არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
მინისტრი ს ბრძანება№03/43
2013 წ ლის 12 მარტი
ქ. თბილისი
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“51-ე, 52-ე, 53-ე მუხლებისა და „კულტურული მემკვიდრეობის“შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი:
ა) დედაენა –
ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი;
ბ) ცეკვა ფერხული –
საშემსრულებლო ხელოვნება;
გ) ბერიკაობა - საშემსრულებლო ხელოვნება;
დ) კახური მრავალჟამიერი – საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება;
ე) ქალაქური მრავალჟამიერი –
საშემსრულებლო ხელოვნება, საზოგადოებრივი გამოცდილება.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების პირველ მუხლში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. ეთხოვოს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა ბრძანების პირველ მუხლში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე;
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქ. № 7).
მინისტრი მირიანე ოდიშარია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“?
- „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ მიღებულია 12.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №03/43.
- სად არის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“, №03/43, 12.03.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1873779/