„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №0313/21-1
2013 წლის 21 მარტი
ქ . თბილისი
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №1 დანართს, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, დაემატოს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული მონაცემები.
2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომრები 73,105 და 238 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №2 დანართში მოცემული რედაქციით.
3. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №2 დანართიდან, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 106 და 178.
4. ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №3 დანართს, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, დაემატოს ამ ბრძანების №3 დანართში მოცემული მონაცემები.
5. ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, ნაწილი IV, 02.11.06) №3 დანართში, სადაც მოცემულია იმ იურიდიულ პირთა სია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, ნომერი 35 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №4 დანართში მოცემული რედაქციით.
6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
|
დანართი № 1
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| ||||||
| # | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი(ები), შესაძლო ადგილსამყოფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 133 | სახელები : 1. აჰმედ შაჰი (AHMED SHAH) 2. ნურზაი (NOORZAI) 3. ობაიდულაჰი (OBAIDULLAH) 4.
დაბ . თარიღი : ა) 01.01.85 ბ) 1981 დაბ . ადგილი : ქვეტა, პაკისტანი (Quetta, Pakistan) ეროვნება/მოქალაქეობა:
| ა) მულლაჰ აჰმედ შაჰ ნურზაი (Mullah Ahmed Shah Noorzai); ბ) ჰაჯი აჰმად შაჰი (Haji Ahmad Shah); გ) ჰაჯი მულლაჰ აჰმად შაჰი (Haji Mullah Ahmad Shah); დ) მაულავი აჰმედ შაჰი (Maulawi Ahmed Shah); ე) მულლაჰ მოჰამმედ შაჰი (Mullah Mohammed Shah). | პასპორტის მონაცემები : პაკისტანის პასპორტი №NC5140251 გაცემის თარიღი: 23.10.09 მოქმედების ვადა: 22.10.14 პირადი ნომერი : პაკისტანის ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომერი: №54401-2288025-9 | ქვეტა, პაკისტანი (Quetta, Pakistan) | 26.02.13 | Roshan Money Exchange–ის მფლობელი და მმართველი.
ჰელმანდის პროვინციაში (Helmand Province) ფინანსურ დახმარებას უწევდა Ghul Agha Ishakzai–სა და სხვა თალიბებს.
ალტერნატიული დასახელება მაულავი (Maulavi). |
| დანართი № 2
ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ–ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან
| ||||||
| # | პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/მოქალაქეობა) | ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები)
| პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი | მისამართი(ები), შესაძლო ადგილსამყოფელი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 73. | სახელები: 1. ჰასანი (HASSAN) 2. აბდულაჰი(ABDULLAH) 3. ჰერსი (HERSI) 4. ალ–თურქი (AL-TURKI)
დაბ. თარიღი დაახლოებით 1944 დაბ.ადგილი რეგიონი ვ, ეთიოპია, (რეგიონი ოგადენი, აღმოსავლეთ ეთიოპია (Region V, Ethiopia, (the Ogaden Region in eastern Ethiopia)) ეროვნება/მოქალაქეობა : სომალელი | ა) ჰასან თურქი (Hassan Turki); ბ) ჰასენ აბდელ ფიჰი (Hassen Abdelle Fihiye); გ) შეიხ ჰასან აბდულლაჰ ფაჰაი (Sheikh Hassan Abdullah Fahaih); დ) ჰასან ალ–თურქი (Hassan Al-Turki); ე) ჰასან აბდილაჰი ჰერსი თურქი (Hassan Abdillahi Hersi Turki); ვ) შეიხ ჰასან თურქი (Sheikh Hassan Turki); ზ) ხასან კაბდილააჰი ხირსი (Xasan Cabdilaahi Xirsi); თ) ხასან კაბდულლე ხირსი (Xasan Cabdulle Xirsi).
| პასპორტის მონაცემები:
პირადი ნომერი:
| 2012 წლის ნოემბრის მონაცემებით, მოქმედებს სამხრეთ სომალიში(Southern Somalia), ჯუბა, კისმაოს მახლობლად (lower Juba near Kismayo) , ძირითადად ჯილიბსა (Jilibe) და ბურგაბოში (Burgabo). | 06.07.04 (ცვლილებები 25.07.06 21.12.07 12.04.10 11.05.10 13.12.11 18.03.13)
| ოჯახური წარმომავლობა – რეერ–აბდილის ქვეკლანი (Reer -Abdille subclan), ოგადენის კლანი (Ogaden clan).
Al-Itihaad Al-Islamiya-ს (AIAI) ერთ–ერთი მეთაური.
არსებული მონაცემებით, 1998 წლის აგვისტოში მონაწილეობდა ნაირობსა (Nairobi)და დარ ეს სალაამში (Dar es Salaam)აშშ–ის საელჩოებზე განხორციელებულ თავდასხმებში.
ასევე, შეეხო სომალისა და ერიტრეას შესახებ გაეროს 1844 (2008) რეზოლუციით დაწესებული სანქციები. |
| 105 | სახელები: 1. ჰასანი (HASSAN) 2. დაჰირი (DAHIR) 3. ავეისი (AWEYS) 4.
დაბ.თარიღი 1935 დაბ. ადგილი სომალი (Somalia) ეროვნება/მოქალაქეობა: სომალელი
| ა) ალი, შეიხ ჰასან დაჰირ ავეისი (Ali, Sheikh Hassan Dahir Aweys); ბ) ავესი, შეიხ ჰასან დაჰირი (Awes, Shaykh Hassan Dahir); გ) ჰასენ დაჰირ ავეიესი (Hassen Dahir Aweyes); დ) აჰმედ დაჰირ ავეისი (Ahmed Dahir Aweys); ე) მოჰამედ ჰასან იბრაჰიმი (Mohammed Hassan Ibrahim); ვ) ავეის ჰასან დაჰირი (Aweys Hassan Dahir); ზ) ჰასან ტაჰირ ოასი (Hassan Tahir Oais); თ) ჰასან ტაჰირ უვაისი (Hassan Tahir Uways); ი) ჰასან დაჰირ ავესი (Hassan Dahir Awes); კ) შეიხ ავეისი (Sheikh Aweys); ლ) შეიხ ჰასანი (Sheikh Hassan); მ) შეიხ ჰასან დაჰირ ავეისი (Sheikh Hassan Dahir Aweys). | პასპორტის მონაცემები:
პირადი ნომერი:
| ა) 2012 წლის ნოემბრის მონაცემებით მოქმედებს სამხრეთ სომალიში (Southern Somalia); ბ) ასევე, 2007 წლის ნოემბრის ინფორმაციით მოქმედებს ერიტრეაში (Eritrea). | 09.11.01 (ცვლილებები 21.12.07 11.05.10 16.05.11 18.03.13)
| ოჯახური წარმომავლობა–ჰავიეს ჰებერგიდირი, აირის კლანი (Hawiye’s Habergidir, Ayr clan).
Al-Itihaad Al-Islamiya (AIAI)-სა და Hizbul Islam in Somalia-ს მეთაური.
2010 წლის 12 აპრილიდან, ასევე, შეეხო სომალისა და ერიტრეას შესახებ გაეროს 1844 (2008) რეზოლუციით დაწესებული სანქციები. |
| 238 | სახელები 1. სალაჰ ედდინი (SALAH EDDINE) 2. გასმი (GASMI) 3. 4.
დაბ. თარიღი: 13.04.71 დაბ. ადგილი: ზერიბეთ ელ უედი, ვილაიას პროვინცია, ბისკრა, ალჟირი (Zeribet El Oued, Wilaya (province) of Biskra, Algeria) ეროვნება/მოქალაქეობა: ალჟირელი | ა) აბუ მოჰამედ სალაჰი (Abou Mohamed Salah); ბ) ბუნუადერი (Bounouadher).
| პასპორტის მონაცემები :
პირადი ნომერი :
| ალჟირი (Algeria)
| 03.07.08 (ცვლილებები 24.03.09 15.11.12 14.03.13) | Organization of Al-Qaida in the Islamic Maghreb–ის ერთ–ერთი მეთაური. ხელმძღვანელობს ორგანიზაციის საინფორმაციო კომიტეტს.
დედა – იამინა სოლტანე (Yamina Soltane).
მამა – აბდელაზიზი (Abdelaziz).
აქვს კავშირი აბდელმალეკ დრუკდელთან (Abdelmalek Droukdel).
2012 წლის 16 დეკემბერს დაპატიმრებული იქნა ალჟირში (Algeria). |
| დანართი № 3
იურიდიულ პირთა სია , რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ - ქაიდასთან | |||||
| № | ორგანიზაციის დასახელება | დასახელების სხვა ვარიანტები | მისამართი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
| 137 | ANSAR EDDINE | Ansar Dine | მალი (Mali) | 20.03.13 | დაარსდა 2011 წლის დეკემბერში იად აგ გალის (Iyad ag Ghali) მიერ.
აქვს კავშირი ორგანიზაციებთან: ა) Organization of Al-Qaida in the Islamic Maghreb;
ბ) Mouvement pour l’Unification et le Jihad en Afrique de l’Ouest (MUJAO).
აქვს კავშირი აბდელმალეკ დრუკდელთან (Abdelmalek Droukdel).
|
| დანართი № 4
იურიდიულ პირთა სია , რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოძრაობა თალიბანთან და ორგანიზაცია ალ - ქაიდასთან | |||||
| # | ორგანიზაციის დასახელება | დასახელების სხვა ვარიანტები | მისამართი | სიაში შეყვანის თარიღი | სხვა ინფორმაცია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
| 35 | AL-ITIHAAD AL-ISLAMIYA / AIAI |
|
| 06.10.01 (ცვლილებები 21.12.07 13.12.11 18.03.13) | არსებული ინფორმაციით, მოქმედებს სომალისა (Somalia) და ეთიოპიაში (Ethiopia) და შეუერთდა Harakat Al-Shabaab Al-Mujaahidiin–ს (Al-Shabaab), რომელიც 2012 წლის თებერვალს აიმან მუჰამედ რაბი ალ–ზავირის (Aiman Muhammed Rabi al-Zawahiri) მიერ მიღებული იქნა, როგორც Al-Qaida–ს ნაწილი.
ასევე, შეეხო სომალისა და ერიტრეას შესახებ გაეროს 1844 (2008) რეზოლუციით დაწესებული სანქციები.
მეთაურები: ჰასან აბდულლაჰ ჰერსი ალ–თურქი (Hassan Abdullah Hersi Al-Turki); ჰასან დაჰირ ავეისი (Hassan Dahir Aweys).
AIAI–მ მიიღო ფულადი სახსრები Al-Haramain Islamic Foundation–საგან (სომალი) (Somalia). |