მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება

მიღების თარიღი 13.03.2013
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016078
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2013
matsne.gov.ge 825 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2013 წლის 13 მარტი დ. მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება“, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი დანართი  №1 მესტიის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება ეს დებულება, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისადб განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის-საზოგადოებასთან ერთიერთობის სამსახურის უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას. თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური  1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (შემდგომში–სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დებულებების საფუძველზე.  2. სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,სიტყვისა და თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 3. სამსახური წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს გამგეობის სახელით.  4. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 5. სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას წარმოადგენს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა მესტია, სეტის მოედანი №-1. თავი II სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილება მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის;                                                                                                                                                                                                           ბ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;                            გ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებასა და მუნიციპალური სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს  სამუშაოთა გეგმების მომზადებას;  დ) მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდზე განთავსებული მასალების მომზადებას;                                                             ე) გამგეობის სამსახურებისა და გამგებლის რწმუნებულების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებულ საქმიანობას; ვ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის, რეფორმის მიმდინარეობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას; ზ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; თ) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ი) საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილება  1. სამსახური  უფლებამოსილია მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;   2. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. თავი III საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა  სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე),რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 1. სამსახურის უფროსის ფუნქციები: ა)საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის ხელმძღვანელობა;   ბ)გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირების პროცესზე ზედამხედველობა; საზოგადოების  ინფორმირების პროცესზე პასუხისმგებლობა;  გ) მესტიის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის და მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ღონისძიების შესახებ საზოგადოების  ინფორმირების პროცესზე პასუხისმგებლობა; დ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნება, საჭიროების შემთხვევაში ანგარიშის  მოსახლეობისათვის გაცნობის პროცესში მონაწილეობა; ე) გამგებლის პრესკონფერენციების, მოსახლეობასთან შეხვედრების და სხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვის პროცესის ხელმძღვანელობა; ვ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა; ზ) გამგეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ორგანიზება; თ) სამუშაო თათბირებისა და გამგეობის თანამდებობის პირების  მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება; ი) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების ორგანიზება; კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და მარკეტინგული გეგმის შემუშავების პროცესის კოორდინირება; ლ) გამგეობის ვებგვერდისათვის ტექსტური მასალების, ასევე აუდიო და ვიდეოსიუჟეტების მომზადება; მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.                  მუხლი 5🔗.  სამსახურის უფროსი: ა) უშუალოდ ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხისმგებელია  სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ი) წყვეტს სამსახურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების საკითხებს და პასუხისმგებელია ამ სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე; კ) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით ან დავალებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს  მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 6🔗. სამსახურის პერსონალი 1. სამსახურის პერსონალს წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეები(მთავარი სპეციალისტები), რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.   2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მინიჭებულ ფუნქციებს. მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება და დაფინანსება 1. სამსახურის  ქონებას წარმოადგენს მატერიალური ფასეულობა, რომელიც მესტიის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.  2. დაფინანსება ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ყველა მატერიალური ფასეულობა აისახება მესტიის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსზე. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მესტიის მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.