მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 13.03.2013
ძალის დაკარგვა 15.09.2014
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016082
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის,ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.09.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- "მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 17.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2013 წლის 13 მარტი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 17 დეკემბრის №28 დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების“ დამტკიცების შესახებ (www.matsne.gov.ge. 29.12.2010 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016011).
მუხლი 3🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა
დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობის) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს „ადგილობრივი თვითთმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და გამგეობის დებულების თანახმად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის საქმიანობა მოიცავს მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებს.
2. სამსახური თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითთმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოში მოქმედი სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, გამგეობისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებით დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამსახურის დაფინანსების წყაროა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
5. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული დასახელებით: „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური“.
6. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
7. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
8. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა მესტია, სეტის მოედანი №1.
თავი II
სამსახურის საქმიანობის სფერო, ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სფერო
სამსახურის საქმიანობა მოიცავს კულტურის, განათლების (სკოლამდელი განათლების), ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებს.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ამოცანები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონმდებლობით მინიჭებულ ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში ერთიანი პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა და მისი რელიზაციის კოორდინაცია;
ბ) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
გ) სამსახურის სისტემის ორგანიზაცია - დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარება;
დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების სფეროებისათვის გადანაწილება.
2. კულტურის სფეროში სამსახური უზრუნველყოფს:
ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი, კულტურის ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტების მომზადებას და თანაავტორობას აღნიშნული სფეროების არასამეწარმეო იურიდიული პირების სამსახურებთან ერთად. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას კულტურული დაწესებულებების მუშაობის პროცესზე;
ბ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების აღრიცხვას ,დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას;
გ) თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის, ფოლკლორის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ხალხური რეწვის დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტრადიციების დაცვას და პოპულარიზაციას;
დ) კულტურულ ღონისძიებათა ჩატარებას - ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ღონისძიებათა ორგანიზებას და მოწყობას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარებას, რაიონული დაქვემდებარების ბიბლიოთეკების მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობას, ბიბლიოთეკებისათვის მეთოდური დახმარების გაწევას და საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვას.
3. განათლების სფეროში სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრთან, სკოლამდელი სახელოვნებო და სპორტული განათლების კორდინაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობისათვის ხელისშეწყობას, პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას. კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობის გაწევას მუშაობის პროცესზე;
გ) დახმარების გაწევას, წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას მუნიციპალიტეტში არსებული სახელოვნებო სკოლების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად.
4. ძეგლთა დაცვის სფეროში სამსახური უზრუნველყოფს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ დადგენილი ნორმების შესაბამისად განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოვლინებას, აღწერას და მდგომარეობის სისტემურ შემოწმებას. მათ მოვლა-პატრონობაზე ზრუნვას, შესწავლას და რეაბილიტაციას;
გ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის ინფორმაციას მიწოდებას კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენასა და მისი მდგომარეობის შესახებ;
დ) ძეგლთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელებას.
5. სპორტის სფეროში სამსახური უზრუნველყოფს:
ა) ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობების ტრადიციის შენარჩუნებასა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნას; სპორტში არსებული პრობლემების მოგვარებას და შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებების კოორდინაციას და ხელმძღვანელობას;
ბ) სპორტის სფეროში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სპორტული ორგანიზაცია-დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას;
გ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისთვის საჭირო სპორტული ნაგებობების ტექნიკური ნორმების და ნორმატივების დაცვის, სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივი გამოყენების და ეფექტურობის კონტროლს;
დ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადებას და განხორციელებას, აღნიშნული სფეროს არასამეწარმეო იურიდიული პირების სამსახურებთან ერთად;
ე) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;
ვ) საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო სპორტულ ორგანიზაციებთან, სპორტის ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნულ კომიტეტთან თანამშრომლობას და კომპეტენციის ფარგლებში მათი საქმიანობის კოორდინაციას;
ზ) სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზებას, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების დაგეგმვის და განხორციელების ხელისშეწყობას;
თ) სპორტის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებათა პროგრამის შემუშავებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტული ბაზების მშენებლობასა და კეთილმოწყობას, მათი სპორტული ინვენტარით და აღჭურვილობით უზრუნველყოფის ხელშეწყობას.
6. ახალგაზრდობის სფეროში სამსახური უზრუნველყოფს:
ა) ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციას;
ბ) ბავშვთა, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების უფლებათა დაცვის კოორდინაციას; მათთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევას;
გ) ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნას;
დ) საქართველოს ახალგაზრდულ და ბავშვთა ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის კოორდინაციას;
ე) მოზარდების და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშემწყობი პირობების შექმნას;
ვ) მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში საინიციატივო ჯგუფებისთვის დახმარებას და მონაწილეობას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლას და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შესაბამისი პროგრამების მომზადებას;
თ) სპეციალისტების მოწვევის ორგანიზებას სემინარების, სამეცნიერო კონფერენციების და საქველმოქმედო აქციების მოსაწყობად;
ი) განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაციას.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 4🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, წარმართავს მის საქმიანობას, წყვეტს სამსახურის სფეროს დაქვემდებარებულ საკითხებს და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით გამგებელს წარუდგენს დასანიშნად სამსახურის თანამშრომელთა კანდიდატებს;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოქვეყნებას, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების შესახებ;
ვ) ორგანიზებას უწევს მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებების და საჩივრების განხილვას;
ზ) გამგებლის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ) ხელს აწერს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებულ დოკუმენტებს;
ი) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
კ) ახორციელებს ამ დებულებით, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
4. სამსახურის პერსონალს წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეები (მთავარი სპეციალისტები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მინიჭებულ ფუნქციებს.
6. მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და საშტატო ნუსხას სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
თავი IV
სამსახურის ქონება
მუხლი 5🔗.
სამსახურის ქონება და დაფინანსება
1. სამსახურის ქონებას წარმოადგენს მატერიალური ფასეულობა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
2. დაფინანსება ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ყველა საბრუნავი საშუალებები და საფინანსო რესურსები აისახება მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსზე.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 6🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.