ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 15.03.2013
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ სხულუხია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2013 წლის 15 მარტი
ქ.ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3🔗
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგრიგოლ სხულუხია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
1.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე შექმნილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.
4.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი დადგენილი წესის შესაბამისად.
5.
სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90.
თავი II
სამსახურის ფუნქციები
მუხლი 2🔗.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადებასა და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ბ)
წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას სპორტისა და ახალგაზრდული საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
გ)
სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას გამგებელთან წარსადგენად;
დ)
სასპორტო და ახალგაზრდული დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადებას გამგებელთან წარსადგენად;
ე)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული ახალგაზრდული და სპორტის ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებაზე ზრუნვას;
ვ)
საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მუნიციპალიტეტის გამგებელთან წინადადებების წარდგენას;
ზ)
სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ორგანიზებას; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას;
თ)
სპორტის სხვადასხვა დარგების განვითარების ხელშეწყობას;
ი)
სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფას; სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობას;
კ)
სამსახურის სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარებას, ადგილობრივი სემინარების, კონკურსების, ოლიმპიადების მოწყობა-ორგანიზებას.
ლ)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;
მ)
თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან;
ნ)
ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და ფორმირებაში მონაწილეობა;
ო)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 3🔗.
სამსახურის კომპეტენცია
სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით;
ბ)
ქმნის პირობებს საქართველოს და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის; ხელს უწყობს საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებას;
გ)
უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკაშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, გამგებელთან შეთანხმებით, მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მათგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;
დ)
სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზებული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები გამგებელთან შეთანხმებით.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.
2.
სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3.
სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც დადგენილი წესით გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4.
სამსახური ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 5🔗.
სამსახურის უფროსი
1.
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
2.
წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.
3.
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
4.
წარუდგენს გამგებელს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
5.
ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს.
6.
ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას.
7.
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 6🔗.
სამსახურის მოსამსახურე
სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)
გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ)
თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;
გ)
უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ)
მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ე)
აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ვ)
ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ზ)
ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
მუხლი 7🔗.
სამსახურის მოხელე მოვალეა:
1.
საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2.
შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები.
3.
ხელი მოაწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას.
4.
დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები.
5.
შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები.
6.
დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ.
7.
გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
8.
შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1.
სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.
დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.