„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№62
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.029.016048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №62

2013 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №121 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №121 ბრძანებაში (სსმ, 151, 18/11/2010, სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.029.016012) და ამავე ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანდართული დებულება“.

3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება“.

4. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების“ პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებებსა და მოვალეობებს, აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“

5. დებულების მე-2 მუხლი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობებია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;

ბ) სამინისტროს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია და განვი­თარება;

გ) არასამთავრობო ორგანი­ზაციებთან ურთიერთობის წარმართვა;

დ) საერთაშორისო ურთიერთობათა პრინციპებიდან გამომდინარე, სათანადო წინადადებებისა და მექანიზმების შემუშავება სამინისტროს საქ­მიანობის ეფექტიანად წარმარ­თვის მიზნით.

ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მემორანდუმის პროექტების მომზადება;

ვ) ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა;

ზ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და ვიზირება;

კ) სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა:

კ.ა) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციების, შეხვედრების, მემორანდუმების გაფორმების ცერემონიალის მომზადება-გამართვა;

კ.ბ) სამინისტროში სტუმართა ვიზიტის დახვედრა-გაცილების ორგანიზება;

კ.გ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომელთა საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მივლინებების ორგანიზება;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“

6. დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში  დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელიც აგრეთვე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის სხვა მითითებებსა და დავალებებს.“

7. დებულების მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე