მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 13.03.2013
ძალის დაკარგვა 15.09.2014
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.09.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 17.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2013 წლის 13 მარტი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულება“, დანართი №1-ის შესაბამისადю
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 17 დეკემბრის №29 დადგენილება, ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.geб 29.12.2010 წ.б სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016012).
მუხლი 3🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური შემდგომში „სამსახური“ არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახური, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის ფუნქციები, სტრუქტურა, უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელიც დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო.
5. სამსახურს გააჩნია ბეჭედი თავისი სახელწოდებით „შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური“.
6. სამსახური განთავსებულია დ. მესტია, სეტის მოედანი №1.
თავი II
სამსახურის ამოცანები, ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები
მუხლი 2🔗.
სამსახურის ამოცანები
სამსახურის ამოცანებია:
ა) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური პირობების გავლენის შესწავლა;
ბ) მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გაწევა;
გ) მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით, სადაზღვევო კომპანიების მუშაობის ხელშეწყობა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების დარეგულირება, ხელშეწყობა და მათი სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა;
ე) ჰუმანიტარული, ერთდროული, მატერიალური და სხვა სახის დახმარებების დაწესება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და მათი რეალიზაცია;
ბ) შეჭირვებული ოჯახებისათვის საყოფაცხოვრებო, სანიტარიული, ჰიგიენური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
გ) განსაზღვროს კონტინგენტი და რაოდენობა, რომლებიც საჭიროებენ ერთდროულ ფულად დახმარებას;
დ) სახელმწიფო საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების ეფექტიან პროგრამათა შემუშავებით, მათი განხორციელების ორგანიზაცია;
ე) მოამზადოს წინადადებები მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენად ზემოთ დასახელებული კონტინგენტისათვის მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი შეღავათების დაწესების შესახებ;
ვ) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება. ვეტერანთა საქმეებზე სააღრიცხვო საინფორმაციო ბაზის წარმოება;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული პროცესების კვლევა და ინფორმაციული ბაზის შექმნა;
თ) დევნილი მოსახლეობისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარებებისა და შემწეობების შეუფერხებლად გაცემისათვის ხელშეწყობა;
ი) დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა;
ლ) კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სამსახურებთან.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლება-მოვალეობები
თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით სამსახურის უფლება-მოვალეობებია:
ა) თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს მონაცემები შესაბამისი სტატისტიკური ორგანიზაციებიდან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობა და კონტროლი გაუწიოს სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობას, მათ მიერ მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საქმეში.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 5🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს დასანიშნად სამსახურის თანამშრომელთა კანდიდატებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობას, ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების შესახებ;
ვ) ხელს აწერს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) გამგებლის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლება მოვალეობებს;
ი) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებებს, განცხადებებისა და საჩივრების განხილვას;
კ) ახორციელებს ამ დებულებით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
სამსახურის პერსონალი და მათი ვალდებულებები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები (მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი და სპეციალისტი), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეეები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) დაიცვან დადგენილი შრომის შინაგანაწესი;
ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მინიჭებულ ფუნქციებს.
4. მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და საშტატო ნუსხას სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
თავი IV
სამსახურის ქონება
მუხლი 7🔗.
სამსახურის ქონება და დაფინანსება
1. სამსახურის ქონებას წარმოადგენს მატერიალური ფასეულობა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
2. დაფინანსება ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ყველა მატერიალური ფასეულობა აისახება მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსზე.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗.
დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.