ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 14.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016078
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.03.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №11
2013 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, მაჟორიტარული წესით წარდგენილი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება თუ:
ა) კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;
ბ) არსებობს კანდიდატის წერილობითი თანხმობა ერთდროულად რამდენიმე საარჩევნო ოლქში წარდგენაზე;
გ) არსებობს კანდიდატის წერილობითი თანხმობა ერთდროულად არჩევნებში მონაწილე ორი ან მეტი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენაზე.
მუხლი 2🔗
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისათვის ბოლო ვადად განისაზღვროს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 43-ე დღე.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზურაბ ხარატიშვილიცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე