მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 13.03.2013
ძალის დაკარგვა 03.02.2016
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016085
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.01.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 02.05.2012
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2013 წლის 13 მარტი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 თებერვლის №3 დადგენილების შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი”, დანართი N1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 2 მაისის №-11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/05/2012 წ;
სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016053). ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’.
მუხლი 3🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული
სოციალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗
1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოციალური სფეროსათვის სხვადასხვა ორგანიზაციული კოდით, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიკურად დაავადებულ პირებზე, სტიქიით (მათ შორის – ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე, გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების, მრავალშვილიან (არასრულწლოვანი ხუთი შვილი და ზემოთ) ოჯახებზე, მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და ინვალიდ ბავშვებზე, ახალშობილებზე, ხანდაზმულებზე (90 წელი და ზემოთ), ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე, პირველი ჯგუფის ინვალიდებზე, გაჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარება, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსებისთვის გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის კომისია (შემდგომ – კომისია).
2. კომისიას ქმნის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით-ბრძანებით.
3. კომისიის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისია.
მუხლი 2🔗
საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა.
მუხლი 3🔗
1. კომისიაზე წარმოსადგენი განცხადებების ფორმასა და თანდართული დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს კომისია.
2. განცხადებების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) უტყუარობის შესწავლა ხდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულების შუამდგომლობისა და კომისიაზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (დედნების) შეფასებით.
3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი კომისიის ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტების დასკვნა ფოტომასალასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში.
მუხლი 4🔗
1. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიკურად დაავადებულ პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 100 (ასი) და არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. ონკოლოგიური ავადმყოფის განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ– ეკონომიკური ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე გამგეობის რწმუნებულისა და საკრებულოს წევრის ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე, თანხით 500 (ხუთასი) ლარისა, კომისიასთან ერთად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სტიქიით (მათ შორის – ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 500 (ხუთასი) და არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
3. გარდაცვლილ, დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
5. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ:
ა) მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი ხუთი და მეტი შვილი, ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) მარჩენალდაკარგულ ოჯახებსა და ინვალიდ ბავშვებზე –100 (ასი) ლარი;
გ) ახალშობილებზე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;
დ) ხანდაზმულებზე ( 90 წელი და ზემოთ) –150 (ას ორმოცდაათი ) ლარი;
ე) ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე 50 (ორმოცდაათი) ლარი;
ვ) პირველი ჯგუფის ინვალიდებზე –100 ( ასი) ლარი;
ზ) გაჭირვებულ ოჯახების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 100 (ასი) ლარი და არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, კონკრეტილი მოქალაქის ინდივიდუალური პრობლემებიდან გამომდინარე.
6. ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში:
ა) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, არა უმეტეს 30% -ის ოდენობით.
7. სოციალური დახმარების გაცემის კომისია იხილავს სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის რაიონულ განყოფილებაში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ გაჭირვებულ ოჯახთა განცხადებებს დახმარების გაწევის თაობაზე, ადგენს მათ უტყუარობას, ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მოქალაქის განცხადებას, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობას.
8. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 5🔗
1. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ.
2. კომისია საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ.
მუხლი 6🔗
1. კომისია საქმის წარმოებისას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის № 414 ბრძანებულებით „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“.
2. კომისიის სხდომის ოქმი იკვრება საქაღალდეში რიგის მიხედვით, მასში გასაგებად და დასაბუთებულად უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილების მიღებისა და გასაცემი თანხის ოდენობის აუცილებლობა.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.