ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (სამგორის რაიონის გამგეობა)
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010260020.53.101.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2013
matsne.gov.ge 1,861 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ხახნელიძე ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის ბრძანება №1 2013 წლის 22 მარტი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ „ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის № 13 ბრძანების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის თანდართული რეგლამენტი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ხახნელიძე დანართი ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის რ  ე  გ  ლ  ა  მ  ე  ნ  ტ  ი თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობა 1. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობა არის ქალაქ თბილისის მმართველობის ტერიტორიული ორგანო,  რომელიც „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის № 1-1 გადაწყვეტილების, „ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის № 13 ბრძანების და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის ყველა საკითხის გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის - რაიონის მართვას. 2. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობა შედგება: ქ. თბილისის რაიონის გამგებლის, მისი მოადგილეების და რაიონული სამსახურების (განყოფილებების) ხელმძღვანელებისაგან. 3. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი, იგი განსაზღვრავს გამგეობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას, ახორციელებს გამგეობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. გამგეობის საქმიანობისათვის გამგებელი ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის საკრებულოსა და რაიონის მოსახლეობის წინაშე. 4. გამგეობის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ნავთლუღის ქუჩა № 8_1. მუხლი 2🔗. ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის რეგლამენტი გამგებლის და გამგეობის სამართლებრივი აქტების მომზადების, გაფორმებისა და გამოცემის, გამგეობის სხდომების, გამგებლის თათბირების მომზადებისა და ჩატარების, გამგეობის სახელით შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა პროექტების მომზადების ორგანიზების, დადების წესსა და პროცედურას განსაზღვრავს ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის რეგლამენტი (შემდგომში - რეგლამენტი). თავი II გამგეობის სხდომის ორგანიზება მუხლი 3🔗. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება 1. გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხები წარდგენილ უნდა იქნეს გამგეობის დადგენილების პროექტის ფორმით წერილობით ან ელექტრონულად. წერილობითი სახის პროექტი წარდგენილ უნდა იქნეს თანდართულ ელექტრონულ ვერსიასთან ერთად. 2. გამგეობის სდომაზე შემომტან პირს ეკისრება პასუხისმგებლობა განსახილველად წარმოდგენილი დადგენილების პროექტის (პროექტების) ხარისხის, თანდართული მასალების უტყუარობისა და სისრულისათვის. 3. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა პროექტები, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, თანდართულ მასალებთან ერთად უნდა გადაეცეს გამგეობის აპარატს სხდომამდე 3 დღით ადრე. 4. გამგეობის სხდომაზე საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გავლილი აქვს სათანადო ექსპერტიზა შესაბამის სამსახურებში. მუხლი 4🔗. გამგეობის სხდომის მომზადებისა და გამართვის წესი 1. გამგეობის სხდომას ამზადებს და ორგანიზებას უწევს გამგეობის აპარატი. 2. გამგეობის სხდომის ჩატარებამდე, არა უგვიანეს 1 დღისა, სხდომის დღის წესრიგი და თანდართული მასალები ელექტრონული ან მატერიალური ფორმით გადაეგზავნებათ გამგეობის წევრებს. 3. გამგეობა უფლებამოსილია სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან განხილვიდან მოხსნის შესახებ. 4. გამგეობის სხდომის ჩატარებამდე, სულ ცოტა 2 დღით ადრე, გამგეობის აპარატი აქვეყნებს ინფორმაციას სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ. 5. გადაუდებელი აუცილებლობისას, გამგეობა უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ. მუხლი 5🔗. გამგეობის სხდომები 1. გამგეობის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს გამგებელი. 2. გამგეობის სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც გამგეობის იურიდიულ მისამართზე. საჭიროების შემთხვევაში გამგეობის სხდომა შესაძლოა მოწვეულ იქნეს სხვა მისამართზეც. 3. გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) რაიონის გამგებლის ინიციატივით; ბ) გამგეობის წევრის/ან წევრთა მოთხოვნით. 4. გამგეობის რიგგარეშე სხდომა იმართება მისი მოწვევის მოთხოვნიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში. 5. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. 6. გამგეობის სხდომები, როგორც წესი, ღიაა და მიმდინარეობს საჯაროდ. გამგეობის აპარატი იღებს ზომებს გამგეობის სხდომების საჯაროობის უზრუნველსაყოფად. გამგეობის სხდომა ან მისი ნაწილი შეიძლება დახურულად გამოცხადდეს გამგეობის გადაწყვეტილებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხდომის საჯაროობამ შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოების გამჟღავნება. 7. გამგეობის სხდომებზე მიღებული დადგენილებებისა და სხდომის ოქმის გაფორმებას, ტექნიკურად უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი. მუხლი 6🔗. გამგეობის სხდომის თავმჯდომარე 1. გამგეობის სხდომის თავმჯდომარე: ა) ხსნის და დამთავრებულად აცხადებს სხდომას; ბ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას; გ) განსაზღვრავს კამათის მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ; დ) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ე) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ დადგენილებასა და სხდომის ოქმს; ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, ატოვებინებს სხდომის დარბაზს სხდომაზე მოწვეულ პირს; ზ) საჭიროებისამებრ, წყვეტს სხდომის მიმდინარეობას და აცხადებს შესვენებას; თ) ახორციელებს სხდომის გამართვისათვის აუცილებელ სხვა უფლებამოსილებებს. 2. გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება კამათს არ ექვემდებარება. მუხლი 7🔗. გამგეობის წევრთა უფლებები სხდომაზე გამგეობის სხდომის მსვლელობისას გამგებელს და გამგეობის წევრებს უფლება აქვთ: ა) წამოაყენონ წინადადებები და შენიშვნები დღის წესრიგთან და მუშაობის წესთან დაკავშირებით; ბ) მიიღონ მომხსენებლისაგან დამატებითი განმარტებები განსახილველ საკითხებზე; გ) მიიღონ მონაწილეობა კამათში, ნებისმიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, გამოთქვან და დაიცვან საკუთარი აზრი; დ) საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინონ წინადადება საკითხის დამატებით შესწავლის თაობაზე; ე)  მიიღონ ან არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში; ვ) წერილობითი ფორმით დააფიქსირონ საკუთარი (განსხვავებული) აზრი. მუხლი 8🔗. მოხსენება გამგეობის სხდომაზე 1. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხს მოხსენების სახით წარადგენს გამგებელი ან  გამგეობის სხვა წევრი;  2. მოხსენება უნდა შეიცავდეს: ა) საკითხის განხილვის აუცილებლობის მოკლე დასაბუთებას; ბ) ინფორმაციას საკითხის მომზადების (რომელი აქტის საფუძველზე, ვისი ინიციატივით და ვის მიერ მომზადდა, ვისთან შეთანხმდა ან ვერ შეთანხმდა და სხვა) შესახებ; გ) განმარტებას საკითხის არსის თაობაზე; დ) განსახილველ საკითხზე დადგენილების პროექტს. 3. საჭიროების შემთხვევაში საკითხის წარდგენაში შეიძლება მონაწილეობდეს გამგეობის სხვა წევრი - თანამომხსენებელი. მუხლი 9🔗. კამათი გამგეობის სხდომაზე გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ კამათში შეიძლება მონაწილეობდეს გამგეობის წევრი ან/ შესაბამისი საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მოწვეული პირი. მუხლი 10🔗. გამგეობის სხდომაზე მოწვეულ პირთა უფლებები 1. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, გამგეობის სხდომაზე მოწვეულ პირებს უფლება აქვთ: ა) სხდომის თავმჯდომარის თანხმობით მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში; ბ) წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია და წინადადებანი განსახილველ საკითხებზე. 2. გამგეობის სხდომაზე მოწვეული პირი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. მუხლი 11🔗. კენჭისყრა გამგეობის სხდომაზე 1. გამგეობის სხდომაზე კენჭისყრა წარმოებს: ა) სხდომის თავმჯდომარის წინადადებით, საკითხის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებით; ბ) განსახილველი საკითხის შესახებ გამგეობის დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით. 2. გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრით. 3. გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი, თუ ამ რეგლამენტით სხვა წესი არ არის დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია. მუხლი 12🔗. გამგეობის სხდომის ოქმი 1. გამგეობის სხდომის ოქმს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს გამგეობის აპარატი. ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და აპარატის უფროსი (სხდომის მდივანი), ხოლო აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე. 2. გამგეობის აპარატი გამგეობის სხდომაზე მიღებულ ოქმსა და დადგენილებას აფორმებს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერიდან არა უგვიანეს 1 დღის ვადაში. 