⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.07.2018)
გაუქმებულია:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.03.2013
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,630 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.03.2013 მიღება
12.07.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური (შემდგომში
სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  მოქმედი კანონმდებლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ სხულუხია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №11 2013 წლის 15 მარტი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის დებულება თანახმად, დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის   სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №8  დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 4🔗 დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგრიგოლ სხულუხია დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. სამსახურის ცნება 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  მოქმედი კანონმდებლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 5. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 6. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90. თავი II სამსახურის საქმიანობის სფერო, ამოცანები და ფუნქციები მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სფერო სამსახურის საქმიანობა მოიცავს განათლების (სკოლამდელი განათლების), კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებს. მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სკოლამდელი განათლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის  სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი პროგრამების შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია; ბ) მატერიალური (ეთნოგრაფიული მასალები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები) და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ, რელიგიურ ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ, თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია; გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენა და შესაბამისი ორგანიზაციების დაუწყება შემდგომი ექსპერტიზისა და კლასიფიკაციისათვის; შესაბამისი პროფილის საქართველოს სხვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; დ) მემკვიდრეობის დაცვა შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობის, პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება; ე) უფლებამოსილი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუზეუმო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობა; ვ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკდავყოფა. განათლებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ზ) თეატრის, კინოს, კლასიკური და საესტრადო მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარების, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, რაიონული დაქვემდებარების ბიბლიოთეკების მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობა, ბიბლიოთეკისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, სხვადასხვა პროგრამების მომზადება და განხორციელება, საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვა და კონტროლი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ბიბლიოგრაფიული მასალების შეგროვება და სისტემატიზირება; ი) მუნიციპალიტეტის  განათლების რესურსცენტრთან ერთად საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობა და რეაბილიტაცია.  სკოლამდელი განათლების კოორდინაცია; კ) სკოლამდელი განათლების სფეროში პროექტების შემუშავება და განხორციელება. ლ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა. მ) თავისი მმართველობის სფეროსთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება. ნ) განათლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა. ო) სამსახურის სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარების განხორციელება. პ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოყოფილი განათლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება; ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) ითანამშრომლოს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; ბ)  მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, ხელშეკრულებით იწვევს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებსა თუ ტექნიკურ მუშაკებს; გ) დადგენილი წესით აწყობს ადგილობრივ სემინარებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, გამოფენებს, გამოფენა-გაყიდვებს და სხვა ღონისძიებებს. მუხლი 5🔗. სამსახურის კომპეტენცია 1. სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით. 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კოორდინაციას უწევს განათლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს განვითარების პროგრამების განხორციელებას. 3. ქმნის პირობებს განათლების, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არასამთავრობო და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის. 4. ახორციელებს თავისი მმართველობის სფეროში რეგისტრირებულ საჯარო  სამართლის იურიდიულ პირთა აღრიცხვასა და კონტროლს. თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 6🔗. სამსახურის ძირითადი სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისაგან. სამსახურს ხელმძღვანელობს  სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 2. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) განათლების განყოფილება; ბ) კულტურის განყოფილება; გ) ძეგლთა დაცვის განყოფილება. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 4. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გამგებელი. 5. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით; 6. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. მუხლი 7🔗. განათლების  განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის  განათლების რესურსცენტრთან  ერთად საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობასა და რეაბილიტაციას; ბ) სკოლამდელი განათლების კოორდინაციას; გ) სკოლამდელი განათლების სფეროში პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას. დ) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების მატერიალურ წახალისებას. ე) შესაბამისი პროფილის საპუბლიკაციოდ გამოცემის ხელშეწყობას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. კულტურის განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სახელოვნებო (სამუსიკო, საგუნდო, სამხატვრო) სკოლების მონიტორინგს და ზედამხედველობას; ბ) ფესტივალების, კონცერტების, გამოფენა-გაყიდვების, ლიტერატურულ მუსიკალური კონკურსების საქველმოქმედო და სხვა სახის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას. გ) თეატრის, კინოს, კლასიკური და საესტრადო მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ტრადიციების შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარების, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, რაიონული დაქვემდებარების ბიბლიოთეკების მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობა, ბიბლიოთეკისათვის მეთოდური დახმარების გაწევა, სხვადასხვა პროგრამების მომზადება და განხორციელება, საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვა და კონტროლი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ბიბლიოგრაფიული მასალების შეგროვებასა და სისტემატიზირებას; ე) შესაბამისი პროფილის თემატური ნაშრომების საპუბლიკაციოდ გამოცემის ხელშეწყობას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 9🔗. ძეგლთა დაცვის  განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მატერიალური (ეთნოგრაფიული მასალები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები) და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, მემორიალურ, რელიგიურ ესთეტიკურ, მხატვრულ, მეცნიერულ, ტექნიკურ, თუ სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაციას. ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენას და შესაბამისი ორგანოების დაუწყებას შემდგომი ექსპერტიზისა და კლასიფიკაციისათვის; შესაბამისი პროფილის საქართველოს სხვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; გ) მემკვიდრეობის დაცვას შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობის, პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობას; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელებას. დ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუზეუმო სისტემის განვითარების ხელშეწყობას, მისი მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობას. ე) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკდავყოფას. განათლებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას. ვ) შესაბამისი პროფილის თემატური ნაშრომების საპუბლიკაციოდ გამოცემის ხელშეწყობას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. თავი IV სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი მუხლი 10🔗. სამსახურის უფროსი 1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) წარმართავს  სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს  სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს  სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ე) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; ვ) წარუდგენს გამგებელს  სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს; თ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ     კანონმდებლობასთან შესაბამისობას, საქმიანობიდან გამომდინარე,  მუნიციპალიტეტისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; ი) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; კ) ესწრება  თათბირებს, ასევე, საკრებულოს სხდომებს; ლ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს  სამსახურის მიერ   შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; მ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს; ნ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ო) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას. პ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. სამსახურის განყოფილების უფროსი; ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას. ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის   უფროსის დავალებათა შესრულებაზე; ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას. ვ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა  უფლება-მოვალეობებს. 3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია  გამგებლის შინაშე; 4. განყოფილების უფროსი  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების წინაშე. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი. მუხლი 11🔗. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან; გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას. გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე; თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. თავი V დასკვნითი დებულებანი მუხლი 12🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.