ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 15.03.2013
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016112
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ სხულუხია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2013 წლის 15 მარტი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ნოემბრის №35 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 4🔗
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგრიგოლ სხულუხია
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
სამსახურის ცნება
1.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური ( შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით მინიჭებული ფუნქციების განხორციელებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
4.
სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
5.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
6.
სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90.
თავი II
სამსახურის ფუნქციები
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1.
ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება.
2.
უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქყვეყნება.
3.
გამგებლის დავალებების შესაბამისად მოამზადოს გამგეობის სამუშაო გეგმების პროექტები.
4.
ორგანიზება გაუწიოს გამგეობის ურთიერთობას საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან.
5.
უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება.
6.
უზრუნველყოს ერთიანი საქმისწარმოება სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატისადმი.
7.
განახორციელოს კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე, უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალების დამუშავება.
8.
მოახდინოს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა; გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება.
9.
უზრუნველყოს გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
10.
მოახდინოს გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
11.
უზრუნველყოს გამგეობის საარქივო დოკუმენტების დაცვა.
12.
შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები.
13.
უზრუნველყოს შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) მიღება-განხილვა.
14.
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა.
15.
გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვა-შენახვა.
16.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა.
17.
მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 3🔗.
სამსახურის ძირითადი სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისაგან. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ ერთი განყოფილების უფროსი.
2.
სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა)
საერთო-საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილება;
ბ)
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
გ)
ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
დ)
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
3.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და მოხელეებისაგან, განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
4.
სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გამგებელი.
5.
სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება ფუნქციონალური მოვალეობებით.
6.
სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
მუხლი 4🔗.
საერთო საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ)
შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ)
დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
დ)
დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ე)
დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ)
გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ზ)
საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
თ)
საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ი)
ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
კ)
საქმის წარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ლ)
თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმის წარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
მ)
გამგეობაში სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოების შესახებ ინფორმაციის დაცვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ)
გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების აღრიცხვა-შენახვა.
ო)
გამგეობის ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, კონტროლს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების ვადებზე;
პ)
მოქალაქეთა მიღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;
ჟ)
ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;
რ)
მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
ადმინისტრაციული შენობის შენახვას, მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზებას, სანიტარიული ნორმების დაცვას;
ბ)
საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ)
საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
დ)
გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე ინვენტარით მომარაგებას;
ე)
გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ვ)
გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;
ზ)
მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
ჟურნალისტების დასწრებას გამგეობის ორგანოების სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ბ)
გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
გ)
გამგებლის ინიცირებული საკრებულოს დადგენილებების, პროექტების გამოქვეყნებას;
დ)
გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
ე)
გამგეობის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას;
ვ)
ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას;
ზ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება
1.
გამგეობის ურთიერთობას საკრებულოსთან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
2.
გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას.
3.
გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდებსა;
4.
გამგეობის თანამშრომლობის ორგანიზებას საქართველოსა და უცხოეთის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
5.
სამუშაო თათბირებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებას.
6.
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო - საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა.
7.
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 8🔗.
სამსახურის უფროსი
1.
სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
გ)
წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;
დ)
წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე)
სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
ვ)
წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ზ)
უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს;
თ)
ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, საქმიანობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს;
ი)
წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტისა და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
კ)
ესწრება თათბირებს, ასევე საკრებულოს სხდომებს.
ლ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
მ)
ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
ნ)
მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
ო)
ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
პ)
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.
2.
სამსახურის განყოფილების უფროსი;
ა)
წარმართავს და ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ)
პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ)
მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;
დ)
ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურის უფროსის დავალებათა შესრულებაზე;
ე)
ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას.
ვ)
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობებს;
3.
სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგებლის შინაშე.
4.
განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების წინაშე.
5.
სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი.
მუხლი 9🔗.
სამსახურის მოსამსახურე
1.
სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)
გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ)
თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან;
გ)
უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ)
მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
ე)
აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ვ)
ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით;
ზ)
ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2.
სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა)
საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ)
ხელი მოაწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას.
გ)
შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
დ)
დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები;
ე)
შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ)
დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;
ზ)
გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
თ)
შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
თავი V
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 10🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1.
სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.
დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.