3. გამგეობის სხდომის ოქმში შეიტანება: ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარისა და დამსწრე პირთა ვინაობა; დ) სხდომის უფლებამოსილება შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად; ე) განხილვის საგანი; ვ) კენჭისყრის შედეგები; ზ) მიღებული გადაწყვეტილება; თ) გამგეობის წევრთა მოთხოვნით, განხილულ საკითხებზე მათი განსხვავებული აზრი. თავი III გამგებლის თათბირების გამართვის ორგანიზება მუხლი 13🔗. თათბირების მომზადება და გამართვა 1. გამგეობაში თათბირებს იწვევს და თავმჯდომარეობს გამგებელი. 2. თათბირების ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი. 3. თათბირებზე განსახილველ საკითხებს, მათ მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს, თათბირის მონაწილეთა შემადგენლობასა და თათბირის ჩატარების დროს განსაზღვრავს გამგებელი. 4. თათბირზე პირთა მოწვევის ორგანიზება ევალება გამგეობის აპარატს. მოსაწვევ პირთა დაზუსტებულ სიას გამგებელს წინასწარ უთანხმებს აპარატის უფროსი. თათბირის გამართვის შესახებ მის მონაწილეებს ატყობინებს გამგეობის აპარატი. 5. თათბირზე მოწვეული პირები, რომლებიც პასუხისგებელნი არიან განსახილველი საკითხების მომზადებაზე, გამგებლის მიერ დადგენილ ვადაში წინასწარ წარუდგენენ მას სათანადო მასალებს. 6. თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და დავალებების სათანადოდ გაფორმება და მათ შესრულებაზე კონტროლი ევალება გამგეობის აპარატს. თავი IV გამგეობის, გამგებლის დავალებათა გაფორმებისა და შესრულების წესი მუხლი 14🔗. გამგეობისა  და გამგებლის  დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა გამგეობის აპარატი კოორდინაციასა და კონტროლს უწევს, აგრეთვე გასცემს მითითებებს დავალებათა შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. მუხლი 15🔗. მოხსენებითი ბარათი შესრულებულ დავალებაზე შესრულებული დავალების თაობაზე შემსრულებელმა კანონით ან/და დავალების გამცემის მიერ დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი დავალების გამცემის ან აპარატის უფროსის სახელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავალება გულისხმობს თავად შემსრულებლის მიერ გამგეობის, გამგებლის სახელზე შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის გაცემას ან შესაბამისი მოქმედების განხორციელებას. მუხლი 16🔗. დავალების შესრულება რამოდენიმე პირის მიერ 1. იმ შემთხვევაში, როდესაც დავალების შემსრულებლად მითითებულია ერთზე მეტი თანამდებობის პირი ან სამსახური, დავალებაში მითითებული პირველი პირი ითვლება მთავარ შემსრულებლად, დანარჩენები-თანაშემსრულებლებად. 2. მთავარი შემსრულებელი პასუხისმგებელია დავალების შესრულების კოორდინაციისათვის. იგი ორგანიზებას უწევს დავალების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას. 3. მოხსენებითი ბარათი დავალების შესრულების შესახებ მზადდება, ხოლო რიგ შემთხვევებში გამგეობის/გამგებლის სახელზე შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხი გაიცემა ან შესაბამისი მოქმედება ხორციელდება მთავარი შემსრულებლის მიერ. თავი V გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, გაფორმებისა და გამოცემის წესი მუხლი 17🔗. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენა 1. გამგეობის სხდომაზე განსახილველად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის გამგეობის აპარატში ელექტრონული ან მატერიალური ფორმით წარდგენის უფლება აქვთ: ა) რაიონის გამგებელს; ბ) რაიონის გამგებლის მოადგილეებს; გ) რაიონულის სამსახურების (განყოფილებების) ხელმძღვანელებს. 2. პროექტს თან უნდა ახლდეს: ა) შეთანხმებები დაინტერესებულ სამსახურებთან, განყოფილებებთან, დაწესებულებებთან და თანამდებობის პირებთან; ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ტექსტი, ასევე ელექტრონული ვერსია. მუხლი 18🔗. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება 1. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების უფლება აქვთ გამგეობის წევრებს. 2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები გამგეობას წარედგინება გამგეობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე. 3. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ელექტრონული ან მატერიალური ფორმით შეთანხმებული უნდა იყოს გამგეობის რაიონულ სამსახურთან (განყოფილებასთან) და შესაბამისი დარგის კურატორთან - გამგებლის მოადგილესთან. 4. