ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 15.03.2013
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ სხულუხია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2013 წლის 15 მარტი
ქ.ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 21 მარტის №12 დადგენილება (სსმ, 10.12.2010. 010260020.35.105.016008).
მუხლი 3🔗
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 4🔗
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგრიგოლ სხულუხია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
1.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქთმშენებლობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში „სამსახური") არის მუნიციპალური ბიუჯეტის ადგილობრივ დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო დაწესებულება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
2.
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
3.
სამსახურს გააჩნია ბეჭედი და ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალაქთმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური".
4.
სამსახურის ადგილსამყოფელია ზუგდიდი, რუსთაველის №90.
თავი II
სამსახურის ძირითადი საქმიანობა ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობა
სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროა მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მართვა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანები
1.
არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სფეროში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავისი კომპეტენციის განხორციელება.
2.
დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული ,,განაშენიანების რეგულირების წესების" შესაბამისად განახორციელოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირება.
3.
კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ზედამხედველობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციების შემუშავებასა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე.
4.
დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პრინციპების დაცვა.
5.
სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის საჯარო განხილვა.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება
1.
გაცემული გეგმარებითი დავალებების შესაბამისად განიხილოს და მოამზადოს შენობა-ნაგებობების (მათ შორის, ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ბრძანებების პროექტები და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციები.
2.
კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით მოამზადოს მშენებლობის ნებართვების ბრძანების პროექტი მისი კონპეტენციის ფარგლებში და წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელს.
3.
საქართველოს შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე განახორციელოს მშენებარე შენობა-ნაგებობების, საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის კონტროლი.
4.
განახორციელოს სათანადო კონტროლი ისტორიისა და კულტურის ძეგლების, გარემოსა და ტერიტორიების საინჟინრო პირობების დაცვაზე.
5.
უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.
6.
მშენებლობის მონაწილეებზე გასცეს მიწერილობები პროექტის სამშენებლო ნორმებისა და წესების და/ან სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული და/ან შემოტანილი სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს.
7.
დადგენილი წესით შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი, რომლის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა)
საპროექტო დოკუმენტაციის, სამშენებლო ნორმებისა და წესების, სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომელთა გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია;
ბ)
სამსახურის მიწერილობის, დადგენილ ვადაში, შეუსრულებლობა.
8.
მოამზადოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე.
9.
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად მოამზადოს ბრძანების პროექტი მშენებლობა-დამთავრებული ობიეტქების ექსპლუატაციაში მისაღებად.
10.
კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განახორციელოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებაზე საკითხის მომზადება.
11.
კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცით-ერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის დამუშავებაზე ექსპერტის ან კონსულტანტის სახით.
12.
სამსახური, მომქმედი კანონმდებლობისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი (ურბანული განვითარება) პროცესებისა და სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
ბ)
უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას და ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილების და დამატების პროექტების მომზადებას;
გ)
ახორციელებს მიწათსარგებლობის დაგეგმვის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადებას;
დ)
უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადებას;
ე)
უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასა და ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილების და დამატების პროექტების მომზადებას;
ვ)
უზრუნველყოფს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების პროექტების მომზადებას;
ზ)
უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებულ პირთათვის;
თ)
უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე მონიტორინგს;
ი)
უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად დაყოფასთან, მათი საზღვრების დადგენასთან და შეცვლასთან დაკავშირებული წინადადებების (პროექტების) მომზადებას, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას;
კ)
უზრუნველყოფს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას;
ლ)
უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
მ)
უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილ ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადებას და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში წარდგენას;
ნ)
უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში განხილვას;
ო)
უზრუნველყოფს გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას;
პ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
ჟ)
ხორციელებს კანონით დადგენილი წესით სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების შეთანხმებას;
რ)
მონაწილეობს ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, კაპიტალური შეკეთების და საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმებისა და წესების დოკუმენტთა დამუშავებაში;
ს)
თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ტ)
უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
უ)
მიიღოს ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ტექსტის, ნახაზის, მაკეტის, გეგმის, სქემის, ფოტოსურათის, ელექტრონული ინფორმაციის, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სახით;
ფ)
სამსახური ვალდებულია გაწეული სამუშაოების შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ანგარიში ან სხვა სახის ინფორმაცია გამგებელს და საკრებულოს კომისიებს;
ქ)
სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მიუხედავათ მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა, რომლებიც არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობას ახორციელებენ ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი III
სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსებისა და მოხელეებისაგან. სამსახურს ხელმძღვანელოს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნუციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
2.
სამსახურის უფროსი ახორციელებს სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას, პასუხისმგებელია სამსახურის მთელ საქმიანობაზე და სამსახურის ყველა თანამშრომლის მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე.
3.
სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა)
არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილება;
ბ)
სამშენებლო კონტროლის განყოფილება;
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
5.
განყოფილება თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
6.
სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამგებელი.
7.
სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით.
8.
სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
მუხლი 6🔗.
არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების განყოფილება
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებიდან გამომდინარე, განყოფილების მიზნებია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე:
ა)
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება;
ბ)
მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსების პირობების დადგენა.
გ)
მიწათმოსარგბლისათვის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტში ასახული ტერიტორიული ზონებისათვის განაშენიანების, ინტენსივობის და გამწვანების კოეფიციენტების განსაზღვრა;
დ)
ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი პროექტების სამშენებლო ნორმატივების შესაბამისობათან დადგენა;
ე)
არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების განვითარება, მისი ხარისხის ამაღლება;
ვ)
არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარება;
ზ)
მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის განხორციელება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობა;
თ)
შემოსულ საპროექტო დოკუმენტაციებზე სათანადო წინადადებებისა და დასკვნების მომზადება;
ი)
ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა;
კ)
უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასა და ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილების და დამატების პროექტების მომზადებას;
ლ)
უზრუნველყოფს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების პროექტების მომზადებას;
მ)
უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის.
მუხლი 7🔗.
სამშენებლო კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს
1.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის შემოწმების აქტებით გამოვლენას, პროექტის სამშენებლო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე საკითხის მომზადებას.
2.
კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას. შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა.
3.
სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერებას დადგენილი წესის შესაბამისად.
4.
დადგენილი წესით საკითხის მომზადებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ.
5.
ზედამხედველობას და კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობაზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე.
6.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ.
7.
საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" საქათველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას.
8.
ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში და წესით განხილვას.
9.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
10.
თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან.
თავი IV
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 8🔗.
სამსახურის უფროსი
1.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ)
დადგენილი წესით, დოკუმენტების სრულყოფისა და კანონიერების თაობაზე წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, ამზადებს დასკვნებს ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების, გამგეობის კომპეტენციას დაქვემდებარებული მშენებლობის ნებართვის გაცემაზე;
გ)
უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
დ)
ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
ე)
ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის;
ვ)
შეიმუშავებს და გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ)
უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და გამგებლისთვის წარდგენას;
თ)
გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ი)
უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას;
კ)
თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს გამგებელს, გამგებლის მოადგილეებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
ლ)
თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
მ)
ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;
ნ)
მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ო)
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული გამგებლის წინაშე;
პ)
სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძველები და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2.
სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა)
წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ)
პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ)
მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
დ)
ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე;
ე)
ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ვ)
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 9🔗.
სამსახურის მოსამსახურე
1.
სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)
გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ)
თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;
გ)
უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ)
მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ე)
აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ვ)
ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ზ)
ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2.
სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა)
საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ)
ხელი მოაწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას;
გ)
შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
დ)
დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები;
ე)
შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ)
დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ)
გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
თ)
შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 10🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1.
სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.
დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.