„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№62
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.038.016162
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №62

2013 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


 


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №155 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 28.04.09 წ., №51, მუხ. 579) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
 
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
 
2. 81 მუხლის მეორე პუნქტის „ბ" და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
 
გ) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;“.
 
3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„ა) იურიდიული სამმართველო;“.
 
4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„იურიდიული სამმართველოს ამოცანებია:
 
ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
 
ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;
 
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების, კორესპონდენციების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
 
დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე, ასევე შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
 
ე) სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზისა და განზოგადოების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება;
 
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების გატარების მიზნით;
 
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დასკვნების მომზადება და საპროგნოზო ვითარების ანალიზი; წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეული მიმართულებების ოპტიმიზაციის მიზნით.“.
 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 18 მარტიდან. 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე