მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 13.03.2013
ძალის დაკარგვა 15.09.2014
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.09.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 14.02.2012
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2013 წლის 13 მარტი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულება“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 14 თებერვლის №4 დადგენილება, „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge. 21.02.2012 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016046)
მუხლი 3🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში გამგეობის) ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში--სამსახური), წარმოადგენს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და გამგეობის დებულების თანახმად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ ფარგლებში;
2. სამსახურის თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს:
საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს კანონით ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, საქართველოს კანონით ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოში მოქმედი სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით და წინამდებარე დებულებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, გამგეობისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამსახურის დაფინანსების წყაროა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
1.5. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი, სამსახურის სრული დასახელებით:
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური“.
6. სამსახური თავისის საქმიანობის განხორციელებისას წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
7. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
8. სამსახურის იურიდიული მისმართია დაბა მესტია სეტის მოედანი №-1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
1. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
2. კანონის წინაშე თანასწორობის დაცვა;
3. საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
4. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე.
5. საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით.
6. მიუკერძოებლობა.
7. საქვეყნოობა და საჯაროობა
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. მშენებლობის მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაცისთან შესაბამისობის კონტროლი; კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა, მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.
2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი; მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება.
3. სამშენებლო, სარემონტო საფრთხის შემცვლელი სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და საამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) კონტროლი.
4. გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.
5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე, შენობა-ნაგებობების, ფასახდების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკეტების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი.
6. ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, მუნიციპალური სამსახურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზე. დაბის მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე, სამშენებლო შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე, კეთილმოწყობის წესების დაცვაზე, შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, სარეკლამო მეურნეობის ვიტრინების, მარკეტების ალაყაფებისა და სადარბაზო კარების, კომუნიკაციათა ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ ესთეტიკურ მდგომარეობაზე.
7. აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ყოველწლიურად მუნიციპალიტეტის ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით მისი დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლისათვის ხელშეწყობა.
8. უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, ,,სტელაჟების“, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა-აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება.
9. კომპეტენციის ფარგლებში, მეთოდოლოგიური დოკუმენტის მომზადება, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ნებართვის გაცემასა და ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების საკითხებზე.
10. კომპეტენციის ფარგლებში არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
11. იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან იჯარის ქირის ამოღების ორგანიზება.
12. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ მიმართ გათვალისწინებული ზომების გატარება.
13. ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად დანიშნული სატენდერო მოსაკრებლის გადახდის წესის დაცვის ზედამხედველობა.
14. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა-რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა.
15. უფლებამოსილების ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-საამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვის შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტი სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა.
ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს კონტროლი სამუშაოთა ხარისხიან შესრულებაზე დადგენილ ვადებში. დარღვევების გამოვლენისას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეადგინოს დოკუმენტები და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით დააყენოს საკითხი სასამართლოს წინაშე.
გ) არქიტექტურულ- სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სპეციალისტების შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მოითხოვოს შესამოწმებელი ობიექტების ლაბორატორიული გამოცდის კვლევის და გაზომვების ჩატარება.
დ) დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და შემოწმების აქტი კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული, დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ.
ვ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
ზ) მის მმართველობას მიკუთვნებული სფეროების ფარგლებში მოამზადოს წინადადებები ადგილობრივი სამსახურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების არამართლზომიერების გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ და წარადგინოს დადგენილი წესით დანიშნულებებისამებრ.
თ) ამოიღოს ადგილობრივი მოსაკრებლები და განახორციელოს მასზე ზედამხედველობა.
ი) მოახდინოს არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზების ღონისძიებათა განხორციელებაზე ზედამხედველობა.
კ) უზრუნველყოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ქირის ამოღების ხელშეწყობა.
ლ) არასასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონიძიებები.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ზედამხედველობა და კონტროლი მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-საამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილ ორგანიზაციულ–სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე.
ბ) მიიღოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობისთვის დადგენილი წესების დარღვევისათვის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომები.
გ) აწარმოოს საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, და დასასვენებელ ზონებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწის ქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა გადაკეთებაზე, საამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილების დაყენებაზე, შენობათა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგავის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი.
დ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში გამგეობის და საკრებულოს მიერ დაბის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირება და დასუფთავების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების, დადგენილების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებაზე.
ე) შეინახოს და დაიცვას მასზე კანონით დადგენილი წესით გადაცემული სახელმწიფო ქონება, მოახდინოს ქონების ინვენტარიზაცია, ქონების დაზიანების, დატაცებისა და ა.შ. შემთხვევებში იმოქმედოს კანონის შესაბამისად.
ვ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
მუხლი 5🔗.
სანიტარიულ, ეპიდემიურ და შრომითი ურთიერთობების დაცვის საკითხებში მთავარი სპეციალისტისა და წამყვანი სპეციალისტის ფუნქციები
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში.
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაში ეპიდემური ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში.
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში შრომითი ურთიერთობის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში.
დ) გარემოს დაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლი.
ე) თვითმმართველი ერთეულისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შრომის უზრუნველსაყოფად, ყოფაცხოვრების და დასვენების უსაფრთხოების განმსაზღვრელი წესებისა და ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა.
ვ) თვითმმართველი ერთეულისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ხარისხობრივი ცვლილებებისაგან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე ზედამხედველობა.
ზ) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განყოფილების მოხელეების მეშვეობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა სამართალდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ.
თ) თვითმმართველი ერთეულისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების საქმიანობის კორდინაციის მიზნით თავისი საკონტროლო ობიექტების, სამოქმედო პროგრამებისა და ღონისძიებათა პროექტების შეთანხმება.
ი) ახორციელებს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას.
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია.
1) სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2) სამსახურს ჰყავს საჯარო მოხელეები, განყოფილების უფროსი-მთავარი სპეციალისტები და წამყვანი სპეციალისტები. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოს
განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3) „ადგილობირვი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად“ სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს;
დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატების შეტანას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.
ე) სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
მუხლი 7🔗.
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობისა და ურბანიზაციის განყოფილება, განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტისა და წამყვანი სპეციალისტის უფლება-მოვალეობები.
ა) მნიშვნელობის მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება;
გ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) კონტროლი;
დ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე შენობა-ნაგებობების, ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრაჟების, მარკეტების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი;
ვ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, მუნიციპალური სამსახურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე, დანგრეული, დამთავრებული სამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზე. დაბის მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე, სამშენებლო შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე, კეთილმოწყობის წესების დაცვაზე, შენობა-ნაგებობების, ვიტრინების, მარკეტების, ალაყაფებისა და სადარბაზოს კარების კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე.
ზ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ყოველწლიურად მუნიციპალიტეტის ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა გეგმა–გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, მისი დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლისთვის ხელშეწყობა;
თ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების დახლების, ,,სტელაჟების“ სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა-აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის მომზადება, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ნებართვის გაცემასა და ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების საკითხებზე;
კ) კომპეტენციის ფარგლებში არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ლ) იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან იჯარის ქირის ამოღების ორგანიზაცია;
მ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ გათვალისწინებული ზომების გატარება;
ნ) ადგილობრივი ბიჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად დანიშნული სატენდერო მოსაკრებლების გადახდის წესის დაცვის ზედამხედველობა;
ო) სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის პირობების დაცვის კონტროლი;
პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა-რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა;
ჟ) უფლებამოსილების ფარგლებში საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის დავალებების განხორციელება.
მუხლი 8🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის ორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.