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შინაარსისა და შესრულების ხარისხისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება პროექტის შემომტანს (ინიციატორს), პროექტის სტილისტურ შესწორებასა და სამართლებრივ შესაბამისობას უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი. მუხლი 19🔗. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება 1. გამგებლის ან გამგეობის წევრის მიერ გამგეობის სხდომაზე პროექტის მიმართ შენიშვნებისა და წინადადებების გამოთქმის შემთხვევაში, პროექტი გამგებლის მიერ მითითებულ (დადგენილ) ვადაში შესაძლოა დაუბრუნდეს საკითხის შემომტანს დამატებით დასამუშავებლად და დასაზუსტებლად. 2. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ხელს აწერს გამგებელი. 3. ხელმოწერილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაეცემა გამგეობის აპარატს, რომელიც 1 დღის ვადაში უზრუნველყოფს მათ სათანადოდ გაფორმებას (რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით). მუხლი 20🔗. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება გამგეობის სხდომის მოწვევის გარეშე 1. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის გამგეობის სხდომის მოწვევის გარეშე მიღების საკითხს პროექტის წარმომდგენის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე წყვეტს პროექტის წარმომდგენის შესაბამისი კურატორი, გამგებლის მოადგილე. 2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარმომდგენი შესაბამისი კურატორი გამგებლის მოადგილე, გამგებლის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს პროექტის ელექტრონულ ან მატერიალურ შეთანხმებას გამგეობის სამსახურებთან (განყოფილებებთან) რომელთა გამგებლობასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხები. 3. გამგეობის სამსახურები (განყოფილებები), რომელსაც შესათანხმებლად წარედგინა პროექტი, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. 4. პროექტის მიმართ შენიშვნების არსებობისას, პროექტის წარმომდგენი ვალდებულია განიხილოს იგი, შენიშვნის ავტორთან შეთანხმების მიღწევის მიზნით. 5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამგეობის სხდომის მოწვევის გარეშე, მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს გამგეობის წევრების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გამგეობის წევრების ხმის მიცემა ფიქსირდება ,,შეთანხმების ფურცელზე’’ ხელმოწერით. გამგეობის წევრების ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია დაფიქსირდეს ელექტრონული ფორმით. 6. გამგეობის აპარატი უზრუნველყოფს გამგეობის სხდომის მოწვევის გარეშე მიღებული პროექტის გამგებლისათვის ხელმოსაწერად წარდგენას. 7. გამგეობის სხდომის მოწვევის გარეშე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების თარიღად ითვლება გამგებლის მიერ მისი ხელმოწერის დღე. მუხლი 21🔗. გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლი გამგეობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლს უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი. თავი VI გამგეობის სახელით შეთანხმებისა და ხელშეკრულების დადება მუხლი 22🔗. გამგეობის სახელით დადებული შეთანხმებები და ხელშეკრულებები 1. გამგეობის სახელით ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით,  ადმინისტრაციულ და ტერიტორიულ ერთეულებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნებთან იდება გამგეობის ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. გამგეობის სახელით შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს ხელს აწერს რაიონის გამგებელი. მუხლი 23🔗. გამგეობის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადების ორგანიზაცია 1. გამგეობის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტების მომზადების ორგანიზაცია განისაზღვრება ამ რეგლამენტის მე–18 მუხლის შესაბამისად. 2. შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ ქონებრივ ან ფინანსურ ვალდებულებებს, აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურთან. მუხლი 24🔗. გამგეობის სახელით დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ძალაში შესვლა თუ შესაბამისი შეთანხმებით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, გამგეობის სახელით დადებული შეთანხმებები და ხელშეკრულებები ძალაში შედის გამგებლის მიერ მათი ხელმოწერისთანავე. თავი VII დასკვნითი დებულებანი მუხლი 25🔗. დასკვნითი დებულებანი 1. გამგეობის საქმიანობის ყველა სხვა საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ რეგლამენტით, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. 2. თუ ამ რეგლამენტში ვადების ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეებს, ვადის გასვლის დღედ ითვლება შემდეგი (მომდევნო) სამუშაო დღე. 3. ცვლილებები და დამატებები ამ რეგლამენტში შეიტანება გამგებლის ბრძანებით.