⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.07.2018)
გაუქმებულია:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.03.2013
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,413 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.03.2013 მიღება
12.07.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (შემდგომში
სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებს.
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ სხულუხია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2013 წლის 15 მარტი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის  დებულება, თანახმად №1 დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მუხლი 3🔗 დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგრიგოლ სხულუხია დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. სამსახურის ცნება 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოსა და გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. იურიდიული სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 4. იურიდიული სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 5. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 6. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90. თავი II იურიდიული სამსახურის ფუნქციები მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას, სამსახურში შემოსული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) მიღება-განხილვას; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან. ე) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას; ვ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; ზ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; თ) გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ი) გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; კ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; ლ) გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან დასადები შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; მ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; ნ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; ო) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  ცნობების გაცემასა და ოქმების შედგენას; ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისაგან. სამსახურს ხელმძღვანელობს  სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ ერთი განყოფილების უფროსი. 2. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) სამართლებრივი აქტების, პროექტების მომზადებისა და კადრების განყოფილება; ბ) სასამართლოებთან,  ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მოქალაქეებთან ურთიერთობისა და ექსპერტიზის განყოფილება. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე; 4. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გამგებელი. 5. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით; 6. სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე. მუხლი 4🔗. სამართლებრივი აქტების, პროექტების მომზადებისა  და კადრების განყოფილება სამართლებრივი აქტების, პროექტების მომზადებისა  და კადრების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას,  მათ ვიზირებას, სამსახურში შემოსული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) მიღება-განხილვას; დ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; ე) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მომზადებას; ვ) გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ზ) გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; თ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა  შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; ი) გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან დასადები შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას, აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; კ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; ლ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სასამართლოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მოქალაქეებთან     ურთიერთობისა და ექსპერტიზის განყოფილება სასამართლოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მოქალაქეებთან     ურთიერთობისა და ექსპერტიზის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) გამგებლის, გამგებლის მოადგილეების, გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) მიღება-განხილვას; გ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის სრულყოფილი განხილვა-გადაწყვეტისათვის ურთიერთობის წარმოებას გამგეობის სხვა სამსახურებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან; დ) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; ე) გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ვ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  ცნობების გაცემასა და ოქმების შედგენას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. თავი IV სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი მუხლი 6🔗. სამსახურის უფროსი 1. იურიდიული სამსახურის უფროსი: ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) წარმართავს იურიდიული სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; გ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს იურიდიული სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; დ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს იურიდიული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ე) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის; ვ) უშუალოდ იხილავს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და წარდგინებებს და წარუდგენს გამგებელს შესაბამის დასკვნას; ზ) წარუდგენს გამგებელს იურიდიული სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) გამგებლის კონკრეტული დავალებით უშუალოდ უძღვება სამსახურის წარმოებაში   არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას; ი) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს; კ) ამზადებს და ითანხმებს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტებს; ლ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ     კანონმდებლობასთან შესაბამისობას, საქმიანობიდან გამომდინარე,  მუნიციპალიტეტისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; მ) სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს  გამგებელს, გამგებლის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულების, ასევე გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებს; ნ) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; ო) ესწრება  თათბირებს, ასევე, საკრებულოს სხდომებს; პ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს იურიდიული სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ჟ) გამგებლის დავალებით უშუალოდ ახორციელებს იურიდიული სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ უფლებამოსილებას; რ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს; ს) მონაწილეობს, მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე, შექმნილ კომისიებში; ტ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; უ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. იურიდიული სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას. ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; დ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე; ე) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას. ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა  უფლება-მოვალეობებს. 3. იურიდიული სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია  გამგებლის შინაშე; 4. იურიდიული განყოფილების უფროსი  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების წინაშე. 5. იურიდიული სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი. მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან; გ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ე) აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ვ) ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; ზ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) ხელი მოაწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას. გ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; დ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; ზ) გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე; თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. თავი V დასკვნითი დებულებანი მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.