მესტიის მუნიციპალიტეტის ეკონომიური განვითარების, სტატისტიკისა და მუნიციპალიტეტის ქონების მმართვის სამსახურის დებულება
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 13.03.2013
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის ეკონომიური განვითარების, სტატისტიკისა და მუნიციპალიტეტის ქონების მმართვის სამსახურის დებულება
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2013 წლის 13 მარტი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის დებულება
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისადю
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №–27 დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ (www.matsne.gov.ge.29.12.2010 წ., სარეგისტრაციო კოდი: 120170050.35.103.016010).
მუხლი 3🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური არის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურული ერთეული.
3. სამსახურის საშტატო ერთეულები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოს განაკვეთებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში, განსაზღვრავს საკრებულო.
4. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
6. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
7.სამსახურის ადგილსამყოფელია დაბა მესტია, სეტის მოედანი №-1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან (სპეციალისტებისაგან), რომელთა რანგირება და რიცხოვნობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამსახურს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
1. მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვს მათგან ინფორმაცია;
2. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების, პროექტების და გეგმების შემუშავება, მათი მონიტორინგი;
3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული ქონების და ბუნებრივი რესურსების მართვა. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოების წილების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას;
4. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას;
5. წინადადებების მომზადებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
6. წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მესტიის მუნიციპალიტეტის ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
7. მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
8. სამეწარმეო დარგების (მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, საბინაო-კომუნალური, საგზაო მეურნეობები), ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის მართვა;
9. ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება კანონმდებლობის შესაბამისად;
10. საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
11.განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახური განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
12.ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას. ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
13.წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით და საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაცის საკითხებზე;
14. საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად;
15. მუნიციპალიტეტის პროექტების კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას;
16. მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვას;
17. საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
18. რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;
19.რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
20.გარემოს მდგომარეობის შესწავლა, წინადადებების მომზადება, გარემოს დამაბინძურებელ ქიმიურ და სხვა ნივთიერებათა ზემოქმედების შესახებ;
21.მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. სტიქიური მოვლენებისაგან მოსახლეობის დასაცავად საჭირო ზომების შესახებ წინადადებების მომზადება;
22.ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტების მომზადება; დამტკიცებული პროგრამის განხორციელების მონიტორინგი;
23.ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საქმიანობის მარეგულირებელი სხავა დოკუმენტების პროექტების მომზადება;
24. სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებისათვის სადისპეტჩერო აღრიცხვიანობაზე მონიტორინგი;
25.რეკომენდაციების შემუშავება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი ავტოსადგურებისა და ავტოსალაროების ფუნქციონირების რეგულირების და აღრიცხვიანობის ერთიანი სისტემის ორგანიზებაზე. მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მონიტორინგი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისა და მგზავრობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე;
26. წინადადებების მომზადება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების საკითხებზე.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)ანაწილებს ფუნქციებს ამ სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის და განსაზღვრავს მათ თანამდებობრივ მოვალეობებეს;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 6🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევისა.
2. გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წინადადების საფუძველზე.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელმძღვანელის წინაშე.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, გარანტიები, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულებას ამტკიცებს საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.