⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.09.2017)
გაუქმებულია:

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2013
ძალის დაკარგვა 15.09.2017
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016076
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,639 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2013 მიღება
15.09.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბორის მიქავა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2013 წლის 21 მარტი ქ. მარტვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 26​1 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. მუხლი 2🔗 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე  რეკლამის  განთავსების ნებართვის მიღების წესი” (თანახმად დანართისა). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5🔗 დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილებორის მიქავა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „რეკლამის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესს. 2. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ წესით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას და გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – ნებართვის გამცემი) მიერ აუქციონის ფორმით და მისი მიზანია მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონზე ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. ამ წესის შესაბამისად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. 5. ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას. 6. აუქციონზე გასატანი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შეიძლება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სააუქციონო კომისიის წინადადებების საფუძველზე დაიყოს ლოტებად. 7. აუქციონის წლიური საწყისი ფასი გარე რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსებისათვის განისაზღვრება: ა) ,,საქართველოს  საერთაშორისო  და შიდასახელწიფოებრივი  მნიშვნელობის  საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15  სექტემბრის №554 ბრძანებულებით  განსაზღვრული  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  არსებული  საერთაშორისო  მნიშვნელობის  საავტომობილო  გზის 50  მეტრის  არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) – 85 ლარი; ბ) „საქართველოს საერთაშორისო  და შიდასახელწიფოებრივი  მნიშვნელობის  საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის  15  სექტემბრის №554 ბრძანებულებით  განსაზღვრული მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არსებული  შიდასახელწიფოებრივი  მნიშვნელობის  საავტომობილო  გზის 50 მეტრის არეალში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) – 35 ლარი; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა დასახლებებში – 10 ლარი. 8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწიებულ ვადაში და დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. აუქციონის გამართვის უფლებამოსილი ორგანო 1. აუქციონი ცხადდება და სანებართვო პირობები (ვადა, განთავსების ადგილები და ა.შ.) დგინდება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით ნებართვის გამცემის ინიციატივით. 2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 5 წლისა. 3. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია. მუხლი 3🔗. აუქციონის ორგანიზება 1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი, რომელიც ამ მიზნით ქმნის და თავმჯდომარეობს სააუქციონო კომისიას. 2. ინფორმაცია აუქციონის შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში და მარტვილის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ვებგვერდზე (www. martvili. ge). 3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ნებართვის გამცემის დასახელებას; ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის (ლოტების) აღწერას; დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას; ე) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს; ვ) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას სააუქციონო კომისიის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე; ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; თ) ყველა სხვა დამატებით ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად. 4. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია. 5. სააუქციონო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია ნებართვის გამცემის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს. მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. 2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება პირველსავე სამუშაო დღეს იმავე საათზე.   3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას, იმ ლოტის საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე; ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებზე მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე იღებს აუქციონში მონაწილის სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის 1-4 პუნქტების მოთხოვნები. მუხლი 5🔗. აუქციონის ჩატარების წესი 1. მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს. 5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გარე რეკლამის ნებართვა ითვლება გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს შემდგომში ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს. ოქმს ხელს აწერს მონაწილე და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. 8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. 9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ. 10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. მუხლი 6🔗. აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შეიძლება შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი 1. თუ არ მოხდა აუქციონზე გამოტანილი ლოტის გაცემა, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი. 2. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 3. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას. 4. აუქციონს ატარებს აუქციონატორი. 5. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობას (რომელიც წინასწარ არის დადგენილი ნებართვის გამცემის მიერ) და ბიჯს. 6. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 7. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), ხოლო თუ არც ერთი მონაწილის მიერ არ იქნა აწეული მონაწილის დაფა, აუქციონატორი საწყის გასაყიდ ფასს აკლებს დადგენილი ბიჯის ოდენობას და აცხადებს კლებადობის შესაბამისად გასაყიდ ფასს. ბიჯის კლებადობა გრძელდება მანამ სანამ, ერთ-ერთი მონაწილის მიერ არ იქნება მონაწილის დაფა აწეული ან გასაყიდი ფასი არ დავა მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობამდე. 8. იმ შემთხვევაში, თუ ბიჯის კლებადობის დროს ერთ-ერთი მონაწილის მიერ აწეულ იქნა მონაწილის დაფა (რაც ნიშნავს გამოცხადებულ ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას, როგორც გასაყიდ ფასს და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, გაცემულად უნდა ჩაითვალოს გარე რეკლამის  განთავსების ნებართვა. 9. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს შემდგომში ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს. ოქმს ხელს აწერს მონაწილე და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. 10. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. 11. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ. 12. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. მუხლი 7🔗. ოქმის გაფორმების წესი 1. ოქმი უნდა შეიცავდეს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს, საფასურის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 2. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას. 3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს. მუხლი 8🔗. ნებართვის სარგებლობისათვის საფასურის გადახდის პერიოდულობის დადგენა ნებართვის სარგებლობისათვის საფასურის გადახდის პერიოდულობას ადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით ნებართვის გამცემის ინიციატივით. მუხლი 9🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა 1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ნებართვის გამცემის მიერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.