საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 15.03.2013
ძალის დაკარგვა 18.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 606 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.03.2013 მიღება
18.02.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №55 2013 წლის 15 მარტი    ქ. თბილისი საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ნათია მიქელაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე; ქეთევან სალუქვაძე -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; მიხეილ ხმალაძე - სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი; შალვა ურიადმყოფელი სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; ზაზა ავალიანი - სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საავტომობილო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი; ალექსი ბატიაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ლევან მაჭავარიანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ირაკლი ქარსელაძე საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი; თეა ლეკვეიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; კახაბერ გვანცელაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი; ქეთევან კორძახია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი; პაატა გოგოლიძე სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი; გიორგი ჩიტაძე სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტიზაციის დეპარტამენტის დირექტორი; ნინო მიქანაძე სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; ზაზა ჭელიძე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი; შალვა ოგბაიძე -ა(ა)იპ - საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი; სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კონსულტანტი; ვაჟა ქარუმიძე - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი (მოწვეული წევრი); მუხლი 2🔗 საბჭომ საქართველოს მთავრობის სხდომებზე პერიოდულად წარადგინოს ინფორმაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.  მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს თანდართული დებულება.  მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი  უწყებათაშორისო საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის  უწყებათაშორისო სამთავრობო საბჭო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ამოქმედებისათვის საჭირო გარდამავალი პერიოდის კომპლექსურ გეგმას და ზედამხედველობას გაუწევს მის შესრულებას. 2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები საბჭოს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ამოქმედებისათვის საჭირო გარდამავალი პერიოდის კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავება; ბ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ამოქმედებისათვის საჭირო გარდამავალი პერიოდის კომპლექსური სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობა. მუხლი 3🔗. საბჭოს უფლებამოსილებანი საბჭო უფლებამოსილია: ა) საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან; ბ) საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; გ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის  მიზნით მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; მუხლი 4🔗. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას; ბ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. მუხლი 5🔗. საბჭოს სხდომის ჩატარების წესი 1. საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. 2. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.