მესტიის მუნიციპალიტეტისგამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 13.03.2013
ძალის დაკარგვა 15.09.2014
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.09.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 17.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტისგამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2013 წლის 13 მარტი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება“, დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №31 დადგენილება, „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.geб 29.12.2010 წ.б სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016014).
მუხლი 3🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი
დანართი 1
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული
სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1.გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ–სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმის წარმოების, საინფორმაციო, სამართლებრივ, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 იანვრის №25 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციაა ხელი შეუწყოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას, გამგეობის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას, დახმარება გაუწიოს გამგეობას უფლებამოსილების განხორციელებაში.
4. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია დაბა მესტია, სეტის მოედანი №1.
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
2. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული გამგეობის შინაგანაწესით, საქმის წარმოების წესით და სხვა ადმინისტრაციული აქტებით.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება.
ბ) გამგებლის დავალებების შესაბამისად მოამზადოს გამგეობის სამუშაო გეგმების პროექტები;
გ) ორგანიზება გაუწიოს გამგეობის ურთიერთობას საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
დ) მოამზადოს გამგებლის ადმინისტრაციული აქტების, გამგებლის მიერ საკრებულოში წარსადგენი საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნები.
ე) უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება;
ვ) წარმოადგინოს და დაიცვას გამგეობის ინტერესები სასამართლოში;
ზ) უზრუნველყოს ერთიანი საქმისწარმოება სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატისადმი, განახორციელოს კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე, უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალების დამუშავება;
თ) უზრუნველყოს გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, სესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი შესრულებაზე;
ი) უზრუნველყოს გამგეობის საარქივი დოკიმენტების დაცვა;
კ) შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლება განისაზღვრება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 იანვრის N–25 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. ადმინისტრაციულ სამსახურში შედის:
ა) საორგანიზაციო კადრებისა და საქმის წარმოების განყოფილება;
ა.ა) საორგანიზაციო კადრებისა და საქმის წარმოების განყოფილების უფროსი;
ა.ბ) მთავარი სპეციალისტი კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში;
ა.გ) მთავარი სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში;
ა.დ) მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;
ა. ე) მთავარი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;
ბ) იურიდიული განყოფილება;
ბ.ა) იურიდიული განყოფილების უფროსი;
ბ.ბ) მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
ბ.გ) მთავარი სპეციალისტი ორგანიზაციულ (იურიდიულ) საკითხებში.
მუხლი 5🔗.
საორგანიზაციო, კადრების და საქმის წარმოება
სამსახური დადგენილი წესით ურუნველყოფს:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ) შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაციას და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლებისათვის;
დ) დავალებების სათანადო გაფორმებას;
ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ) დოკუმენტის გაგზავნას;
ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
კ) საქმის წარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმის წარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
მ) გამგეობაში სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოების შესახაბ მოქმედი კანონმდებლობის შესრულებას;
ნ) გამგეობის მომსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართთველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ო) გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას, საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა მომსახურების მიხედვით;
პ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა სა შეფასებას;
ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მომსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას;
რ) გამგეობის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ს) გამგეობის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;
ტ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
მუხლი 6🔗.
იურიდიული განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნის მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების, პროექტების, ადმინიტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
დ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) გამგეობის მომსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ურუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ვ) გამგეობის მომსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას, საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურების მიხედვით;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურებრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას;
ი) გამგეობის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
კ) გამგეობის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას;
ლ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი ფაქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის შესახებ;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით მომსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების რეკომენდაციებს;
დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ე) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 იანვრის №25 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 8🔗.
სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები.
1. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 იანვრის N–25 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებითა, ხოლო ფუნქციები სამსახურის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობით:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობების პირთა გადაწყვეტილებების მომზადებაში.
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს და წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით;
ვ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშათა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ი) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;
კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) უარი თქვას იმ დავალებების შესრულებაზე, რაც აღემატება მის სამსახურებრივ ფუნქციებს.
დ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი;
ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები;
ზ) დადგენილი პერიოდული წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
თ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
თავი II
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 9🔗.
დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა.
1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგენით ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამგებლის წარდგინებით.