აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.03.2013
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010320000.32.061.016041
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | სამუშაო სრულდება ზედმიწევნით |
| 2 | სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა ხორციელდება ეფექტურად |
| 3 | პუნქტუალურობა და სამუშაოზე გამოცხადება აკმაყოფილებს დეპარტამენტის მოთხოვნებს |
| 4 | რთული სიტუაციებისადმი არის ადეკვატური და ეგუება ცვლილებებს |
| 5 | სამუშაო სრულდება დადგენილ ვადებში |
| 6 | ხელმძღვანელს სთავაზობს ახალ იდეებს |
| 7 | წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად შეიმუშავებს საზრიან წინადადებებს |
| 8 | ავლენს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს |
| 9 | აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს, დადებით და უარყოფით მხარეებს |
| 10 | ავლენს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს |
| 11 | შესაბამის სფეროში აქვს საფუძვლიანი თეორიული ცოდნა |
| 12 | ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე |
| 13 | აქვს ურთიერთობის ღია და უშუალო ფორმა |
| 14 | მიმართვის ზეპირი და წერილობითი ფორმები არის ნათელი და კონკრეტული |
| 15 | უფროსებთან და თანამშრომლებთან ამყარებს პოზიტიურ ურთიერთობებს |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 13.03.2013
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №9
2013 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №12 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 11 იანვრის №4§1 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი თამაზ კვარაცხელია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში
სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში (შემდგომში – დეპარტამენტი) სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და საჯარო სამსახურში ადაპტირების მიზნით უზრუნველყოფს სტაჟიორთა მიღებას, ხოლო სტუდენტთა შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით - პრაქტიკანტთა მიღებას.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება - დეპარტამენტში ამ წესით რეგულირებადი ანაზღაურების გარეშე საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი - პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად დეპარტამენტში გადის სტაჟირებას;
გ) სასწავლო პრაქტიკა - დეპარტამენტში ამ წესით რეგულირებადი ანაზღაურების გარეშე საქმიანობა პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;
დ) პრაქტიკანტი - პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად დეპარტამენტში გადის სასწავლო პრაქტიკას;
ე) სტუდენტი - პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე ან მაგისტრატურაში;
ვ) კანდიდატი - პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს პრაქტიკა ან სტაჟირება დეპარტამენტში და წარმოდგენილი აქვს პრაქტიკის ან სტაჟირების გავლის შესახებ ამ წესით დადგენილი დოკუმენტები.
მუხლი 4🔗
პრაქტიკანტთა/სტაჟიორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა 1/5-ს.
მუხლი 5🔗
სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 6 თვის ვადით.
თავი II. დეპარტამენტის სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისია
მუხლი 6🔗
სტაჟიორთა/პრაქტიკანტთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით დეპარტამენტში იქმნება დეპარტამენტის სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისია (შემდგომში - კომისია).
მუხლი 7🔗
1. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარისა და წევრებისაგან.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.
თავი III. პრაქტიკანტად მიღება
მუხლი 8🔗
პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.
მუხლი 9🔗
კანდიდატმა დეპარტამენტში პრაქტიკის გასავლელად უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
გ) სტუდენტის მოსწრების წიგნაკი ან/და ცნობა აკადემიური მიღწევის შესახებ;
დ) CV.
მუხლი 10🔗
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს დეპარტამენტის თავმჯდომარე კომისიის წარდგინების საფუძველზე.
თავი IV.სტაჟიორად მიღება
მუხლი 11🔗
1. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკადემიური განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
2. დეპარტამენტში სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით, რომელიც ტადრება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით.
3. კონკურსის გამოცხადება ხდება დეპარტამენტის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებებით.
4. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) დეპარტამენტის დასახელება, სადაც ცხადდება კონკურსი;
ბ) კონკურსის თემატიკა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კონკურსის გავლის პირობები;
გ) ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღების ელექტრონული მისამართისა და დროის შესახებ.
5. კომისიის წევრები გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 12🔗
1. კანდიდატმა დეპარტამენტში სტაჟირების გასავლელად უნდა წარმოადგინოს:
ა) დიპლომის ასლი/ ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
ბ) CV;
გ) შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი №2).
2. კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეული კანდიდატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ერთი ფოტოსურათი (3X4);
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ.
მუხლი 13🔗
ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, სტაჟიორის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, კომისიის წარდგინებით, დეპარტამენტის თავმჯდომარე ნიშნავს სტაჟიორად.
მუხლი 14🔗
სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია განყოფილებას წარუდგინოს სტაჟიორის შეფასება (დანართი №3), რის საფუძველზეც დეპარტამენტი გასცემს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ ცნობას ან/და სერტიფიკატს (დანართი №4).
თავიV. სტაჟიორის/პრაქტიკანტის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 15🔗
სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა) უშუალო ხელმძღავენლის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით გაეცნოს დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება;
გ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) ჰქონდეს სათანადო პირობები მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად.
