„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№193
სარეგისტრაციო კოდი
340.050.000.05.001.003.230
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 28/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 28.12.2007, მუხ. 430) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საგამოძიებო დეპარტამენტის, ინსპექციისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს 2009 წლის 1 იანვრამდე.“.

2. 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2009 წლის 1 იანვრიდან 2 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი – „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. 2009 წლის 1 იანვრიდან 3 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა;

ბ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის დადგენილი ფორმის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, ლუქის, ბეჭდის ფორმები და სამსახურის ლოგოს ნიმუში;

გ) ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქცია;

დ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი ეთიკის კოდექსი;

ე) გარემოს დაცვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა;

ვ) გარემოს დაცვის სამსახურის ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი;

ზ) ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის შესახებ;

თ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი და ნამსახურევი კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი დანამატები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატების შესახებ;

ი) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის შესახებ;

კ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ლ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სინჯების აღების შესახებ ინსტრუქციები.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№193–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2008.
როდის იქნა მიღებული „გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №193. სარეგისტრაციო კოდი — 340.050.000.05.001.003.230.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე, №193, 15.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.05.001.003.230 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18748/