მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 13.03.2013
ძალის დაკარგვა 15.09.2014
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.103.016077
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2013 წლის 13 მარტი
დ.მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება“, დანართი №1-ის შესაბამისადю
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოსხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №30 დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge. 29.12.2010 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016013).
მუხლი 3🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის
დებულება
მესტიის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონისა და „კანონის ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახურის საქმიანობასა და უფლებამოსილებას.
სამსახურის შექმნის მიზანს წარმოადგენს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა,ხანძრებისა და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება და მისი შედეგების ლიკვიდაცია.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
მესტიის სახანძრო სამაშველო სამსახური (შემდგომში „სამსახური”) არის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივ თვითმმართველობის შესახებ”, „საჯარო სამსახურის შესახებ”, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” და „ბუნებრივი ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
სამსახურის ძირითადი ამოცანებია ხანძრებისა და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება ადმინისტრაციული ტერიტორიის საზღვრებში.
სახანძრო სამაშველო სამსახური ანგარიშვალდებულია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან ერთად კოორდინაციას უწევს დაქვემდებარებულ დანაყოფში სამსახურის საქმიანობას.
სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით ёმესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამაშველო სამსახური” სამსახურის ადგილსამყოფელი დ. მესტია. სეტის მოედანი №1
თავი II
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗.
სამსახურის ამოცანები
ხანძრებისა და საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალების და საშუალებების გამოყენებაზე ოპერატიული ხელმძღვანელობა.
ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება სახელმწიფო ხანძარ - საწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებზე.
ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება მათი ჩაქრობა დაკისრებული საავარიო - სამაშველო სამუშაოების ჩატარება.
ხანძრებისა და მათი შედეგების ასევე პირველი რიგის საავარიო - სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების ჩატარება და აღრიცხვის ორგანიზაცია;
სახანძრო დაცვის ზედამხედველობის გავრცელების სფეროში საქართველოს კანონის ”სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” მე-11 მუხლით განსაზღვრულ სხვა
სამსახურის ძირითადი ამოცანებია ხანძრებისა და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიების ორგანიზება ადმინისტრაციულ- ტერიტორიული საზღვრებში.
ფუნქციების შესრულება.
სამაშველო ღონისძიების განხორციელება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით მდინარეებზე, ზღვაზე და წყალსაცავებზე.
დაქვენდებარებულ დანაყოფებში სახანძრო ტექნიკისა და სამაშველო ტექ-შეიარაღების ექსპლუატაციის მდგომარეობის კონტროლი.
სამსახურის დანაყოფების მუშაობის ანალიზი, წინადადებებისა და ღონისძიებების მომზადება პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების ამაღლებისათვის.
ხანძრის ჩაქრობაში და საავარიო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილე ყველა ფორმირებების ოპერატიული მართვის განხორციელება;
საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება და ამ მიზნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა.
სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთ თანამშრომლობა სხვა სამსახურებთან და ორგანიზაცია - დაწესებულებებთან.
უწყებების, წარმოება-დაწესებულებების და ორგანიზაციების ხელმძღვანელების აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციების ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს და წარუდგენს დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხარჯთა ნუსხის პროექტებს, ამზადებს წინადადებებს სამსახურის ორგანიზაციისთვის საჭირო რიცხვიანობისა და სტრუქტურული საკითხების გადასაწყვეტად.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 3🔗
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
სამსახურის უფროსი.
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)წარუდგენს გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჯარო მოსამსახურეთა, კანდიდატურებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად;
ე) წარუდგენს გამგებელს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) ხელს აწერს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) გამგებლის წინაშე შუამდგომლობს მოწყობილობისა და ინვენტარის იმ სახსრების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ)ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლება - მოვალეობებს;
ი) თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, აკონტროლებს მათ შესრულებას.
კ) ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწარმოებს მათ პირად მიღებას;
მუხლი 4🔗.
სამსახურის პერსონალი
სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
სამსახურის პერსონალს წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ ამ დებულებით და სახანძრო სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოვალეობებს, რომელსაც ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-
სამაშველო სამსახური
სამსახურის უფროსი.
სახანძრო განყოფილება.
სამაშველო განყოფილება.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.
მთავარი სპეციალისტი.
წამყვანი სპეციალისტი.
მეელსმენე.
სპეციალისტები.
თავი IV
დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
მუხლი 5🔗
სამსახურის დებულებას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სამსახურის დებულებაში ცვილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.