⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2022)
გაუქმებულია:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.03.2013
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.029.016044
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 978 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2013 მიღება
15.11.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №57 2013 წლის 20 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა და 7​2 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:  1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოების თანდართული დებულება.   2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2006 წლის 17 მარტის №24 ბრძანება.    3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოების  დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) შექმნილია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის N34 დადგენილების საფუძველზე. 2. ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამის რეგიონში. 3. ტერიტორიული ორგანოები უზრუნველყოფენ სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას, კონკრეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში, მათი უფლებამოსილებების ფარგლებში. 4. ტერიტორიულ ორგანოს აქვს ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დასრულებული ბალანსი, ხარ­ჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში. 5. ტერიტორიული ორგანო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯე­ტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრე­ბის მიზნობრივ გამოყენებაზე. 6. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 7. ტერიტორიული ორგანოების იურიდიული მისამართებია: ა) აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო - ქ. ზუგდიდი, 2100, რუსთაველის ქ. N87; ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო - ქ. ქუთაისი, 4600, ირ. აბაშიძის გამზ. N27; გ) ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანო - ქ. რუსთავი, 3700, ვახუშტის ქ. N8; დ) შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანო - ქ. გორი, 1400, სამების ქ. N1. მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს ამოცანები ტერიტორიული ორგანოს ამოცანებია: ა) საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბე­ბის მიზნით სამინისტროსათვის წინადადებების წარდგენა; ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), რეპატრიანტთა და საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; გ) სამოქმედო ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, დევნილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზების ხელშეწყობა; დ) სამოქმედო ტერიტორიაზე მიგრაციული ნაკა­დების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი; ე) სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა განსახლების ობიექტებისა და მასში მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა, მონიტორინგი და ოპერატიული რეაგირება მათი უფლებების დაცვის მიზნით; ვ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით, სამინისტროს დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით ტერიტორიულ ორგანოზე განსაზღვრული ფუნქციების რეალიზება. მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება 1. ტერიტორიული ორგანო თავისი ამოცანების და ფუნქციე­ბის შესრულებისას უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს საქმიანობის გეგმები; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სხვა ტერი­ტო­რიული ორგანოებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილთა, თავშესაფრის მაძიებელთა,ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აწარმოოს მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; გ) განიხილოს განცხადებები, საჩივრები, წინადა­დებები, სხვა კორესპონდენციები და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება დასმულ საკითხებზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშა­ვებაში; ე) უზრუნველყოს დევნილთა მიღების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში მათი კონსულტირება და საჭირო საკითხების ირგვლივ ინფორმირება; ვ) მიიღოს და დადგენილი წესით სამინისტროს გადაუგზავნოს დაინტერესებულ პირთა განცხადებები დევნილის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე; ზ) დადგენილი წესით უზრუნველყოს დევნილის მოწმობის გაცემა. 2. ტერიტორიული ორგანო პასუხისმგებელია მასზე დაკის­რებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის ორგანიზება 1. ტერიტორიულ ორგანოს ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფ­ლებს მინისტრი. 2. ტერიტორიული ორგანოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. ტერიტორიული ორგანოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს ტერიტორიული ორგანოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; გ) ანაწილებს ფუნქციებს ტერიტორიულ ორგანოს მოსამსა­ხურეებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრუ­ლებას; დ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა შვებულების, მივლინების, აგრეთვე ტერიტორიული ორგანოს უფროსის მივლინების და სხვა ორგანიზაციული საკითხების თაობაზე. 4. ტერიტორიული ორგანოს უფროსის შვებულების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს მინისტრი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს №112 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესით“ დადგენილი პროცედურების მიხედვით. 5. ტერიტორიული ორგანოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია). 6. ტერიტორიული ორგანოს ხარჯთა ნუსხასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი. 7. ტერიტორიული ორგანოს სხვა მოსამსახურეებს, ტერიტორიული ორგანოს უფროსის წარდგინებით ან ამის გარეშე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.