⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.04.2015)
გაუქმებულია:

„საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2013
ძალის დაკარგვა 29.04.2015
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016067
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 259 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
29.04.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე იური ქათამაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2013 წლის 28 მარტი დაბა შუახევი „საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც’’ ქვეპუნქტის შესაბამისად  შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს „საპატიო შუახეველის“  წოდება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „საპატიო შუახეველის“   წოდების მინიჭების წესი თანახმად დანართისა. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეიური ქათამაძე დანართი „საპატიო შუახეველის“   წოდების მინიჭების წესი 1. ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი  განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია „საპატიო შუახეველის“  წოდება. 2. „საპატიო შუახეველის“  წოდებას ანიჭებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით  სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის და საზოგადოებრივი ორგანოების წარდგინებით, შუახევის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე. 3. „საპატიო შუახეველის“  წოდება ენიჭებათ: ა) შუახევის  მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის: ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული მიღწევებისათვის; გ) უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის წინაშე, შუახევის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. 4. „საპატიო შუახეველის“ წოდების მქონე  მოქალაქეებს ეძლევათ „საპატიო შუახეველის“  წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა. 5. „საპატიო შუახეველის“   გვარი შეტანილ იქნება „შუახევის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების წიგნში; 6. „საპატიო შუახეველის“  წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია „საპატიო შუახეველის“  წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო. 7. . „საპატიო შუახეველის“  წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი. 8. „საპატიო შუახეველის“ წოდების ჩამორთმევა შეუძლია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს თანხმობით  საკრებულოს თავმჯდომარის მიერ   შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე „საპატიო შუახეველის“  მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივით.