,,საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის N274 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
110060000.22.027.016416
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №15

2013 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №274 ბრძანებით (სსმ III, 27.11.2008 წ., №168, მუხლი 1718) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, მუხლი 2. აპარატის ამოცანები

აპარატის ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის აპარატთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მთავარი პროკურატურის ურთიერთობების კოორდინაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს; მთავარი პროკურორის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში მთავარ პროკურატურაში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება და მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებზე რეაგირება; პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი მივლინების ორგანიზაციული მხარის მოწესრიგება; საზოგადოებრივი პროექტების სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება და კოორდინაცია; საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის, მომსახურების ან სამუშაოების შესყიდვა და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლი.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ)  პროკურატურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის, მომსახურების ან სამუშაოების შესყიდვა და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი