⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.03.2021)
გაუქმებულია:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.03.2013
ძალის დაკარგვა 25.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.029.016046
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 665 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2013 მიღება
25.03.2021 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №60 2013 წლის 25 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე დანართი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებები სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ორგანიზება, ამ მიზნით შესაბამისი პროცედურების, პროგრამებისა და პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) დადგენილი წესის შესაბამისად, ნომენკლატურის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; ვ) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერების მომზადება; ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; თ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ი) სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; კ) უზრუნველყოს ადამიანური რესურსების ელექტრონული პროგრამის მართვა; ლ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; მ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შემადგენლობის აღრიცხვა; ნ) შრომითი ხელშეკრულებების დადების უზრუნველყოფა; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდება, სამინისტროს თანამდებობის პირთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და გადაყვანის შესახებ; პ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ვ) ამზადებს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; თ) მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სამმართველოს ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს სამმართველოს მოხელეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ლ) შუამდგომლობს მინისტრთან სამმართველოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სემინარებსა და კურსებში მონაწილეობის მიღების თაობაზე; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ნ)  სამმართველოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს მინისტრს; ო) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მინისტრთან შეთანხმებით ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 4🔗. სამმართველოს მოსამსახურეები 1. სამმართველოს მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამმართველოს უფროსი. 3. სამმართველოს მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის წინაშე.