საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.03.2013
ძალაში შესვლა 18.03.2013
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010320050.22.038.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ გიორგაძე | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 29.10.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №59
2013 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ოქტომბრის №732 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 18 მარტიდან.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე
დანართი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციას, სტრუქტურასა და სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗.
სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. სამედიცინო დეპარტამენტი არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. სამედიცინო დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამედიცინო დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო).
4. სამედიცინო დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. სამედიცინო დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა და სტრუქტურა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი II
სამედიცინო დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებანი
მუხლი 3🔗.
სამედიცინო დეპარტამენტის ამოცანები
სამედიცინო დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ბრალდებულ/მსჯავრდებულ ავადმყოფთა უზრუნველყოფა ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით;
ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების (შემდგომში - დაწესებულება) სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
გ) სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
დ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი;
ე) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად ეპიდსაწინააღმდეგო, სანიტარიული ზედამხედველობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება და კონტროლი, ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის კანონით დადგენილი კვების სტანდარტის განხორციელების კონტროლი;
ვ) პაციენტთა უსაფრთხოების მიზნით ღონისძიებების განხორციელება - სამედიცინო შეცდომების, მედიკამენტების არარაციონალური გამოყენების და დაგვიანებული სამედიცინო დახმარების შემთხვევების გამოვლენა, განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ზ) მძიმე დაავადებული მსჯავრდებულების შემთხვევების განხილვა და მათზე რეაგირება კანონით დადგენილი წესით;
თ) წინადადებების შემუშავება სამედიცინო დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო დაწესებულებების, მისი სამედიცინო სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მედიკამენტებით, სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფის მიზნით;
ი) დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
კ) სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, ეპიდემიოლოგიური და სხვა მონაცემების შეგროვება და დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების შესახებ ანგარიშების მომზადება;
ლ) სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და შესრულების კონტროლი;
მ) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიული და ტაქტიკური დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება;
ნ) სამთავრობო, არასამთავრობო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 4🔗.
სამედიცინო დეპარტამენტის უფლებამოსილებები
სამედიცინო დეპარტამენტის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელობა, მათი საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
ბ) სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება;
გ) დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის ამბულატორიული და სტაციონარული დახმარების გაწევის ორგანიზება და კონტროლი;
დ) დაწესებულებების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი;
ე) დაწესებულებების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საქონლით უზრუნველყოფა და მათი ხარჯვის კონტროლი;
ვ) დაწესებულებების სამედიცინო სამსახურებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა (გაიდლაინის) და მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დანერგვა და შესრულების კონტროლი;
ზ) დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის დავალებათა ჩამონათვალის, სასიცოცხლოდ აუცილებელი სამკურნალო საშუალებათა ნუსხისა და სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების სხვა სპეციფიკური სტანდარტების შემუშავება და დანერგვა;
თ) დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად კვების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
ი) მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო შემთხვევების განხილვა და ანალიზი;
კ) ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის მიზნით დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა შესაბამისი გამოკვლევების, სხვადასხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების, მკურნალობის და დაავადებულ პირთა დროული ჰოსპიტალიზაციის ორგანიზება და კონტროლი;
ლ) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დაწესებულებებში ნებისმიერ დროს შესვლა;
მ) სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნით, მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, უფლება აქვს დაწესებულებებში შეიტანოს ელექტრონული და ვიზუალური დაკვირვებების საშუალებები;
ნ) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში ადამიანური რესურსების მართვა და განვითარება;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 5🔗.
სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველო;
ბ) სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველო;
გ) სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველო;
დ) ჯანდაცვის ეკონომიკის და ლოჯისტიკის სამმართველო.
მუხლი 6🔗.
პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველო
პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის რგოლის და ამბულატორიული ერთეულების საქმიანობის ზედამხედველობას და კონტროლს;
ბ) ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგსა და კონტროლს;
გ) დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიის რგოლის მიერ გაწეული სამუშაოს შესრულებისას დარღვევების გამოვლენას, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ოქმების შედგენას, გაანალიზებას, მათი აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შემუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიის რგოლის თანამშრომელთა მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსთან, კურატორი მინისტრის მოადგილესთან და მინისტრთან, ხოლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას, კომპეტენციის ფარგლებში საჩივრების განხილვას, ექსპერტთა მოწვევას ან სახელმწიფო ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნას;
ე) დაწესებულებებში სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდასაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების მიმდინარეობის კონტროლს, დაწესებულებების ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმებას, კანონით დადგენილი კვების რაციონისა და რეჟიმის კონტროლს;
ვ) დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნას, საინფორმაციო ბაზის ფორმირებას, ანაგარიშების შედგენას და ანალიზს;
ზ) დაწესებულებების პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიულ სამედიცინო სამსახურებისათვის საჭირო სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხის მიღება-დამუშავებასა და მათ განაწილებას, შემდგომი ხარჯვისა და აღრიცხვის მონიტორინგს;
თ) პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული ერთეულებისთვის ადამიანური რესურსების მართვასა და განვითარებას დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით;
ი) დაავადებათა პრევენციასა და მართვას;
კ) სასჯელაღსრულების სისტემის პირველადი ჯანდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებას და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას და შესაბამის რეაგირებას.
მუხლი 7🔗.
სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველო
სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) სპეციალიზებული ამბულატორიული და ჰოსპიტალური ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების ორგანიზებას;
ბ) სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების პირობების მომზადებას, გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების ანგარიშების შედგენას;
გ) კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების მიმდინარეობის, შესრულებისა და ანგარიშსწორების ზედამხედველობას;
დ) რეფერალური მომსახურების ორგანიზებას;
ე) დაწესებულების სამედიცინო სამსახურსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ სამკურნალო დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულ ავადმყოფთა სამედიცინო კონსულტაციური და დიაგნოსტიკური მომსახურებით უზრუნველყოფას;
ვ) სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანგარიშების შედგენას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;
ი) სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების სფეროში სასჯელაღსრულების სისტემის მიმდინარე რეფორმის განხორციელებას და სახელმწიფო, არასამთავრობო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
კ) სასჯელაღსრულების სისტემის სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში ადამიანური რესურსის მართვასა და განვითარებას დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
მუხლი 8🔗.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველო
1. სამმართველო საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს მაკონტროლებელ ერთეულს.
2. სამმართველოს კომპეტენცია და საქმიანობის სფეროა:
ა) სასჯელაღსრულების სისტემაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადებების (საჩივრების) შესწავლის უზრუნველყოფა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში;
გ) სასჯელაღსრულების სისტემაში სამედიცინო მომსახურების ლიცენზირება და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის კონტროლი;
დ) ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს წინაშე;
ე) სამკურნალო საშუალებების მიმოქცევასა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ვ) შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების განხორციელების კონტროლი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
თ) სამედიცინო მომსახურების პროცესის მონიტორინგი;
ი) დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის სამკურნალო საშუალებათა ჩამონათვლის და სამედიცინო მომსახურების მოცულობის დადგენა და აღნიშნული ჩამონათვლის გადასინჯვა;
კ) სამედიცინო სტანდარტების დანერგვას სასჯელაღსრულების სისტემაში.
მუხლი 9🔗.
ჯანდაცვის ეკონომიკისა და ლოჯისტიკის სამმართველო
ჯანდაცვის ეკონომიკისა და ლოჯისტიკის სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) სამედიცინო დანიშნულების საქონლის ნუსხის შედგენას, შესყიდვის მიზნით შესაბამისი სამსახურისათვის მოთხოვნის წარდგენას და საქონლის განაწილებას;
ბ) პერიოდულად სამედიცინო აღჭურვილობის და მედიკამენტების ნუსხების შედგენას და გადასინჯვას;
გ) სამედიცინო დანიშნულების საგნების და მომსახურების შესასყიდად სატენდერო კომისიის კონსულტაციურ დახმარებას და კონტრაქტორ ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს;
დ) დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საერთო ელექტრონული ბაზის შექმნას;
ე) სამედიცინო დანახარჯის აღრიცხვას და ანალიზს;
ვ) პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტის მომზადებაში მონაწილეობას;
ზ) პენიტენციური ჯანდაცვისთვის აუცილებელი ლოჯისტიკური ამოცანების შესრულებას.
თავი IV
სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 10🔗.
სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი
1. სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამედიცინო დეპარტმენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამედიცინო დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) სამედიცინო დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებსა და მოხელეებს შორის ანაწილებს მოვალეობებს და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს სამედიცინო დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამედიცინო დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ახდენს ანგარიშის მომზადებას სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) მინისტრსა და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სამედიცინო დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ) პერიოდულად ახორციელებს სამედიცინო დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე საკითხთა განხილვას;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამედიცინო დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
კ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
4. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 11🔗.
სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს სამედიცინო დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობებს;
დ) დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების მიერ გაწეული სამუშაოს შესრულებისას დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ახდენს შესაბამისი დოკუმენტაციისა და ოქმების განხილვა-გაანალიზებას, მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკითხის დასმას, დარღვევების აღმოფხვრის მიზნით წინადადებების წარდგენას სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრისათვის;
ე) ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სასჯელაღსრულების სისტემის მიმდინარე რეფორმის განხორციელებას და ზედამხედველობს სახელმწიფო, არასამთავრობო ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
ვ) ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე სამედიცინო სამსახურების თანამშრომელთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, სამედიცინო კადრების შერჩევას, უზრუნველყოფს უწყების სამედიცინო მოსამსახურეთა მიერ დაკავებულ თანამდებობასთან სპეციალობის მიხედვით სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლს;
ზ) მონაწილეობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფ მსჯავრებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და მათზე კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების მიზნით ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიაში;
3. სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
მუხლი 12🔗.
სამმართველოს უფროსი
1. სამედიცინო დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) ზედამხედველობას ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ვიზირებას უკეთებს ან ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტს;
ე) სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილესა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას.
3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
მუხლი 13🔗.
სამედიცინო დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეები
1. სამედიცინო დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამმართველოს მრჩეველები;
ბ) სამმართველოს მთავარი სპეციალისტები;
გ) სპეციალისტები.
2. სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.