მუხლი 16🔗
სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს დეპარტამენტის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება უშუალო ხელმძღვანელის მიერ;
გ) დროულად გამოცხადდეს სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის ადგილას. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში გამოუცხადებლობის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
დ) დაიცვას დეპარტამენტში დაცული თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
თავიVI. დეპარტამენტის მოვალეობები
მუხლი 17🔗
დეპარტამენტი სტაჟიორს/პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 18🔗
უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს/პრაქტიკანტს განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია, აკონტროლოს მათი შესრულება და შეაფასოს სტაჟიორი/პრაქტიკანტი.
თავიVII. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლის სხვა პირობები
მუხლი 19🔗
1. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა;
ე) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.
2. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
3. გადაწყვეტილება სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის თაობაზე ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 20🔗
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი/პრაქტიკანტი კანონმდებლობის შესაბამისად დაინიშნა დეპარტამენტში ვაკანტურ თანამდებობაზე, მას სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა.
მუხლი 21🔗
სტაჟიორი/პრაქტიკანტი, რომელსაც სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის ვადა შეუწყდა მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტში განმეორებით სტაჟირებაზე/სასწავლო პრაქტიკაზე არ დაიშვება.
მუხლი 22🔗
სტაჟირებას/პრაქტიკას კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება, რომელიც ვალდებულია სტაჟირების/პრაქტიკის საკითხზე წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
დანართი №1
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი
კანდიდატთა შეფასების ფორმა პროფესიული
უნარ-ჩვევების მიხედვით
№
სახელი, გვარი
ქულა
კომენტარი
შემფასებლის სახელი, გვარი ______________________________________
ხელმოწერა _____________________________________________________
დანართი №2
სააპლიკაციო ფორმა
პირადი ინფორმაცია
გვარი, სახელი, მამის სახელი
მოქალაქეობა
დაბადების თარიღი, ადგილი
ოჯახური მდგომარეობა
მისამართი ჩაწერის მიხედვით
საცხოვრებელი მისამართი
სახლის ტელეფონი, მობილური
ელ-ფოსტა
პირადობის მოწმობის/პასპორტის №
პირადი №
სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება, წოდება
სამუშაო გამოცდილება
№
ორგანიზაციის დასახელება
ორგანიზაციის მისამართი
თანამდებობა
მუშაობის წლები
ანაზღაურება
წამოსვლის მიზეზი
განათლება
№
სასწავლებლის დასახელება
სწავლების წლები
ფაკულტეტი
კვალიფიკაცია. დიპლომის №
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები
№
ტრენინგის დასახელება
ტრენინგის ჩატარების ადგილი, პერიოდი
ორგანიზაციის დასახელება
რა სახის
ცოდნა და გამოცდილება მიიღეთ
უცხო ენები
№
უცხო ენა
ცოდნის დონე
კომპიუტერული პროგრამები
№
კომპიუტერული პროგრამები
ცოდნის დონე
ოჯახის წევრები
ოჯახის წევრი
სახელი, გვარი
დაბადების თარიღი
სამუშაო ადგილი, თანამდებობა
საცხოვრებელი მისამართი
რეკომენდატორები
№
სახელი, გვარი
სამუშაო ადგილი, თანამდებობა
საკონტაქტო ინფორმაცია
დანართი №3
სტაჟიორის შეფასების ფორმა
შეფასება უშუალო ხელმძღვანელის მიერ
სტაჟიორის სახელი, გვარი
ქვედანაყოფი
უშუალო უფროსი
1. მიზნების ან სამუშაოს აღწერილობის მიხედვით გაწერილი ფუნქციების შესრულება
დავალება
შეფასება (მიუღებელი, დაბალი, კარგი, ძალიან კარგი)
2. ზოგადი უნარ-ჩვევები
შეფასება (მიუღებელი, დაბალი, კარგი, ძალიან კარგი)
1
სამუშაო სრულდება ზედმიწევნით
2
სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა ხორციელდება ეფექტურად
3
პუნქტუალურობა და სამუშაოზე გამოცხადება აკმაყოფილებს დეპარტამენტის მოთხოვნებს
4
რთული სიტუაციებისადმი არის ადეკვატური და ეგუება ცვლილებებს
5
სამუშაო სრულდება დადგენილ ვადებში
6
ხელმძღვანელს სთავაზობს ახალ იდეებს
7
წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად შეიმუშავებს საზრიან წინადადებებს
8
ავლენს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს
9
აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს, დადებით და უარყოფით მხარეებს
10
ავლენს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს
11
შესაბამის სფეროში აქვს საფუძვლიანი თეორიული ცოდნა
12
ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე
13
აქვს ურთიერთობის ღია და უშუალო ფორმა
14
მიმართვის ზეპირი და წერილობითი ფორმები არის ნათელი და კონკრეტული
15
უფროსებთან და თანამშრომლებთან ამყარებს პოზიტიურ ურთიერთობებს
16
ეფექტურად მუშაობს გუნდში
სტაჟიორის ძლიერი და სუსტი მხარეები___________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
სტაჟიორის ხელმოწერა ___________________________________________
თარიღი ____________________________________
უშუალო ხელმძღვანელის ხელმოწერა ______________________________________
თარიღი_____________________________________