„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №61 |
|
2013 წლის 15 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, 100020020.22.038.016061, 22/07/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომის ოქმების (გარდა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სხდომის ოქმებისა) წარმოება და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სხდომების ოქმების მიწოდების უზრუნველყოფა დავალებების შესაბამისად;“;
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2-ჰ4“ ქვეპუნქტები:
„ჰ2) გამოსაქვეყნებლად მომზადებული დოკუმენტაციის ტექსტების სტილისტურად გასწორება;
ჰ3) სამინისტროს საორგანიზაციო მომსახურების უზრუნველყოფა;
ჰ4) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებისათვის;
ბ) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში შესრულებულ კორესპონდენციებს;
გ) ახდენს ვიზირებას დეპარტამენტის მიერ მომზადებულ კორესპონდენციებზე;
დ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დეპარტამენტის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს;
ე) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ვ) უფლებამოსილია დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ზ) ხელს უწყობს დეპარტამენტში შრომის სათანადო პირობების, თანამშრომელთა კეთილგანწყობილი, ჯანსაღი დამოკიდებულების შექმნას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას, თანამდებობრივ დაწინაურებას;
თ) ხელს აწერს ცნობებს სამინისტროს მოსამსახურეთა და თანამდებობის პირთა სამუშაო ადგილისა და ხელფასის შესახებ;
ი) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასრულებს მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
2. დეპარტამენტის უფროსის შვებულების, მივლინების ან მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.
4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
5. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საორგანიზაციო სამმართველო.“;
6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:
„მუხლი 14.
საო რ განიზაციო სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის ორგანიზაციული და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება;
გ) გამოსაქვეყნებლად მომზადებული დოკუმენტაციის ტექსტების სტილისტურად გასწორება;
დ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომის ოქმების (გარდა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სხდომის ოქმებისა) წარმოება და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სხდომების ოქმების მიწოდების უზრუნველყოფა დავალებების შესაბამისად.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 18 მარტიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №61. სარეგისტრაციო კოდი — 100020020.22.038.016161.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №61, 15.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016161 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1872321/