⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.10.2017)
გაუქმებულია:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.03.2013
ძალის დაკარგვა 04.10.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010320000.32.061.016039
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,430 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.2013 მიღება
04.10.2017 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  დადგენილება №7  2013  წლის  13 მარტი ქ. თბილისი          აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის  დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება, თანახმად  დანართისა. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                             თამაზ კვარაცხელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗.  გამოყენების სფერო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების, ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის  დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს კომისიის საქმიანობის წესს. თავი II. საკონკურსო-საატესტაციო კომისია მუხლი 2🔗. კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. კომისიის მიზანია: ა) ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი პირის კონკურსის წესით შერჩევა; ბ) დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის შეფასება; გ) მოხელის სამსახურებრივი დაწინაურებისა და მისთვის საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 2. კომისიის ფუნქციებია: ა) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შეფასების პროცედურის წარმართვა; ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კანდიდატის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა. მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის (შემდგომში - მთავრობის თავმჯდომარე) წარდგინებით, ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 3. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 4. თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 5. კომისიის მუშაობაში შეიძლება მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები. მუხლი 4🔗. კომისიის სხდომა 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. თავი III. კონკურსი მუხლი 5🔗. კონკურსის გამოცხადება 1. საჯარო კონკურსს აპარატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აც­ხადებს მთავრობის აპარატი საჯარო სამ­სა­ხუ­რის ბიუროს მიერ ად­მი­ნის­ტრი­რებული ვებგვერდის საშუალებით. ამასთანავე, კანდიდატებს განცხადების წარ­სად­გე­ნად ეძ­ლე­ვათ არანაკლებ 10-დღიანი ვა­და კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონ­კურ­სის გა­მოც­ხა­დე­ბის დღედ ითვლება ბოლო გა­მოც­ხადების მომენტი. 2. შეტყობინება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მო­ნა­ცე­მებს: ა) დაწესებულებისა და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის და­სა­ხე­ლე­ბებს; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შესასრულებელ სამუშაოს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და მათი წარ­­მოდ­გე­ნის ვადას; ვ) კომისიის მისამართს.  3. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. 4. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის მიმართ განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 5. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. მუხლი 6🔗. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისთვის კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. მუხლი 7🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა 1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) წერითი დავალება; ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება; გ) გასაუბრება. 2. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 8🔗. კომისიის სამდივნო 1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს შექმნას კომისიის სამდივნო (შემდგომში - სამდივნო). 2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა. 3. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას. მუხლი 9🔗. კონკურსის შედეგები 1. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს - კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 3. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არცერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. თავი IV. ატესტაცია მუხლი 10🔗.  ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი და კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობის თავმჯდომარე. 3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 11🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთ კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარადგენს დახასიათებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მიხედვით. იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. 2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. 4. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით ან/და ფორმებით: ა) სხვადასხვა სახის ტესტირება; ბ) წერითი დავალება; გ) გასაუბრება. 5. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 6. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 7. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს. 8. ატესტაციაზე მოხელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე მიიღებს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის `დ~ ქვეპუნქტით  განსაზღვრულ შეფასებას, ხოლო საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში - საკითხი განიხილება კომისიის მომდევნო სხდომაზე. მუხლი 12🔗.  მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციის კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად. 2. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს. 3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იმსახურებს დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 4. საჭიროების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას და მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. მუხლი 13🔗. ატესტაციის შედეგები 1. კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან  ორ დღეში. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დაწესებულების ხელმძღვანელს მოახსენებს ატესტაციის დასრულებიდან ერთ კვირაში. თავი V. დავები კონკურსებთან და ატესტაციებთან დაკავშირებით მუხლი 14🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის ან ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის ან ატესტაციის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 15🔗. კონკურსისა ან ატესტაციის შედეგების გასაჩივრება კონკურსის ან ატესტაციის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VI.  დასკვნითი დებულებანი საკითხები, რომლებიც ამ დებულებით არ არის მოწესრიგებული, განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.