⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.02.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.03.2013
ძალის დაკარგვა 11.02.2014
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.137.016082
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 354 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.03.2013 მიღება
11.02.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2013 წლის 19 მარტი დაბა. ადიგენი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის; „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები  და განკვეთების ოდენობა დანართი №1-ს შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012  წლის 6 იანვრის №1  დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ენდელაძე დანართი №1 ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთების ოდენობა მუხლი 1🔗. ადგილობრივი მოსაკრებლები 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი; 2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის; 3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. მუხლი 2🔗. ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთები 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი: ა)  თითოეულ სამორინეს  მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით. 2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის: ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით; ბ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. 3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს – 0,50 ლარის ოდენობით თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 10 (ათი) ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.