციელდება მხოლოდ კვარტალებს შორის ასიგნებების გადანაწილება), გადაწყვეტილების მიღებაზე ასევე უფლებამოსილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გადანაწილების გარდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას ან გადანაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამის წინადადებებს წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს. 8. ასიგნებების გადანაწილებაზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 9. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე დეპარტამენტის კონსოლიდირებული ბიუჯეტის განყოფილების  უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებით გათვალისწინებული ასიგნებები. 11. განხორციელებული ცვლილებები მხარჯავი დაწესებულებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილობით.