„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
110.050.010.04.001.003.227
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 16/07/2008

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) მე-60 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს პარლამენტის 3 წევრი და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრიდან 1 წევრი არჩეული უნდა იქნეს იმ ფრაქციიდან (ფრაქციებიდან), რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, ან საქართველოს პარლამენტის იმ წევრთაგან, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 5 ივლისი.

№103–რს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.07.2008.
როდის იქნა მიღებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №103. სარეგისტრაციო კოდი — 110.050.010.04.001.003.227.
სად არის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №103, 05.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.04.001.003.227 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18730/